კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უშვებს ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს და როდის შეიძლება დაღუპოს ადამიანი სიკეთემ

ადამიანების უმეტესობას ყველაზე მეტად საკუთარი თავის განსჯა გვიჭირს, სამაგიეროდ‚ სხვებს ადვილად განვსჯით. საკუთარი თავის არგანსჯა ხშირად არასწორი გადაწყვეტილებისა და შეცდომების მიზეზიც ხდება, რაც ხშირად განსაცდელში გვაგდებს. სულიერი განსჯის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი): 

– როდესაც მაცხოვარს ეკითხებიან, რომელი მცნებაა ყველაზე დიდი, ის პასუხობს: პირველი მცნება ეს არის: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა, გონებითა და ნებითა და მსგავსი ამისი – გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. დაახლოებით ამ კითხვის მსგავსი კითხვა დაუსვა მეოთხე საუკუნეში ანტონი დიდმა, რომელმაც მეუდაბნოეობას, მონაზვნობას დაუდო სათავე, სულიერ მეგობრებს, რომლებთან ერთადაც მოღვაწეობდა უდაბნოში‚ ჰკითხა: ადამიანის სულიერი ზრდისთვის, რომ მან დააღწიოს თავი ეშმაკის მანქანებას‚ რა არის მთავარიო. ზოგმა მამამ დაასახელა: ჭეშმარიტი, მხურვალე სარწმუნოება, ზოგმა – სიყვარული, მოსაგრეობა, სიკეთე, ღვაწლი, მდუმარე ლოცვა, მარხვა, ღამისთევა და ასე შემდეგ. ანტონი დიდმა უპასუხა: ეს ყველაფერი კარგია, მნიშვნელოვანია, მაგრამ, მთავარი არის სულიერი აზროვნება, სულიერი განსჯა. 

– რა იგულისხმება ამაში?

