22 თებერვალს კლუბ “მოსკოვს„ ჯგუფი “ბუმბოკსი„ ეწვევა
28 დეკემბერს თბილისში გაიხსნა ახალი კლუბი – „მოსკოვი,“ რომლის ხშირი სტუმრები არიან რუსეთიდან ჩამოსული მუსიკალური ჯგუფები, მომღერლები. 31 დეკემბრის ღამეს, ახალ წელს კლუბ „მოსკოვში“ თბილისელები ვერკა სერდიუშკასთან ერთად შეხვდნენ. ვერკამ, როგორც ყოველთვის, ახლაც მოხიბლა მაყურებელი პაროდიული და იმპროვიზებული სიმღერების შესრულებით. ხოლო, ძველით ახალი წლის ღამეს კლუბის სტუმარი იყო ჯგუფი „გრადუსი“. 22 თებერვალს კი კლუბი „მოსკოვი“ ჯგუფ „ბუმბოკსს“ უმასპინძლებს. ასე რომ, თბილისელები „მოსკოვისგან“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ.