კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სთხოვა ნიუ-იორკში ხელი გიორგი ნაზღაიძემ მარიამ ქინქლაძეს ზღაპრის წიგნის დახმარებით და ვის აჩვენებდა ის დუბაიში ბეჭდიან ხელს

გიორგი ნაზღაიძისა და მისი მშვენიერი საცოლის – მარიამ ქინქლაძის (რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს), საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. რადგან მარი ამერიკაში ცხოვრობს, გიორგი კი – თბილისში, ჯერჯერობით ხშირად ვერ ახერხებენ ერთმანეთის ნახვას, მაგრამ, უკვე გადაწყვეტილი აქვთ‚ როგორ იცხოვრებენ მომავალში. ქორწილს ნიუ-იორკშიც გადაიხდიან და თბილისშიც, თუმცა, როდის – ეს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი.

 

გიორგი: როგორც იცით, მარიამი არის საქველმოქმედო ორგანიზაციის Honor Vitae-ს დამფუძნებელი. მათ რაღაც ღონისძიების გაკეთება უნდოდათ და ვიღაცამ ჩემი თავი ურჩია. შევხვდით ერთმანეთს, შემომთავაზეს თავისი იდეა, მაგრამ, მე შევთავაზე‚ გაგვეერთიანებინა მოდა და ქველმოქმედება. სულ ვცდილობდი‚ საქმეები „გამეხალტურებინა“ და ვურეკავდი, ვითომ საქმე მქონდა. „მერიოტში“ ვხვდებოდით, ვითომ საქმეზე ვსაუბრობდით, იქ კი ყავას ვსვამდით და ვცდილობდით‚ ერთმანეთი კარგად გაგვეცნო.

მარიამი: თბილისში ჩემი ერთ-ერთი ვიზიტის პერიოდში‚ გიორგიმ რესტორანში დამპატიჟა. სადილის დროს ერთმანეთს ჩვენი ცხოვრების შესახებ ვუყვებოდით. დავაფიქსირე, რომ გიორგის ლაპარაკი კი მესმოდა, მაგრამ, სიტყვებს ვეღარ ვიჭერდი. საკუთარ თავზე გამეცინა: სმენა და მხედველობადაკარგული ბედნიერად შევციცინებდი თვალებში. 

გიორგი: იმ დღეს ფრანგულ რესტორანში გამოპრანჭული მივედი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მის მიმართ უკვე მქონდა გრძნობები. სხვა შემთხვევაში, მივიდოდი ჯინსებით და არა პიჯაკსა და პერანგში გამოწყობილი. თავს ვაწონებდი. 

– ამისთანა რა მოუყევი, რომ დამუნჯდა და ხმა ვერ ამოიღო?

– გავიხსენეთ ჩვენი ცხოვრების ის რთული წლები, რომლებიც მან დაძლია და ფეხზე დადგა; ასევე, მეც როგორ დავძლიე, როგორ ვშრომობთ ორივე. აი, ამაში ვგავართ ერთმანეთს – ყველაფერს შრომით, წვალებით მივაღწიეთ და ამიტომაც მიხარია, რომ მარი ჩემ გვერდითაა. ერთი პლუსი‚ რის გამოც ეს ადამიანი შემიყვარდა, ის არის, რომ მარიმ ყველაფერი თავისით გააკეთა, იწვალა, ფეხზე დადგა, ძლიერი ადამიანია. ლამაზი რომ არის, ჭკვიანი და უნაკლო‚ ამაზე აღარაფერს ვამბობ. 

მარიამი: გიორგი სიმართლის მოყვარული ადამიანია, მასთან ყველაფერზე შემიძლია საუბარი. სულიერად ძლიერი პიროვნებაა და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს. გიორგი ცხოვრებას არ უყურებს მოსაწყენ ფერებში და ეს განსაკუთრებულად მომეწონა, რადგან, არც მე ვუყურებ ცხოვრებას ასეთ ფერებში.

გიორგი: რომ ვსაუბრობდით, მარი‚ თავის მხრივ‚ არკვევდა: მყავდა თუ არა მეორე ნახევარი, მე კი ჩემი მხრივ‚ ვარკვევდი, მას ჰყავდა თუ არა ვინმე – ერთმანეთს ჩავეძიეთ. ბოლოს‚ „შემოვლითი გზებით“‚ ყველაფერი გავარკვიეთ და ბედნიერები ვიყავით. 

– თუმცა‚ გარკვეული პერიოდი სულ მარტო გიწევთ ყოფნა, რაც‚ ალბათ‚ იწვევს ურთიერთობაში გარკვეულ სირთულეებს... 

– რთულია, მაგრამ, ორი ადამიანი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ‚ დღეს თუ არა, ხვალ‚ ერთად იქნებიან, უნდა შეეცადონ სირთულეებს მსუბუქად შეხედონ. თან, ახლა ურთიერთობის ბევრი საშუალებაა: ინტერნეტი, ტელეფონი... ჯობია‚ ცოტა ხანი გაიჭირვოთ, მოითმინოთ და მერე იყოთ ბედნიერები. ჩვენ ეს შევძელით. ვლაპარაკობთ, ფოტოებს ვუგზავნით ერთმანეთს, უფრო სწორად‚ მე ვუგზავნი ჩემს ფოტოებს – ახლა როგორ გამოვიყურები. თვითონ მალავს‚ სად არის – მაეჭვიანებს.

მარიამი: არ მიყვარს ბევრი ფოტოს გადაღება.

