კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი ე 270”, 2001 წლის მოდელი, CDI ძრავით, ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფით. მაინტერესებს, რას აღნიშნავს სიჩქარეების გადამრთველ კოლოფთან არსებული W და S სიმბოლოები და რა შემთხვევაში რომელ რეჟიმზე უნდა ვამუშაო მანქანა?

პასუხი: W და S ლათინური სიტყვების პირველია ასოებია, რომლებიც მარტივად იშიფრება: WINTER – ზამთარი და STANDART – სტანდარტული. თუმცა, ჩვენს რეალობაში „სტანდარტულს“ ხშირად „სპორტ რეჟიმს“ უწოდებენ, იმიტომ, რომ S-ს შეცდომაში შეჰყავს, რადგანაც, ამ რეჟიმში გადართვის დროს ავტომობილის ძრავა და სიჩქარეების კოლოფი უფრო აგრესიულად იწყებს მუშაობას, სიჩქარეში ძრავის უფრო მეტი ბრუნების დროს რთავს და აჩქარების დროსაც დაბალ სიჩქარეში უფრო მკვეთრად ჩამოაქვს. ხოლო ზამთრის რეჟიმის დროს ყველანაირ სიმკვეთრეს ანულებს, სიჩქარის ნებისმიერი გადართვა ძალიან რბილია, ძრავა ცდილობს, რაც შეიძლება დაბალ ბრუნებზე იმუშაოს, რომ დაბუქსავებისა და მოცურების ალბათობა გამორიცხოს. შესაბამისად, ამ რეჟიმით სიარულის დროს, ავტომობილი ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს. მაგრამ, ეს რეჟიმი მაღალ დინამიკაში, სწრაფად სიარულის დროს არაკომფორტულია. 

კითხვა: ამერიკაში შევიძინე ავტომობილი „ისუზუ ვეიკროსი”, რომელიც თბილისში ამ თვეში ჩამოდის. მაინტერესებს, ამ მოდელზე რას მეტყვით, როგორი მანქანაა?

პასუხი: ეს ავტომობილი შეზღუდული რაოდენობით გამოდიოდა იაპონური ბაზრისთვის და, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტესტი კარგად ჩააბარა, მოხდა მისი რეალიზება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ამერიკული ბაზრისთვის ამ ავტომობილში საკმაოდ ბევრი ცვლილება განახორციელეს, რათა იმ სისტემის მიმართ კარგად ყოფილიყო ადაპტირებული. მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ცვლილებებმა მოდელი უარესობისკენ შეცვალა, პირიქით, რიგ შემთხვევებში, უკეთესობისკენ მოხდა მისი შეცვლა. მაგალითისთვის, იაპონური ბაზრისთვის გამოშვებული „ვეიკროსი”  3.2 ძრავით არის აღჭურვილი, ამერიკისთვის კი – 3.5-ით; ასევე, ამერიკული ბაზრისთვის დაემატა უკანა სავარძლებზე თავის დამცავი, ასევე, კრუიზ-კონტროლი (ავტოპილოტი) და სხვა. მისი დადებითი თვისებებიდან შეიძლება გამოვყოთ დაკიდების სისტემა. ამ ტიპის ავტომობილებში ეს ერთადერთია, რომელიც ქარხნიდანვე აღჭურვილია სპორტული, შესაბამისად, გაძლიერებული ამორტიზატორებით. ის, აგრეთვე, აღჭურვილია, ეგრეთ წოდებული მძლავრი „რაზდატკით”, სიჩქარეების გამაძლიერებლით და უკანა ბლოკირებული ხიდით, რაც უზრუნველყოფს მის კარგ თვისებებს რთული უგზოობის პირობებში. „ვეიკროსის” დიზაინზეც საკმაოდ ბევრია ნამუშევარი, მათ შორის ისეთ წვრილმანებზეც კი, როგორიცაა, მაგალითად, წინა ხუფი. წინა ხუფის შუა ნაწილი განსხვავებული საღებავითაა შეღებილი, რათა მზის სხივის დაცემის დროს არ მოხდეს შუქის არეკვლა და მძღოლისთვის თვალის მოჭრა. აღარაფერს ვამბობ ძარის ფორმაზე, რაც უზრუნველყოფს ამ ავტომობილის როგორც პარკირების, ისე სხვადასხვა ტიპის უგზოობის დროს მისი გაბარიტებით ეფექტურად მანიპულირებას. ავტომობილის ოთხივე ბორბლის ამორტიზაცია დგას ზამბარებზე, რაც მას საკმაოდ კომფორტულსა და მოქნილს ხდის როგორც კარგ გზაზე, ასევე, უგზოობის პირობებშიც. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ასეთი თვისებები თითზე ჩამოსათვლელია, მაგრამ, მაინც არის. ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოდის, ამიტომ, თუ ჩვენ მისი სათადარიგო ნაწილის შეძენა დაგვჭირდა, უმეტეს შემთხვევაში, მოგვიწევს შეკვეთის გაკეთება და, შესაბამისად – დალოდება. 

