კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყვნენ ზაზა და მაია მიმინოშვილები კატა და ძაღლივით და რა კომპოზიცია მიუძღვნა დას ზაზა მიმინოშვილმა

ყველასთვის საყვარელ მუსიკოსს, ჯგუფ „შინის“ წევრს, გიტარისტ ზაზა მიმინოშვილს გერმანიაში, შტუტგარტში დავუკავშირდით. 20 წელია, გერმანიაში ვცხოვრობ და აქაურ კლიმატს მაინც ვერ შევეგუე, კიდევ კარგი, ეს ქალაქი რაღაცით თბილისს ჰგავსო, – ხუმრობით დაიჩივლა ჩვენთან საუბარში მუსიკოსმა. როგორც გავარკვიეთ, ჯგუფი „შინი“ შინ დაბრუნებას გეგმავს. ბატონმა ზაზამ ისიც დასძინა, თავი ემიგრანტებად არასოდეს ჩაგვითვლიაო.

 

– ბატონო ზაზა, უპირველესად, „შინის“ უახლოეს გეგმებზე ვისაუბროთ, თუ შეიძლება...

– უახლოესი გეგმები, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, საქართველოს უკავშირდება. ამას წინათ, პრემიერა გვქონდა ლატვიაში, რიგაში. ამ ქალაქთან ძალიან ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს, – ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მისამართია, ასე ვთქვათ (იცინის). 1 დეკემბერს გვქონდა პროექტ „არაჩვეულებრივი გამოფენის“ უდიდესი პრემიერა. ეს გახლავთ „შინისეული“ გია ყანჩელი. ლატვიაში ძალიან ბევრი პროექტი და პრემიერა გვქონდა, ვგეგმავთ თბილისშიც. 

– რატომ „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ბატონო ზაზა?

– (იცინის) ჯერ ერთი, ეს არის უნიკალური ფილმი და საოცარი მუსიკა, ამიტომაც ავარჩიეთ გია ყანჩელი – ეს იქნება სერია, სადაც წარმოდგენილი იქნება სრულიად მოულოდნელი პორტრეტები. ბედნიერები ვართ, რომ აწმყოში ასეთი დიდოსტატი გვყავს.  მე მგონი, ეს იქნება აღმოჩენა ქართველი მსმენელისთვის – ქართველი მსმენელი ხომ ძალიან კრიტიკულია თავისიანების მიმართ, რომლებიც ხანგრძლივ „ოდისეაში“ გაუშვა. ქართველებს საკუთარი ტომის განსაკუთრებული, გამძაფრებული შეგრძნება გვაქვს – ჩვენი დაბრუნება „ძე შეცდომილის“ დაბრუნებას ჰგავს.

– ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, როცა საქართველოში არ ყოფილხართ...

– 1993-ში. იმ შავბნელ მეოცე საუკუნეში. აქედან რომ წავედით, კარგა ხანს აღარ ჩამოვსულვართ. ჩვენც სხვებივით გავქრით აქედან. ბოლო რეპეტიციას დავესწარით რუსთაველის თეატრში, მაესტრო რობერტ სტურუა ახალ სპექტაკლს დგამდა: იცით, ალბათ, ჩვენ მანამდე რუსთაველის თეატრში ვმუშაობდით რობერტ სტურუასა და გია ყანჩელთან. მახსოვს, ასეთი სცენა იყო სპექტაკლში, მავთულზე ჩიტები ისხდნენ და თბილ ქვეყნებში გასაფრენად ემზადებოდნენ. სტურუამ გვითხრა: ამ ეპიზოდს აუცილებლად ჩავივლით და მერე გაგაცილებთო. ბავშვი ეკითხება მერცხლებს, სად მიფრინავთო? თბილ ქვეყნებშიო, – პასუხობენ. დაბრუნდებითო? – ეკითხება. დავბრუნდებითო, – პასუხობენ. ბავშვი ამოიოხრებს და ეუბნება: ეჰ, მე მგონი, თქვენ აღარ დაბრუნდებითო... (იცინის) მოკლედ, იწინასწარმეტყველა. მაგრამ, ჩვენი თავი ემიგრანტებად არასდროს ჩაგვითვლია, „ოდისეაში“ ვიყავით, უბრალოდ – ბევრ ციკლოპს და ურჩხულს შევებრძოლეთ (იცინის). „შინი“ აუცილებლად დაბრუნდება შინ, თან მალე.

– თქვენი პენელოპეები გელოდებოდნენ აქ. ესე იგი, საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებას აპირებთ?

– რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი საქართველოში იყო დიდხანს. მეუღლე სულ სამიოდე წელია, რაც აქ ჩამოვიდა. ჩემი შვილები, დედა, მამის საფლავი... ყველა საქართველოში მყავდა და თითქმის სულ მანდ ვიყავი. 

– ხანგრძლივი განშორება გქონიათ მეუღლესთან, როგორ გაძელით ამდენ ხანს უერთმანეთოდ?