გიორგი: ფოტოს გადაღებაში არ არის საქმე, მე სადაც ვზივარ, ყველგან ვაკეთებ „ჩექინს“. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ „ვმარიაჟობ“, არადა‚ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მარიმ იცოდეს‚ იმ მომენტში სად ვარ, ვისთან ერთად, საეჭვიანო რომ არ ჰქონდეს. 

მარიამი: ახლა პირველად გავიგე, რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს. რაც შეეხება ეჭვიანობას, არ ვარ ეჭვიანი. ვფიქრობ, როცა ადამიანი გიყვარს‚ დისტანცია არ თამაშობს დიდ როლს ცხოვრებაში. მოვლენებს წინ არ ვუსწრებ, მაგრამ, შიში ნაკლებად მაქვს.

– ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში თქვენი საქმიანი ურთიერთობაც შედგა: ივენთზე, რომელსაც მარი უკეთებდა ორგანიზებას, გიორგიმ საკუთარი კოლექციის ჩვენება მოაწყო. სიყვარული საქმიან ურთიერთობაში ხომ არ გიშლიდათ ხელს? 

გიორგი: ძალიან რთულია‚ როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და ერთ საქმეს აკეთებენ. მარიამის საქველმოქმედო ორგანიზაციამ – Honor Vitae-მ დააფინანსა ჩემი ჩვენება. ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ – ნაძალადევის ბავშვთა სახლს დავეხმარეთ. მაგრამ, მარიმ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ შეყვარებულები ერთ საქმეში არ უნდა იყვნენ.

მარიამი: ივენთის, ბიზნესის დროს იმდენი დეტალია გასარკვევი, რომ ძნელია‚ ორივე მხარე ეთანხმებოდეს ერთმანეთს. 

გიორგი: ნიუ-იორკში რომ ჩავედი‚ მარის  5 დღის განმავლობაში არხეინად ვეუბნებოდი: ვერაფერი ჩამოგიტანე-მეთქი. ერთ საღამოს ფრანგულ რესტორანში დავპატიჟე და ბეჭედი ზღაპრის წიგნში ჩავდე. წიგნს რომ შლიდა, ფიქრობდა: ეს ბიჭი ბოლო დონის დებილია, ახლა უკან‚ თბილისში გავაგდებო. ზღაპრის წიგნს რომ შლი‚ ბოლოში ულამაზესი სასახლე იშლება თავისი საძინებლებით, ბავშვებით და იმაში იყო ბეჭედი დამალული. 

მარიამი: თავიდან ცოტა შემრცხვა, დავიბენი. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ცოტათი მოულოდნელი იყო. მაგრამ‚ რომ დავფიქრდი‚ მერე მივხვდი, რაც მოხდა. პასუხსაც ემოციების გარეშე ვეუბნებოდი და მხოლოდ სამი დღის მერე გამოვხატე ჩემი გრძნობები. 

გიორგი: იმდენად დაიბნა, მეც სამი დღის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან ბედნიერი იყო და ძალიან გამახარა, თორემ, უკან წამოვათრევდი ბეჭედს. 

– ახლახან მალდივებზე იყავით ერთად...

– მალდივებზე ყოფნა ჩვენთვის‚ ორი ადამიანისთვის‚ ძალიან კარგი რამ იყო, რადგან, პირველად მოვახერხეთ მარტო წასვლა. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი და, მივხვდით, რომ არც საჩხუბარი გვაქვს და არც საკამათო. ძალიან ბედნიერი იყო ჩვენთვის ყველა დღე და ყველა წუთი. 

მარიამი: გიორგი ათი საათით ადრე ჩავიდა, მე გვიან ჩავედი და მეძებდა. სამაგიეროდ‚ დიდი სიყვარულითა და რომანტიკული მუსიკით დამხვდა. 

გიორგი: ყველაზე მაგარი ის იყო, რომ მანიაკი გვივარდებოდა სახლში – რაღაცას ვაკეთებდით და ფანჯრიდან ვიღაც გვიყურებდა. მთელი ღამე გავათენეთ.

მარიამი: დაცვას დავუძახეთ და გაირკვა, რომ ამ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, შესანიშნავ კუნძულზე, კამერებიც კი არ იყო.

გიორგი: პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მეუღლესავით გავატარეთ მთელი ღამე – 5 დაცვა იდგა გარეთ. 

– გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენს ურთიერთობას არ ხდიდით საჯაროს.

– სანამ  მარი ოფიციალურად არ იტყოდა, რომ ვუყვარვარ, ჩემთან ერთად არის, არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობის გასაჯაროება. 

მარიამი: სულ ვეუბნებოდი: მოვიცადოთ, მოვიცადოთ-მეთქი.

გიორგი: ახლა უკვე დამალვას აზრი აღარ ჰქონდა – მეგობრები არ დადიან ერთად მალდივებზე. მალდივებიდან დუბაიში გადავფრინდით, მარი ამერიკაში გაფრინდა, მე კი დავრჩი. მიხარია, რომ მან ჩემ მიმართ დიდი ნდობა გამოიჩინა‚ მიუხედავად იმისა, რომ იქ ღალატის ბევრი საშუალება იყო და ამით კიდევ უფრო შემიყვარდა. ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ კლუბში გოგონები გამომელაპარაკნენ, მაგრამ, მე თამამად და ამაყად ავწიე თითი და დავანახვე, რომ ბეჭედი მეკეთა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც ჩემი საცოლეა, მალე მეუღლე და ჩემი შვილების დედა გახდება. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. 

 

скачать dle 11.3