– როგორც ანტონი დიდი ამბობს: შეიძლება, შენ გქონდეს სარწმუნოება, მაგრამ, სულიერად თუ კარგად არ გაიაზრებ, შესაძლოა, შენი სარწმუნოება არ იყოს ისეთი, როგორიც უფალს სურს. შეიძლება, გქონდეს სიყვარული, მაგრამ, ეს სიყვარული იყოს მშვინვიერი, დროებითი, ადამიანური, საეშმაკო და არ იყოს მაცხოვნებელი. შეიძლება‚ იყო მარხვაზე, მაგრამ, შენმა მარხვამ ნაყოფი არ გამოიღოს, დაშორდე ღმერთს და ჩავარდე ამპარტავნებაში. აი, რას ამბობს დავით მეფსალმუნე 90-ე ფსალმუნში: „რომ დაეცნენ მარცხენითა შენითა ათასეული, ხოლო ბევრეული მარჯვენითა შენითა“‚ ანუ, შედარებით მცირე, ათასი ადამიანი დაეცემა, ვინც განშორებულია უფალს, ხოლო „ბევრეული“ ძველქართულად ნიშნავს 10 ათასს‚ ანუ, ათჯერ მეტი დაეცემა მარჯვენით შენსა, ვინც მართლმადიდებელია, საკუთარი თავი ჰგონია მორწმუნე, სიყვარული გააჩნია, ლოცულობს, მარხულობს – ისინი უფრო მეტი დაეცემიან, რადგან, არ ექნებათ სულიერი განსჯის უნარი. ეს რომ ასეა‚ მაშინვე დარწმუნდებით, როგორც კი ღმერთი თქვენს თავზე დაუშვებს განსაცდელს. 118-ე ფსალმუნის 105-ე მუხლში წერია: „სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ – „ალაგთა ჩემთა“. „ფერხთა ჩემთა“ – ეს არის მოღვაწეობა, ალაგთა ჩემთა – ეს არის ეკლესიური, ღვთაებრივი მოღვაწეობა, ხოლო „ნათელ“ – ეს არის ნათელი, სწორი აზროვნება. ანუ, ჩემი მოღვაწეობა, ჩემი ალაგი, ჩემი სჯული იყოს ნათელი ჩემს გონებაში, არა ფარისევლური, არამედ ისეთი‚ როგორც დავით მეფსალმუნე ბრძანებს: უფალო, შეამოწმე ბილიკები ჩემი. ნახეთ, რომ შიშვლები არ აღმოჩნდეთ ისინი, ვისაც თავი შემოსილები გგონიათ. ძალიან საინტერესოა 48-ე ფსალმუნის მეცამეტე მუხლი: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო, მიემსგავსა პირუტყვთა უგუნურთა“. ეს სიტყვები კარგად მიესადაგება ებრაელ ერს და მათ შემდეგ ქართველ ერს და კიდევ იმ ერს, ვისაც საკუთარი თავი გამორჩეული ჰგონია, ამაყობენ თავიანთი ბუნებით, ქვეყნით, ინტელექტით, გარეგნობით და ასე შემდეგ. ეს სიტყვები პირდაპირ შეიძლება ითქვას სოდომ-გომორელებზე, რადგან, წერია, რომ ისრაელში ყველაზე კარგი ადგილი იყო სოდომი და გომორი, სადაც უხვად მოდიოდა პური და ღვინო (ძალიან ჰგავს საქართველოს). უხვმა ღვინომ და პურმა ხალხი ჩააგდო ვნებაში, ცოდვაში და იმდენად გაირყვნა ეს ხალხი, რომ დაიწყეს სოდომ-გომორული ცოდვები: მამათმავლობა, გარყვნილება და ყოველი სიბილწე. რა თქმა უნდა‚ იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზე – პატივსა შინა ვართ და ეს ქვეყანა არსებობს 3 000-ზე მეტი წელია, 2 000 წელი კი – ქრისტიანები ვართ. სამწუხაროდ‚ ამ პატივს ვერ ვხედავთ და ვართ უგუნურ მდგომარეობაში. ასევე‚ მინდა, ახალი აღთქმიდან შეგახსენოთ პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ (მეოთხე თავის 26-ე მუხლი): „მზე ნუ დავალ განრისხებასა თქვენსა“. ანუ, როდესაც განრისხდებით, გაბრაზდებით, სანამ მზე ჩავა, დაღამდება, მანამდე დამშვიდდით, შეურიგდით და სულიერი განსჯით დაიმშვიდეთ სულიერი ცნობიერება, განწყობა, რადგან, არავინ იცის, ის დღე დაღამდება თუ არა  და როგორი იქნება შემდეგი დღეები. ამიტომ‚ განსჯის უნარი უნდა აამოქმედოთ და მიხვდებით, რომ შორს ხართ სულიერი სარწმუნოებისგან. გაბრაზებს შენი ცოლი? – მიხვდი, რომ გარკვეულწილად ეს შენი ბრალიც არის. არ ლოცულობ კარგად, ღმერთს აბრაზებ და შენ გაბრაზებენ შენი ცოლი და შვილი. შენი ქმარი ცუდად იქცევა, სვამს, ჩხუბობს, არის სევდიანი? – დაფიქრდი; ცოლო: შეიძლება‚ შენ არ ექცევი სწორად, თბილად, არ გაგაჩნია სიყვარული, არ ფიქრობ მასზე, მხოლოდ ეჩხუბები, სწყევლი, პრეტენზიებს უყენებ. არ გემორჩილება შვილი? – თავადაც არ იყავი მორჩილებაში, შენი შვილი გაიზარდა კერპთმსახურებაში და მან მოგთხოვა მსხვერპლის შეწირვა. აღმოჩნდი საპყრობილეში? – მიხვდი, რომ ეს შენი ცოდვების გამო მოხდა. დასნეულდი? – მიხვდი, რომ ეს შენი არასწორი ცხოვრების დამსახურებაა. მაგრამ, ამ შემთხვევაში ტირილი და გოდება კი არ უნდა დაიწყოთ, არამედ, უნდა დაძაბოთ გონება და სახარებიდან გაიხსენოთ ის პერსონაჟები, რომლებმაც რწმენით, ცხოვრებით, უფლის შემწეობით გადაირჩინეს თავი. მაცხოვარი ეკითხება ყველას: გწამს, რომ მე შენი გადარჩენა, შველა შემიძლია? დიახ, მწამს  – ჰოდა ეს რწმენა არის სწორი ნაყოფი განსჯისა, რაც ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს.

– დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ საკუთარი თავის განსჯა არ შეუძლიათ. ძირითად შემთხვევებში, სხვებს განსჯიან და საკუთარ თავს პატარა რამეშიც არ ადანაშაულებენ.

