კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გადააწყვეტინა ლუბა ელიაშვილის შვილს 4 წლის ასაკში ხორცის ჭამისთვის თავის დანებება, ვინ შეუქმნა საფრთხე მის ოჯახს და როგორ გადაურჩა ის ნეკნების დამტვრევას

ახალი წლის წინა დღეებში „მე-9 არხის“ გენერალურ დირექტორად დანიშნული ლუბა ელიაშვილი სასწაულის ძალით გადაურჩა ნეკნების დამტვრევას. სადღესასწაულოდ ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების თვალიერებით გართულმა, ღრმული ვერ შენიშნა, კიბეზე ჩავარდა და მაღაზიის სარდაფში ამოყო თავი. გვარიანად დაიბეჟა და ახალ წელს გვერდებდალურჯებული შეხვდა. მიუხედავად ამისა, ჩვეულ რეჟიმში მუშაობა არ შეუწყვეტია. „თბილისელებს“ „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი, ლუბა ელიაშვილი ესაუბრა.

 

– შეძელით ტელეკომპანიაში შექმნილ სიტუაციაში ბოლომდე გარკვევა და ყველა პრობლემასთან გამკლავება?

– თანდათან ყველაფერი ლაგდება. ვფიქრობ, ძალიან ცოტა დარჩა იმისთვის, რომ ეს „მატარებელი“ ბორბლებზე გაგორდეს. ჩემი მიზანია, ეთერი მთლიანად ორიგინალური გადაცემებით გაივსოს და გამეორებები ძალიან ცოტა იყოს – მხოლოდ მაშინ, თუ რომელიმე კონკრეტული გადაცემა მაყურებლის განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს. სხვა შემთხვევაში, გამეორება არ უნდა იყოს. 

– ნებისმიერი ტელეკომპანიის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის ძალიან დიდი შრომაა საჭირო, რასაც უამრავი დრო მიაქვს. ოჯახში ამას როგორ შეხვდნენ?

– პარლამენტის ქუთაისში გადატანის შესახებ სააკაშვილის გადაწყვეტილებამ ოჯახი კინაღამ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დამიყენა (იცინის). ისეთი ინტენსივობით ურთიერთობას ვეღარ ვახერხებთ, როგორც ჩვენ გვინდა.  გარდა ამისა, პარლამენტის ქუთაისში გადატანამ პრობლემა შემიქმნა როგორც ტელევიზიის დირექტორს. მოგეხსენებათ: ტელევიზიისთვის ყველაზე კარგი და სწორი ისაა, როცა რესპონდენტებს პირდაპირ ეთერში, სტუდიაში იწვევ. არადა, ამას, ფაქტობრივად, ვეღარ ვახერხებთ და რესპონდენტებთან, ძირითადად, ჩართვებით ვურთიერთობთ. ეს ძალიან ცუდია.  ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ქცევის შესახებ პრეზიდენტის იდეამ ოჯახშიც შემიქმნა პრობლემა: როცა სასესიო კვირაა, შალვა მუდმივად ქუთაისშია; არასასესიო კვირას კი, იმიტომ უწევს დარჩენა, რომ აპარატთან ურთიერთობაა საჭირო... მოკლედ, ოჯახის წევრები, ფაქტობრივად, ერთმანეთს ვერ ვხედავთ. ცხადია, ეს პრობლემაა.

– შვილები თუ ახერხებენ მშობლების ნახვას? აქამდე მხოლოდ მამას ვერ ხედავდნენ, თქვენი ახალი თანამდებობის გამო კი, ალბათ, ვეღარც თქვენ გნახულობენ?

– ბიჭი 25 წლისაა, დიდია და მისთვის ეს ნაკლებად პრობლემურია – ურჩევნია, დამოუკიდებელი იყოს. თუმცა, როცა საშუალება აქვს, შემოგვირბენს ხოლმე სანახავად. აი, გოგონა კი 12 წლისაა და სულ წუწუნებს. არჩევნებამდე როცა წუწუნებდა, იმით ვამშვიდებდი, რომ არჩევნები ჩაივლიდა და ამდენი საქმე აღარ იქნებოდა – უფრო ხშირად ვნახავდით ერთმანეთს. არჩევნებმა ჩაიარა, სიმართლემ გაიმარჯვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დრო ისევ არ მაქვს... 