კითხვა: სახიფათოა თუ არა იაპონიიდან ჩამოყვანილი მანქანები რადიაციულობის თვალსაზრისით? ხდება თუ არა მისი შემოწმება რადიაციულ დაბინძურებაზე ადგილზე ან საქართველოში? 

პასუხი: რა თქმა უნდა, ავტომობილის რადიაქტიურად დაბინძურების ალბათობა შესაძლებელია, თუკი ის იმ ქვეყნიდან ჩამოვიდა, სადაც არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა რადიაციული აფეთქება. მაგრამ როგორც გამომგზავნი ქვეყანა, მით უფრო, რომ იაპონიაში გზავნილების შემოწმების საკმაოდ მაღალი კულტურაა, ისე მიმღები ქვეყანა, ვალდებულია, შეამოწმოს ნებისმიერი ნივთი რადიაციულ დაბინძურებაზე. გემი ან გემთა წყება, რომლებშიც ტვირთის გადატვირთვა მოხდა, წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის საკუთრებას, ანუ, სხვადასხვა სახელმწიფოს და, არსებობს მკაცრი მოთხოვნა იმის შესახებ, რომ შეუმოწმებელი ტვირთი მათ გემზე არ მოხვდეს. გემის შემთხვევაში, ერთ პატარა სივრცეში ისეა აკუმულირებული, რომ დაბინძურება საფრთხეს შეუქმნის მთელ ეკიპაჟს, ანუ, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის საკუთრებაცაა გემი. როგორც გამცემ, ისე მიმღებ ქვეყანას აღებული აქვს ეს ვალდებულება და მას ასრულებს კიდეც, მით უმეტეს, თუ ტვირთი გაბარიტულია. ამისთვის ჩვენს საბაჟოზეც არსებობს სპეციალური მოწყობილობა: კონტეინერის გახსნის შემდეგ ჩამოყვანილი ავტომობილი გადის რადიაციულ რადარში, ისე საზღვარს ვერ გადმოკვეთს. 

კითხვა: მაინტერესებს, 2002 წლის „ლექსუს ჯიპი ერიქსი” არის თუ არა აწყობილი „ტოიოტას” ბაზაზე და გამოდგება თუ არა ის საქართველოში?

პასუხი: ზოგადად, „ლექსუსი” ფუფუნების საგანია – ეს არის „ტოიოტა” ფუფუნების მოყვარულთათვის. შესაბამისად, ის ისევე გამოდგება საქართველოს პირობებში, როგორც „ტოიოტა” და აღჭურვილია დამატებითი ფუფუნების ელემენტებით როგორც სალონში, ისე ზოგადად. რაც შეეხება „ერიქსს,” მისი გამოშვება 1998 წლიდან დაიწყო და დღემდე უკვე სამი თაობის მოდელებია გამოშვებული. პირველი თაობა უფრო კომპაქტური იყო, შემდეგ კი მისი მოცულობა გაიზარდა. არსებობს როგორც წინა, ასევე ოთხივე წამყვანი ბორბლის აღჭურვილი „ერიქსები” სხვადასხვა ტიპის ძრავებით, მათ შორის – ჰიბრიდული ძრავითაც. 

კითხვა: მაინტერესებს, 2000 წლის „ჰონდა” „ცეერვე”, „მიცუბიში” „აირტეკი” და „ნისან იქსტრალი“ – ამ მოდელებიდან რომლის შეძენას მირჩევთ ჩვენი ქვეყნის პირობებში, რა არის მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები?

პასუხი: თქვენ მიერ ჩამოთვლილი  ყველა მოდელი სხვადასხვა კითხვაში  დეტალურად მაქვს დახასიათებული, თანაც, არაერთხელ. ამიტომ, მოკლე პასუხს გაგცემთ, ჩაღრმავების გარეშე: მიუხედავად იმისა, რომ „ჰონდას” კომფორტის ელემენტები ნაკლებად აქვს სალონში, მაინც ბევრად ჯობნის დანარჩენ ორს თავისი პრაქტიკულობით, საწვავის ეკონომიურობით, არაფუჭებადი და იაფი დეტალებით. ერთი, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების, მათ შორის – „ჰონდას”, სუსტ წერტილად მივიჩნევდი, არის სიჩქარეების ავტომატური კოლოფი. თუ „ცეერვეს” მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილს იყიდით, მომავალში შეძლებთ, ის შვილიშვილებსაც გადაულოცოთ.     

скачать dle 11.3