რა მოხდა ამ დღეს
11 თებერვალი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 660 – ლეგენდის მიხედვით, ამ დღეს პირველმა იმპერატორმა ჩიმუმ დააარსა იაპონიის სახელმწიფო.
1809 – რობერტ ფულტონმა დააპატენტა თბომავალი.
1922 – კანადელმა ქიმიკოსმა ფრედერიკ ბანტინგმა აღმოაჩინა ინსულინი.
1970 – იაპონია მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში.
12 თებერვალი
1561 – დაარსდა ქალაქი სანტიაგო – ჩილეს დედაქალაქი.
1864 – გაიხსნა მოსკოვის ზოოპარკი.
1955 – მიიღეს ბაიკონურის კოსმოდრომის მშენებლობის გადაწყვეტილება.
13 თებერვალი
1668 – ესპანეთმა ცნო პორტუგალიის დამოუკიდებლობა, რომელიც მას 1640 წელს გამოეყო.
1917 – ინგლისის პარლამენტმა ქალებს უფლება მისცა, ტაქსის მძღოლებად ემუშავათ.
1940 – მიხაილ ბულგაკოვმა დაასრულა რომანი „ოსტატი და მარგარიტა“.
1960 – საფრანგეთმა გამოსცადა თავისი პირველი ატომური ბომბი.
1975 – კვიპროსი გაიყო ორ – ბერძნულ და თურქულ ნაწილებად.
14 თებერვალი
1918 – ყოფილ რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნები გადავიდნენ „ახალ სტილზე“ – 31 იანვრის შემდეგ დადგა პირდაპირ 14 თებერვალი.
1924 – დაარსდა კომპანია IBM.
1956 – გაიხსნა სკკპ მეოცე ყრილობა, სადაც ხრუშჩოვმა დაგმო სტალინის პიროვნების კულტი.
1984 – ამ დღეს ელტონ ჯონმა იქორწინა ქალზე – რენეტა ბაუელზე. ერთმანეთს დაშორდნენ 1988 წელს.
15 თებერვალი
1113 – რომის პაპმა აკურთხა პირველი რაინდული ორდენი („წმიდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა ორდენი“, უფრო ცნობილია „მალტის ორდენის“ სახელწოდებით).
1902 – გაიხსნა ბერლინის მეტროპოლიტენი.
1925 – ლონდონის ზოოპარკში ცხოველებისთვის დაამონტაჟეს ელექტროგანათება, რათა „გაეუმჯობესებინათ მათი განწყობილება ხშირი ნისლების დროს“.
1947 – საბჭოთა კავშირის მთავრობის პირდაპირი განკარგულებით აიკრძალა ქორწინება საბჭოთა მოქალაქესა და უცხოელს შორის.
1965 – კანადის პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის ახალი დროშა (ნეკერჩხლის ფოთოლი).
1989 – დასრულდა საბჭოთა ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან.
16 თებერვალი
1923 – ეგვიპტეში ჰოვარდ კარტერის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ტუტანჰამონის აკლდამის შესასვლელი (მის გათხრას ერთი წელი დასჭირდა).
1937 – ამერიკელმა ქიმიკოსმა უოლეს ჰიუმ კაროზესმა დააპატენტა ნეილონი.
1956 – დიდ ბრიტანეთში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
1968 – ქალაქ ჰეილვილში (ალაბამა) გაიხსნა პირველი სასწრაფო სამაშველო სამსახური – 911.
1980 – ქალაქ ლიონთან (საფრანგეთი) წარმოიშვა საავტომობილო საცობი, სიგრძით 176 კილომეტრი.
17 თებერვალი
1876 – ჯულიუს ვოლფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველმა დაამზადა თევზის კონსერვი (სარდინები).
1947 – რადიოარხმა „ამერიკის ხმამ“ დაიწყო ტრანსლირება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.