– მეუღლე რას ამბობს ოჯახში შექმნილი ურთიერთობების დეფიციტის შესახებ?

– რასაკვირველია, ამის გამო თვითონაც წუხს. თან, ამას ისიც ემატება, რომ ბოლო დროს შფოთიანი გავხდი.  ეტყობა, ასაკის ბრალია – უფრო სერიოზულად ვიაზრებ ყველაფერს. ასაკთან ერთად უკეთ გავაცნობიერე, რომ ადამიანი ერთი წუთია... წამი და... ყველა შენი გეგმა, იმედი, ყველაფერი შეიძლება, დასრულდეს. ამიტომაც გავხდი შფოთიანი. დღეს ბევრად უფრო ვაფასებ ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობის თითოეულ წუთს.  თუმცა, მეორე მხრივ, შემიძლია, ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან ამ ტელევიზიაში მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობის დალაგება შევძელი – მათთანაც კი, ვისაც ჩემ შესახებ, გარკვეული კუთხით, სრულიად არასწორი წარმოდგენა ჰქონდა შექმნილი.

– ისე გეტყობათ კიდეც, რომ სამსახური სიამოვნებას განიჭებთ...

– ჰო, შეიძლება, ეს განწყობა მართლაც მეტყობა გარეგნულად. ჩინელებს აქვთ ნათქვამი, რომ ისინი მუშაობენ კარგად, რადგან, სამსახური მათთვის მხოლოდ დასაქმება არ არის – ისინი ამით სიამოვნებას იღებენ. ყოველთვის, როცა საქმეს ვაკეთებ, ამით სიამოვნებას ვიღებ. ასე იყო ყველგან, სადაც მიმუშავია. როცა სამსახური მოსაწყენი ხდება, იქიდან მივდივარ. 

– თქვენი მეუღლის, როგორც პოლიტიკოსის და ადვოკატის ტელეგამოსვლებისას ჩანს, რომ საქმეში ის ყოველთვის მობილიზებული და პრინციპულია... თუმცა, იმავდროულად, ჩვეულებრივ, ადამიანურ ურთიერთობებში ბატონი შალვა ძალიან მორიდებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ მგონია, რომ სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა. ასეა?

– მართლაც, ძალიან დიდი დრო დასჭირდა. პოლიტიკოსისგან უცნაურია, მაგრამ შალვას ძალიან არ უყვარს ტელეგამოსვლები. ჩემი კოლეგები რომ იწვევენ მას ამა თუ იმ ეთერში, ხშირად უარს ამბობს და ისე ხშირადაც, რომ ხანდახან ვბრაზდები. ტელეეთერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუ ძალიან კარგად იცის თემა და განსახილველ საკითხში თავს კომპეტენტურად გრძნობს. მხოლოდ იმიტომ, რომ ფიარის გამო პოლიტიკოსისთვის ეთერში ხშირად გამოჩენა აუცილებელია, ტელეგამოსვლაზე არ დასთანხმდება. საოცარია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამომრჩეველს ეს მოსწონს – ამომრჩეველთა ხმების იმ რაოდენობას ვგულისხმობ, რომელიც მან ვაკეში მიიღო.

– რაც შეეხება თქვენი ურთიერთობების დასაწყისს...

