კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრემლში ქართველთა ბატონობის დამხობის ვერაგული გეგმა

ბელადის განუზომელ ძალაუფლებასა და საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველა წარმატებისა თუ მიღწევის სტალინის დამსახურებად აღქმა დიდად აღიზიანებდა საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ნაწილს. აგრეთვე, რუსულ ინტელიგენციას უზომოდ აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული მმართველი იყო არა რუსი, არამედ ქართველი და ეს ქართველი გაცილებით დიდ ძალაუფლებას ფლობდა, ვიდრე ბოლო რომანოვი იმპერატორები. სწორედ ამ თემაზე იქნება ჩვენი სტატია, რომელიც მომზადდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ვახტანგ გურულის მასალების მიხედვით. 

საბჭოთა კავშირის ქართველი მმართველისადმი ზიზღმა კულმინაციას მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეპრესიების დროს მიაღწია. მართალია, დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, მაგრამ, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, საბჭოთა პოლიტიკური ელიტის ნაწილი სტალინის გადაყენებასა და მისი უფრო ლოიალური პოლიტიკური ლიდერით ჩანაცვლებას გეგმავდა. ცხადია, იოსებ სტალინი გრძნობდა ყოველივეს და სავარაუდო კონკურენტებსა და მათ მხარდამჭერებს დაუნდობლად უსწორდებოდა. 

პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში სტალინი არავის ინდობდა, მათ შორის ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ.

სიკვდილით იქნა დასჯილი დიდი რეპრესიების ორი გამოჩენილი ორგანიზატორი – საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები (მინისტრები): ჰენრიხ იაგოდა და ნიკოლაი ეჟოვი, ხოლო 1938 წელს ამ თანამდებობაზე ლავრენტი ბერია დანიშნა. 

ქართველმა ლავრენტი ბერიამ სპეცსამსახურებში დიდი წმენდა ჩაატარა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე თბილისიდან გადაყვანილი ერთგული თანამებრძოლები (სერგო გოგლიძე, ბოგდან ქობულოვი, ვლადიმერ დეკანოზოვი და სხვები) დანიშნა. 

ახლა კი ზიზღი უკვე სტალინისა და ბერიასადმი დღითიდღე იზრდებოდა, მაგრამ, მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მცდელობის საკითხი დღის წესრიგიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ მოხსნა. რუსები მიხვდნენ, რომ ამ დიდი განსაცდელისგან სტალინის გარეშე თავს ვერ დაიხსნიდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო შეიცვალა. საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ნაწილს მიაჩნდა, რომ ამიერიდან ფონს სტალინისა და ბერიას გარეშეც გავიდოდნენ. ძალიან ფრთხილად, კონსპირაციის ყველა წესის დაცვით, დაიწყო სტალინისა და ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რუსებმა ჯერ ბერიას თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ყველა კარგად გრძნობდა, რომ სტალინი დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა და, თუ მას ლავრენტი ბერია შეცვლიდა, რუსებს კიდევ დიდხანს მოუხდებოდათ კრემლში ქართველების ბატონობის ატანა. ამის დაშვება კი პოლიტიკური და სამხედრო ელიტის დიდ ნაწილს (ნიკიტა ხრუშჩოვი, ლაზარ კაგანოვიჩი, ნიკოლაი ბულგანინი, გიორგი ჟუკოვი და სხვები) არასგზით არ სურდა. 

გადაწყდა ლავრენტი ბერიას გზიდან ჩამოცილება, რაც ადვილი საქმე არ იყო... 

უპირველეს და ყველაზე ძნელ ამოცანას წარმოადგენდა სტალინის დარწმუნება ბერიას მოღალატეობაში, რადგან, სტალინის ნებართვის გარეშე ბერიას ხელს ვერავინ ახლებდა. საინტერესოა, ისეთი რა ბრალი უნდა წაეყენებინათ ლავრენტი ბერიასათვის, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო; ბერიასთვის, რომელსაც მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი ავტორიტეტი შესძინა და იმჟამად ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა. საბჭოთა პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილმა, რომელსაც ნიკიტა ხრუშჩოვი ედგა სათავეში, ძალზე ვერაგული გეგმა მოიფიქრა: ბერიასთვის ბრალი უნდა დაედოთ „მეგრელ ნაციონალისტთა” მფარველობასა და წაქეზებაში. გეგმის რეალიზების გზაც ძალზე ეშმაკურად მოხაზეს. ინფორმაცია ბერიას „მეგრელ ნაციონალისტთა“ მფარველობის შესახებ მოსკოვში თბილისიდან უნდა შესულიყო და ისე უნდა ყოფილიყო შედგენილი, რომ სტალინი მის ჭეშმარიტებაში არ დაეჭვებულიყო. უკეთეს გეგმას ბერიას დასამხობად რუსები ვერ მოიფიქრებდნენ. 

ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების წარმატებით განხორციელებაში მთავარი როლი უნდა ეთამაშა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საიდანაც უნდა წასულიყო ინფორმაცია მოსკოვში „მეგრელ ნაციონალისტთა“ შესახებ. ეს კი შეუძლებელი ჩანდა, რადგან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, ავქსენტი რაფავა, ბერიას ერთგული იყო. ნიკიტა ხრუშჩოვმა და მისმა ჯგუფმა მოახერხეს ბერიას ნების წინააღმდეგ მინისტრობიდან ავქსენტი რაფავას გათავისუფლება და მის ადგილას ნიკოლოზ რუხაძის დანიშვნა. ნიკოლოზ რუხაძე თავიდანვე იყო საქმის კურსში, რომ ბერიას წინააღმდეგ უნდა შეეთხზა „მეგრელ ნაციონალისტთა საქმე“. რუხაძის კანდიდატურა შემთხვევით არ შერჩეულა, მას ბერია ეზიზღებოდა და პიროვნულადაც დაინტერესებული იყო მის განადგურებაში. 

 1951 წლის ნოემბრიდან ნიკოლოზ რუხაძის მეთაურობით დაიწყო „მეგრელ ნაციონალისტთა საქმის“ შეთხზვა. მისი პირველი მსხვერპლი გახდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი მიხეილ ბარამია. დააპატიმრეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ავქსენტი რაფავა, საქართველოს მთავარი პროკურორი ვლადიმერ შონია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პეტრე შარია და ბევრი თანამდებობის პირი სამეგრელოს რეგიონიდან. აპატიმრებდნენ მეგრული წარმოშობის იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც თბილისში, ბათუმში და სხვაგან თავის დროზე ლავრენტი ბერიას მიერ იყვნენ დანიშნულები. საგამოძიებო მასალებში ჩნდება აშკარად შეთხზული ცნობები ორგანიზაცია „ჭმეგრელი ნაციონალისტების” არსებობის შესახებ. 

ნიკოლოზ რუხაძე საიდუმლო მოხსენებებს უშუალოდ სტალინს უგზავნიდა. თავად რუხაძე ხვდებოდა, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა და, ამიტომ,  სტალინისთვის გასაგზავნი მოხსენების მანქანაზე გადაბეჭდილ ტექსტში, მემანქანეს გვარების ადგილს ატოვებინებდა და შემდეგ თავისი ხელით ავსებდა მათ. ასე რომ, რუხაძის მოხსენებით ბარათში ჩამოთვლილი პირების ვინაობა იცოდა ორმა ადამიანმა: თავად ნიკოლოზ რუხაძემ და იოსებ სტალინმა. 