– იცით, რა, დარჩენას არ ვაპირებდი. პირველი წელიწად-ნახევარი აზრზე მოსვლას მოვანდომეთ, სანამ გავერკვიეთ, სად ვიყავით. გვქონდა ჯგუფი „ადილა“ და წავედით დასავლეთის დასაპყრობად, თან სწრაფად დასაპყრობად. ძალიან მძიმედ მახსენდება ის წლები, მეგონა, ოჯახს საერთოდ დავკარგავდი... მაგრამ, მეუღლე გაგებით მოეკიდა ამ ამბავს და ერთმანეთი შევინარჩუნეთ. 

– ვერ შევეგუე გერმანიასო, ამბობთ...

– ეს არ არის ის გერმანია, რომელსაც მე სულ ვეძებდი. ნუ მიწყენენ გერმანელები. ბავშვობიდან ვიზრდებოდი გერმანულ გარემოცვაში – დავდიოდი გერმანულ საბავშვო ბაღში, შემდეგ გერმანულ ოჯახში... ჩემს ბავშვობაში უფრო გერმანული იყო, ვიდრე ინგლისური: თანთე ლილისთან, თანთე გერტრუდასთან იყო ყველაზე საოცარი – ქართული, თბილისური გერმანია (იცინის). გამანქანებულები არიან ადამიანები – საქართველოში რომ დავბრუნდები, ძალიან მომენატრება აქაურობა. ჩვენს კონცერტებზე სულ გადაჭედილი იყო დარბაზები და გული რაზე მწყდება, იცით? – ქართველები, რატომღაც, უცხოეთში ერთმანეთთან კონტაქტს ვერიდებით, არც ერთი ქართველი თითქმის არ დადიოდა ჩვენს კონცერტებზე. სამაგიეროდ, გერმანელებმა ძალიან თბილად მიიღეს ჩვენი მუსიკა. ცხოვრებაში ერთადერთხელ მივიღეთ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა და 600 მუსიკალურ კოლექტივს შორის პირველი პრიზი ავიღეთ – 2009 წელს „ვორლდ მიუზიქ“ ფესტივალი ჩატარდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესპანეთში გამოვდიოდით უზარმაზარ სტადიონზე, დიდი მონიტორები იყო დამონტაჟებული და 40 000 მაყურებელი მოვიდა... წარმოიდგინე, არც ერთი აზრზე რომ არ არის, სად არის საქართველო – ძალიან ვნერვიულობდი, თან ჩვენ წინ ფლამენკოს უმაგრესი შემსრულებლები გამოდიოდნენ. მე მიმყავდა იმ დღეს კონცერტი და ასე მივმართე აუდიტორიას: ხალხნო, აბა, ზევით აიხედეთ, სამ ვარსკვლავს ხედავთ? იმის იქით არის 47-ე გალაქტიკა, რომელშიც არის ულამაზესი პლანეტა საქართველო და იქიდან ვართ-მეთქი, – ატყდა სიცილი და ერთი ამბავი (იცინის). მერე, ესპანელებს ტაშის დაკვრის განსაკუთრებული ხელოვნება აქვთ, თავისი ტაქტი – „პალმასი“ ჰქვია. ისეთი რიტმი წამოვიდა იქიდან, კინაღამ ჩაგვეშალა კონცერტი (იცინის).

– არ მინდა, ამ საკითხს შევეხო, მაგრამ მაინც მოგვიწევს ამაზე საუბარი. პოლიტიკურ სიმპათიებს ბოლო დროს ხშირად ღიად აფიქსირებდით. ამას თქვენი  ბენდისთვის თუ შეუშლია ხელი?

– იყო რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები. ამაზე ახლა ლაპარაკი აღარ მინდა. გერმანიაში საზოგადოება 1 700-ჯერ ნაკლებადაა პოლიტიზებული, ვიდრე საქართველოში. ხალხის უმრავლესობამ ისიც არ იცის, ბუნდესპრეზიდენტი (ფედერალური პრეზიდენტი) ვინ არის. ერთადერთ წესიერ პოლიტიკოსად მაჰათმა განდი მიმაჩნია, დანარჩენი ყველა ყალბად, მსახიობად მეჩვენება – ამ სიტყვის ცუდი გაგებით, რომელიც ოჯახშიც კი თამაშობს – ახლა აზრი შემეცვალა, თუმცა, არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ ახალ მთავრობას ოდას და დითირამბებს ვუმღერი. უბრალოდ, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ გადაწყვეტილების მიღება და აქტიურად ჩართვა იყო საჭირო. რატომღაც, ჩემს აქტიურ პოზიციას მიეწერა ჩემი დის პრობლემები, მაგრამ მაიას იმ პოლიტიკურ გუნდთან დიდი ხანია, პრობლემები ჰქონდა, ნელ-ნელა უგროვდებოდა. როგორც კი პროტესტი ხმამაღლა გამოვთქვი, მაშინვე მაიას მიადგნენ. ვხუმრობდით, არც ვიცი, ვინ დაღუპა მაია, მე თუ ჩემმა დისშვილმა-მეთქი (იცინის). 