– ზოგჯერ‚ როდესაც უფალი ადამიანს პატარა განსაცდელს მოუვლენს, ის‚ სამწუხაროდ‚ კარგავს საკუთარი თავის განსჯის უნარს და ცდილობს, თავის მსგავს ადამიანს სთხოვოს დახმარება. ავიწყდება ღმერთის სიტყვები: მე ვარ ნათელი სოფლისა, მე ვარ ძალა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მე ვკლავ, ვწყლავ, მე ვშობ და მოვუვლენ ადამიანს გარდაცვალებას. ეს არის დოგმა: უნდა ვიცოდეთ, რომ უფლის ნებით ვიბადებით და უფლის ნებით გარდავიცვლებით; უფლის ნებით ვსნეულდებით და უფლის ნებით ვიკურნებით. ამიტომ, უნდა დაუფიქრდეთ და გაარკვიოთ, რატომ დაუშვა ღმერთმა თქვენს თავზე ასეთი განსაცდელი. ზოგი იმდენად მძიმე სნეულებაში, განსაცდელშია, ჩვენც გვიჭირს პასუხის გაცემა, მაგრამ, ასეთ ადამიანებს ვეუბნებით: ცოტა კიდევ მოითმინე და ღმერთი დაგანახვებს, რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში. ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაბრკოლდეთ, იმედი დაკარგოთ. ამიტომ‚ სანამ საუბარს დაიწყებთ ან რამის აღსრულებას დააპირებთ, სიკეთეც რომ იყოს, დაფიქრდით, სულიერი განსჯით მოიფიქრეთ, რადგან, შეიძლება‚ ამ სიკეთემ ადამიანი დაღუპოს, იმიტომ რომ, თუ ყველა ქმედებას წინ არ უძღვის სულიერი განსჯა, ეს, შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრდეს. დაუფიქრებელი ქმედება დამღუპველია. აი, რა წერია ძველ აღთქმაში, „იგავთა“ მე-11 თავის მე-14 მუხლში: „რომელთა არა აქუდეს განკარგვა, დაცვივდეს‚ ვითარცა ფურცელი“. ანუ, ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია სულიერი აზროვნება, როგორც ყვავილის ფურცელი‚ ისე დაეცემა, დალპება, გახმება. დაფიქრდით და გაიხსენეთ, რამდენი ქმედება იყო თქვენ მიერ დაუფიქრებლად გაკეთებული, ყოველგვარი განსჯის გარეშე. დიდი რუსთაველი შესანიშნავად ბრძანებს: „თავი კაცსა ვის მოუკლავს, სიკვდილამდე მეცნიერსა. რამე სჭირდეს‚ მაშინ უნდა გონებანი გონიერსა“. როდესაც გაგიჭირდება, მწუხარებაში ჩავარდები, მაშინ შენი გონება უნდა ამუშავდეს. ჩვენი გონება ქრისტეს გონებით უნდა იყოს შევსებული, ქრისტიანული სწავლებით, მაგრამ, როგორც კი გარკვეულ სნეულებაში, მწუხარებაში ვვარდებით, მაშინვე ყველაფერი გვავიწყდება, სასოწარკვეთილება გვეუფლება. ამ დროს კარგია‚ მოძღვართან მიხვიდეთ, სთხოვოთ დახმარება, რჩევა: რა ლოცვები წაიკითხოთ, როგორ მოიქცეთ და თქვენი მოძღვარი მაშინვე დაგეხმარებათ. „ჭკვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების“, – თქვა გურამიშვილმა. ღმერთმა ადამიანს მისცა გონება, ჭკუა, აზროვნება: „გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდია, რა ერთი წავა, ისინიც წავლენ და მისკენ მიდიან“. საკმარისია‚ ადამიანის გონება ჩავარდეს არასწორ აზროვნებაში, გულიც და მისი ცნობიერებაც მისკენ მიდის. თუ ადამიანის გული განიწმიდება, მაშინვე გონებაც და ცნობიერებაც მისი გულისკენ იქნება მიმართული. გული – ეს არის საკურთხეველი უფლისა, ჩვენს გულში ტახტი უნდა დაედგას უფალს. უფალი ბრძანებს: მე ვდგავარ თქვენი გულის კართან, ვაკაკუნებ, ვინც გააღებს, შევალ და ვივახშმებ მასთან. მაგრამ, ჩვენი გული დიდი ხანია‚ უფლისთვის დახურულია, უმსგავსო ვნებები და ცოდვებია დაბუდებული. თუ გინდათ, რომ ჩვენი გონება, სულიერი განსჯა იყოს მართებული, გულისხმავყოთ, ანუ, მოვუსმინოთ, რას გვეუბნება უფალი. მაგრამ, თუ თქვენს გულში არ ცხოვრობს უფალი, ის გული ყოველთვის გეტყვის მაცდურს, საეშმაკოს. ამიტომ‚ კარგად დაუკვირდით‚ რას გეუბნებათ თქვენი გული და მიხვდებით‚ ის რისი საყდარია – უფლის თუ ეშმაკის. 

скачать dle 11.3