კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულები

ხატმა ისურვა, დარჩენილიყო ძველ სამყოფელში

ბევბეის ყურის თვალწარმტაც ნაპირზე, ძველი დასახლების – ელიმნიოს ადგილას, აღმართულია პატარა ქალაქი ლიმნი, რომლის ტაძარში დასვენებულია ლიმნის სასწაულმოქმედი ხატი, ქალაქის მფარველი.

თქმულების თანახმად, 1560 წელს, სულთან სულეიმან შესანიშნავის მმართველობის წლებში, ერთი თურქული ხომალდი, რომელსაც გეზი ჰოლანდიისკენ ეჭირა, კასანდრას წყლებში იმყოფებოდა. გემის მომსახურე პერსონალს შორის იყო ქრისტიანი მეზღვაური – ბოცმანი, სახელად დიმიტრი, ძალზე ღვთისმოსავი ადამიანი.

ქარის მიერ ფართოდ გაშლილი აფრებით გემი უახლოვდებოდა სკიაფოსის კუნძულს. უეცრად ქარი ჩადგა და დიმიტრიმ გასცა ბრძანება, ჩაეშვათ წყალში კანჯოები, რათა ბუქსირზე აეყვანათ გემი. ამ დროს ბოცმანმა დაინახა დიდი ზომის ხატი, რომელიც სწორად იდგა ტალღებზე. ის მაშინვე ჩაეშვა ფელუკაში, ბორტზე გადაასვენა ხატი და თაყვანი სცა მასზე გამოსახულ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. შემდეგ მან გადაასვენა წმინდა ხატი გემბანზე და გადასცა ის გემის მფლობელს, თურქ მუჰამედს. ხატის გემზე ატანისთანავე ამოვარდა ჩრდილოეთის ძლიერი ქარი და აფრები გაბერა. აჭრიალდა ანძები და გემი დიდი სიჩქარით გაქანდა, მძლავრად აპობდა რა აქაფებულ ტალღებს, მან შემოუარა სპორადებს, შევიდა ბევბეის ყურეში და აიღო გეზი ჰალკიდისკენ. მაგრამ, როგორც კი მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც დღეს განლაგებულია დასახლება ლიმნი, ქარი მაშინვე ჩადგა და გემი უძრავად გაჩერდა ერთ ადგილზე. ისევ ჩაუშვეს კანჯოები, რომლებმაც დაიწყეს გემის ბუქსირზე აყვანა.

დიდი გაჭირვებით მიიყვანეს გემი მთა კანდილის ძირამდე, რომ უეცრად ამოვარდა ქარიშხალი. მრისხანე ტალღებმა ისევ წაიღეს გემი იმ ადგილისკენ, სადაც ამჟამად გაშენებულია ქალაქი ლიმნი. მიუახლოვდა თუ არა იმ ადგილს, შტორმი ჩადგა და ზღვა ისევ დაწყნარდა.

მეზღვაურებმა ხელახლა სცადეს წინ წაწევა, მაგრამ, ისევ ამოვარდა ქარიშხალი, კიდევ უფრო მრისხანე და ისევ წაიღო გემი წინანდელი ადგილისკენ.

კაპიტანი და მეზღვაურები სასოწარკვეთილებას მიეცნენ. ვერავინ ხვდებოდა, რომ ყველაფერ ამის მიზეზი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იყო. მაშინ, ღვთისმოსავი ბოცმანი, როგორც იქნა, მიხვდა. ის მივიდა კაპიტანთან და უთხრა:

– ჩვენ ვერასგზით ვერ გავალთ აქედან, თუ არ გადავასვენებთ ნაპირზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს.

კაპიტანი დასთანხმდა და გასცა ბრძანება, ეცნობებინათ ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოფელ კასტრიის მაცხოვრებლებისთვის, მოსულიყვნენ და წაესვენებინათ წმიდა ხატი. მორწმუნეებმა არ დააყოვნეს ლიტანია და ბაირაღებით, ჯვრებითა და კელაპტრებით მივიდა ზღვასთან. აქ ელოდა დიმიტრი, რომელმაც მათ წმიდა ხატი გადასცა.

მაშინ დაჰბერა გრილმა სიომ და გააქანა აფრიანი გემი მეზღვაურებთან ერთად პირდაპირ მათი დანიშნულების ადგილისკენ – ეს იყო უკეთილშობილესი ქალწული მარიამის თავისებური მადლობა მეზღვაურებისადმი.

ამასობაში ზღვიდან სოფლისკენ მიემართებოდა დიდებული მსვლელობა. ხატი დაასვენეს კასტრიაში, წმიდა ანას ტაძარში, რომელიც გარშემორტყმულია ძველი მუხებით, ჭადრებითა და კვიპაროსებით.

მაგრამ, მეორე დღეს ხატი ტაძრიდან გაქრა. მას ყველგან ეძებდნენ და იპოვეს დღევანდელი დასახლება ლიმნის ადგილას. ხატი ისევ გადაასვენეს წმიდა ანას ტაძარში, ის კი ისევ დაბრუნდა წინანდელ ადგილას. ასე განმეორდა რამდენჯერმე, სანამ სოფლის მცხოვრებლები არ მიხვდნენ, რომ ხატს სურდა, სამუდამოდ დარჩენილიყო ლიმნიში. სოფელ ლიმნიში წმიდა ხატისთვის ააგეს პატარა სამლოცველო.

სასწაულმოქმედ ხატს გაჰყვნენ სოფელ კასტრიის მცხოვრებნიც. მათ მიატოვეს თავიანთი სახლები და ლიმნიში გადასახლდნენ. მოგვიანებით, პირველი ეკლესიის ადგილას ააგეს შესანიშნავი ტაძარი, რომელიც აკურთხეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის პატივსაცემად. ყოველ წელიწადს, 8 სექტემბერს აქ იმართება ზეიმი ლიმნის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად.

თავისთავად ხატი არ არის დიდი – ზომით 95-65 სანტიმეტრია. მასზე გამოსახულია გულმოწყალე ღვთისმშობელი. ის დაწერილია მძიმე, მყარ ხეზე და ვერცხლითაა მოჭედილი.

скачать dle 11.3