– თქვენ არასოდეს წახვალთ პოლიტიკაში?

– არა, რას ამბობთ (იცინის). ღმერთმა დამიფაროს.

– სამთავრობო კონცერტებზე გეძახდნენ ხოლმე?

– არა. თუ ბათუმში გამართულ საახალწლო კონცერტს დავარქმევთ სამთავრობოს, მაშინ გამოდის, რომ კი (იცინის). სცენიდან მაისურების დარიგებით არ ვყოფილვართ დაკავებული. ჩვენი „ერთი ხმით“ – მაშინდელ ხელისუფლებას ასეთი მესიჯი გავუგზავნე: გაიგეთ, რომ თქვენი მტერი არ ვარ, მაგრამ პირადად ჩემს ხმას თქვენ არ გაძლევთ-მეთქი. იქიდან ნული ყურადღება და ხელის შეშლის მცდელობა! იმისთვისაც მადლობელი ვარ, რომ არ გვცემეს. რომ ჩამოვედით, საბაჟოზე ვიდექით. არ მავიწყდება მებაჟის სახე, როგორ გაუხარდა ჩვენი დანახვა და მერე სახე ისე მომენტალურად შეეცვალა. არ იცით – პასპორტის კონტროლი რომ გავიარე. ეტყობა, ინფორმაცია ისეთი იყო ჩემზე, რომ არასასურველი და მიუღებელი ადამიანი ვარ! საშინელი მომენტი იყო.

– დაზე რომ არ გკითხოთ, არაფრით შემიძლია. იუმორით სავსე უფროსი ძმა ხართ, როგორი ურთიერთობა გქონდათ, როგორი იყო ბავშვობაში მაია მიმინოშვილი?

– (იცინის) ძალიან არამარტივი და არაორდინარული ადამიანი იყო – ჩემზე კარგადაც სწავლობდა, ჩემზე ეშმაკი და ჭკვიანიც იყო. ჩემს დას კარგი მუსიკალური კომპოზიცია მივუძღვენი – „მაია ფანკი“. ისეთ რამეებს იგონებდა, სისხლს მიშრობდა. თან, სულ თვითონ გამოდიოდა მართალი, ოჯახის წევრები ყოველთვის მის მხარეზე იყვნენ ხოლმე. ახლა ნუ მომთხოვთ იმ ხრიკების გახსენებას (იცინის). ის კომპოზიცია რომ მოისმინა, მოკვდა სიცილით. მაია ჩემი უახლოესი მეგობარია. ეს ბავშვობაში ვიყავით კატა და ძაღლივით.

– დის გათხოვებას როგორ შეხვდით?

– ძალიან კარგად. თავიდან კი მკაცრი, თბილისელი ძმა ვიყავი – ვინ არის, რა არის, როგორ ბედავს-მეთქი, – ვბობოქრობდი. მაგრამ, სიძე არ მიცემია (იცინის), მუშტებზე მაინცდამაინც არ ვიყურებოდი. სხვათა შორის, ძალიან ვნანობ, რომ ქუჩის გამოცდილება დამაკლდა. მაშინ, როცა ჩემი მეგობრები გარეთ საგმირო საქმეებს ატრიალებდნენ, მე სახლში ვიჯექი და ვხატავდი. იმ დროს მუსიკა არ იყო იდეაში, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა. ახლა, როცა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მჭირდება, ძალიან მიჭირს, ქუჩის სკოლა რომ არ გამივლია (იცინის).

– ევროპა გასაგებია... სხვა კონტინენტებზე თუ გქონიათ კონცერტები?

– რა თქმა უნდა. შტატებში, მექსიკაში გვქონდა საოცარი მოგზაურობა. ასევე, შანხაიში, მალაიზიაში... ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა. მალაიზიაში ისეთი საშინელი ნესტი იყო, გიტარა დამისველდა და ვერ დავუკარით. შეიძლება, უცებ მაიმუნი მოგხტომოდა და ხელჩანთა წაერთმია. ჩვენი პროდიუსერი გულგახეთქილი დაბრუნდა ზღვიდან – აღმოჩნდა, რომ ნიანგებს გადაურჩა. მალაიზიაში ჩვენთან მოვიდა აზიური გარეგნობის ულამაზესი ქალბატონი, სუფთა ქართულით გამოგველაპარაკა. გავგიჟდი. მეგონა, ორი ფრაზა დაიზეპირა, რომ ჩვენთვის ეამებინა-მეთქი. მაგრამ, მერე აღმოჩნდა, რომ კორეელი ქალბატონი იყო, 5 წელი მუშაობდა ფოთში და გადასარევად იცოდა მეგრულიც (იცინის). მაროკოს ოაზისში გვქონდა კიდევ კონცერტი – გავაკეთეთ „მაგრების“, ანუ მაღრიბის პროექტი. გერმანულად მაგრები „მაღრიბს“ ნიშნავს – „შინი“ რის შინია, ეს არ გამოეყენებინა. გავაკეთეთ პროექტი ალჟირის ყველაზე მაგარ მომღერალთან ერთად.

 

скачать dle 11.3