მეტად საინტერესოა, – გრძნობდა, თუ არა სტალინი, რომ „მეგრელ ნაციონალისტთა საქმე“ თავიდან ბოლომდე შეთხზული იყო და ის ბერიას დამხობას ისახავდა მიზნად? ენდობოდა, თუ არა სტალინი ნიკოლოზ რუხაძეს? ერთი რამ ცხადია: საქართველოში უამრავი ადამიანი დააპატიმრეს, სასტიკად აწამებდნენ მათ ციხეებში, გამოძიების მასალები უკვე ათეულ ტომს ითვლიდა, მაგრამ მოსკოვში ეს საქმე გახმაურებული არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ თბილისში გამოძიების პროცესში დაგროვილ ათეულობით ტომში ლავრენტი ბერიას გვარი არსად ფიგურირებდა. ძალზე საინტერესოა ისიც, რომ სტალინს ბერიასთან „მეგრელ ნაციონალისტთა საქმის“ ძიების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი, არავითარი საუბარი არ ჰქონია. სტალინი რაღაცას ელოდა, გადაწყვეტილებას არ იღებდა, თუმცა, თბილისში მიმდინარე გამოძიებით დიდად იყო დაინტერესებული. არც ლავრენტი ბერია ჩქარობდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თანამდებობის პირები – ბერიას უერთგულესი ადამიანები დააპატიმრეს, ამ უკანასკნელს თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ლავრენტი ბერია იმთავითვე მიხვდა, რომ „მეგრელ ნაციონალისტთა საქმე“ მის დასამხობად იყო გამოგონილი. ბერია რომ საქმის ძიების მსვლელობით დაინტერესებულიყო ან დაპატიმრებულთაგან რომელიმე პიროვნების დაცვა ეცადა, ამით არაპირდაპირ დაადასტურებდა თავის კავშირს „მეგრელ ნაციონალისტებთან”. ასეთ შეცდომას კი ლავრენტი ბერია არ დაუშვებდა. დუმდა სტალინი, დუმდა ბერიაც. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სტალინს დიდად არ სჯეროდა არც მეგრელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის არსებობა და არც მეგრელ ნაციონალისტებთან ლავრენტი ბერიას კავშირი. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ „მეგრელ ნაციონალისტთა საქმის“ ძიება ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო, როცა სტალინმა ერთ-ერთი ოფიციალური გამოსვლისას ყველას აგრძნობინა, რომ მას არ სჯეროდა ბერიას მონაწილეობა ამ საქმეში. იქნებ, სტალინის ეს ღია და პირდაპირი განცხადება იმ ადამიანების გასაგონად იყო ნათქვამი, ვინც ბერიას წინააღმდეგ „მეგრელ ნაციონალისტთა საქმე“ ააგორეს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად ასეთი კატეგორიული განცხადებისა, სტალინს „მეგრელ ნაციონალიტთა საქმის“ ძიების შეწყვეტის ბრძანება არ გაუცია, პირიქით, დაპატიმრებები კვლავ მიმდინარეობდა. ბელადის პოზიციის გასარკვევად, ძალზე მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტი: 1952 წლის ივლისში თანამდებობიდან გაათავისუფლეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, „მეგრელ ნაციონალისტთა საქმის“ მთავარი შემთხზველი ნიკოლოზ რუხაძე. ვისი დამსახურება იყო ეს – იოსებ სტალინის მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება, თუ სტალინისა და ბერიას საიდუმოლო მოლაპარაკების?  ერთი რამ ცხადია, სტალინი რუხაძეს აღარ ენდობოდა და ამიტომ გაწირა ის. რუხაძე თბილისიდან მოსკოვში, ლეფორტოვოს ციხეში გადაიყვანეს. დაიწყო მისი საქმის გამოძიება. სამი წლის განმავლობაში რუხაძე თავის მართლებას ცდილობდა, თუმცა მისი არავის სჯეროდა. ლავრენტი ბერიას ნიკოლოზ რუხაძის სწრაფად დახვრეტა ხელს არ აძლევდა, რადგან, მას უნდა დაესახელებინა ბერიას წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორები. რუხაძემ კარგად იცოდა, როგორც კი ამ ინფორმაციას გასცემდა, მას მაშინვე დახვრეტდნენ. სტალინიც არ ჩქარობდა რუხაძის დახვრეტას – ეტყობა, მასაც ბევრი კითხვა გაუჩნდა „მეგრელ ნაციონალისტთა საქმის“ ძიების პროცესში. ნიკოლოზ რუხაძეს ბედმა გაუღიმა – მან ციხეში მყოფმა შეიტყო, ჯერ სტალინის გარდაცვალების, შემდეგ კი ბერიას დახვრეტის ამბავი. თუმცა, ბედმა გაუღიმა მხოლოდ დროებით. რუხაძე იმავე ადამიანებმა (ხრუშჩოვმა და მისმა თანამოაზრეებმა) გაწირეს, რომლებმაც ბერიას წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მთავარი როლის შესრულება დააკისრეს: 1955 წელს იგი გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს.

სტალინის გარდაცვალებამ და ბერიას მკვლელობამ „მეგრელ ნაციონალისტთა სამეში“ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში დროებით ზავი ჩამოვარდა – სტალინის სიკვდილმა ხელისუფლებისთვის მებრძოლები გარკვეულ დრომდე შეარიგა.               

скачать dle 11.3