კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

 

ჰელვეციუსი: უმეცრების მფარველნი კაცობრიობის ყოვლად დაუძინებელი მტრები არიან.

დიდრო: როცა ადამიანი კითხვას წყვეტს, აზროვნებასაც წყვეტს.

რუსო: თუ ბავშვში სიცელქე ჩაკალით, რიგიანად ვერასდროს აღზრდით.

ბიუფონი: ყველაზე მძიმე დანაკარგი დაკარგული დროა.

ვოლტერი: ცუდად გადმოცემული მშვენიერი აზრი ფასს კარგავს.

ლესაჟი: ზოგჯერ დუმილი ყოველგვარ მეტყველებაზე ბევრისმეტყველია.

მონტესკიე: უსასტიკესი ტირანი ისაა, რომელიც კანონებისა და სამართლიანობის დროშით გამოდის.

ლაბრიუიერი: შეცდომა შეცდომაა, მოსდის ის უდიდეს ადამიანს თუ უმცირესს... დიდი ხანია, რაც ნიუტონმა შეცდომით იხილა და შეცდომითვე დაასკვნა.

ბუალო: საღი აზრის  წინააღმდეგ ხუმრობას ერიდეთ.

პასკალი: ადამიანებს რას არ ასწავლიან, წესიერებას კი არა, მერედა ისინი ცდილობენ, თავი გამოიჩინონ სწორედ წესიერებით. იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.

ლაფონტენი: იმეგობრე ჭკვიან კაცთან, რადგან ზოგჯერ მეგობარი ჭკვიან მტერზე საშიშია, უნდილი და უმეცარი.

მოლიერი: წიგნის სიბრძნე სულელს უფრო ასულელებს.

ლაროშფუკო: ყოველ ადამიანსაც და ყოველ საქციელსაც გარკვეული მანძილიდან უნდა შევხედოთ. ზოგს ახლოდანაც გაუგებთ, ზოგი კიდევ მხოლოდ შორიდან დაკვირვებით იცნობა.

კორნელი: ვინც სამშობლოს ფიცულობს, ის ოჯახს დაემშვიდობება.

დეკარტი: მოუარეთ თქვენს სხეულს, თუ გსურთ, რომ თქვენი გონება სწორად მუშაობდეს.

მონტენი: ვისაც ტანჯვის ეშინია, უკვე იტანჯება შიშით.

ვალა: რწმენა ცოდნის ნაკლებობა როდია, რამეთუ, სადაც რწმენაა, იქ ცოდნა არაა, ხოლო ჩვენი აზრი ემყარება ან ცოდნას, ან რწმენას, ორ შეუთავსებელ საწყისს.

რაბლე: ადამიანის გონება მუშტებზე ძლიერია.

შოუ: უდიდესი შეცოდება ჩვენი თანამემამულეების მიმართ – ესაა არა სიძულვილი, არამედ მათი ბედისადმი გულგრილობა.

უაილდი: ჩვენ ყველანი ორმოებში ვართ, მაგრამ ზოგი ჩვენგანი იქიდან მაინც ჭვრეტს ვარსკვლავიან ცას.

დარვინი: უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე.

ბლეიკი: ენერგია – აი, მარადიული ნეტარება.

ბილინბროკი: ვერც ერთი მიკროსკოპი საგანს ვერ გაადიდებს, როგორც თავმოთნე კაცი საკუთარ თავს.

ფილდინგი: ბედნიერია ის, ვინც თავს ბედნიერად რაცხს.

ბეკონი: ყოველ ადამიანში ბუნება შედის ან მარცვლეულის ან სარეველას სახით. დროზე უნდა მოირწყას პირველი და ამოიძირკვოს მეორე.

მაზინი: ქალი ყველაზე ძლიერი სასმელია.

ბოდლერი: ქალზე მგრძნობელობის ორი ხერხი არსებობს, მაგრამ მათ შესახებ არავინ იცის.

 

скачать dle 11.3