– საკმაოდ მალე დავმეგობრდით და ერთმანეთის მეგობრები, ანუ შეყვარებულები გავხდით. ცოლად მოყვანაზე კი, სწორად მიხვდით, მართლა დიდხანს ფიქრობდა. საბოლოოდ, დაოჯახების გადაწყვეტილება ომმა მიაღებინა. აფხაზეთის ომში იყო და იქ უცებ მიხვდა, რომ ხელი უნდა მოგვეწერა. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს შალვამ მითხრა, მოდი, ხელი მოვაწეროთო. ახლობელი მუშაობდა საბურთალოს რაიონის მმაჩის ბიუროში და მისი დახმარებით ლოდინი არ მოგვიწია – მაშინ ხელის მოწერას ორი თვე უნდა დალოდებოდი, მაგრამ ჩვენ უცებ მოგვაწერინეს. შალვამ რომ მითხრა, დავურეკე ჩემს ბავშვობის მეგობარს – ია შენგელიას და მეჯვარეობა ვთხოვე. მოკლედ, გამოვიდა, რომ დაოჯახებამდე მეგობრობიდან მივედით. ამიტომაც იყო, რომ კარგა ხნის განმავლობაში, როცა ჩემს ვაჟს ეკითხებოდნენ: შენი დედა და მამა ვინ არიანო, ერთმანეთის მეგობრებიო, – პასუხობდა.

– ისე, მიიჩნევა, რომ მეგობრობა ძალიან კარგი საფუძველია ცოლქმრობისთვის...

– კი, ჩვენს შემთხვევაში ასე აღმოჩნდა. ბევრ რამეში სხვადასხვანაირები ვართ, მაგრამ ღირებულებებით ერთმანეთს ვგავართ. მე და შალვა ადამიანებში ერთი და იმავე თვისებებს ვაფასებთ და ერთი და იგივე მოგვწონს.

– თქვენი ურთიერთობა ისეთ პერიოდში დაწყებულა, რომ კლასიკური „ლავ სთორი“ თავისი პაემნებით, სეირნობით, ყვავილებითა და მთვარით, ალბათ, ვერ გექნებოდათ?

– როგორ არა, როგორ არა! ყვავილებიც იყო, პაემნებიც და ვარდებიც. მე და შალვა ერთად ვმუშაობდით. ერთმანეთი ჯერ კიდევ 1984 წელს გავიცანით. მოსკოვშიც ერთად ვიყავით ასპირანტურაში... ორივე დიდი ხნის განმავლობაში ვიღებდით ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, შალვა როგორც კი გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ სიამოვნებით ვიქნებოდი მის გვერდით ცხოვრების ბოლომდე. მთლად პირველივე შეხვედრისას არა, მაგრამ სადღაც თვე – თვე-ნახევარში, ეს უკვე ვიცოდი. ლაღი იყო, თან ვაჟკაცური. იუმორის გრძნობაც აქვს; პოეზიას, ლიტერატურას იცნობს და აფასებს. თან, ისეთი ქცევებიც ჰქონდა, როგორიც, ჩემი აზრით, მამაკაცს უნდა ჰქონდეს. ასე რომ... კი, მე მართლა მალე მივხვდი, რომ შალვა ის ადამიანი იყო, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა.

– ბავშვების ცხოვრებაში ერევით?

– ძალიან ნაკლებად. თითქმის არაფერს ვუკრძალავ, თუმცა, რჩევებს კი ვაძლევ ხოლმე. მაგალითად, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, გიორგის ტატუს გაკეთების იდეა გაუჩნდა. პასუხად, უზარმაზარი იგავი მოვუყევი. კასტანედა მოვიშველიე... „მეომრის გზა“ და ასე შემდეგ. შედეგად, ტატუ თვითონვე აღარ მოუნდა. არ ამიკრძალავს, თვითონვე გადაიფიქრა და ამით დღეს ძალიან ბედნიერია. როგორც თვითონ ამბობს, არც ტატუ აქვს და არც „იგუგლება“. ეს ძალიან მოსწონს. ქალიშვილთან ვმეგობრობ – ანგარიშს ვუწევ მის დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ. მაგალითად, 4 წლის იყო, როცა უარი თქვა ხორცის ჭამაზე. არადა, ჩვენ ვჭამთ ხორცს. 4 წლის ბავშვმა გამოგვიცხადა, რომ არ შეუძლია ჭამოს ის, რაც ცოცხალი იყო. 7 წლამდე ვებრძოლე მის ამ განწყობას, ვცდილობდი, ხორცი მეჭმია. ბოლოს, 7 წლისამ მკითხა: შენ ჩემი ხათრით ადამიანის ხორცს შეჭამო? ამის შემდეგ თავი დავანებე და ხორცი აღარ დამიძალებია.

 

скачать dle 11.3