კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სძულს აზია არჯენტოს მონიკა ბელუჩისა და ჯინა ლოლობრიჯიდას ტიპის მსახიობები და რატომ არ არის მისთვის პრობლემა კამერის წინ გაშიშვლება

 

„მე მძულს, როდესაც რეჟისორები ამბობენ, რომ, გადასარევად გაატარეს დრო გადაღებების დროს. გადაღებები – ეს ხომ ომია, როცა ჩვენ ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით,“ – ეს სიტყვები ეკუთვნის თანამედროვე იტალიური და ევროპული კინოს აღიარებულ ვარსკვლავს, ცნობილი იტალიელი რეჟისორის, საშინელებათა ჟანრის ფილმების დადგმის ოსტატის, დარიო არჯენტოს ქალიშვილს, მსახიობს, რეჟისორსა და მწერალს, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონს – აზია არჯენტოს. 

აზია არია მარია ვიტორია როსა არჯენტო 1975 წელს რომში, ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მისი დედა მსახიობი დარია ნიკოლიდია, ხოლო მამა – იტალიური კინოს ცოცხალი ლეგენდა, დარიო არჯენტო, რომლებიც, გარდა იმისა, რომ კინოვარსკვლავები იყვნენ, იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ წყვილადაც ითვლებოდნენ. სხვათა შორის, აზიას ნამდვილი სახელია არია მარია. მმაჩის ბიუროში, სადაც ატარებდნენ ბავშვის დაბადების რეგისტრაციას, თანამშრომლებმა უარი განაცხადეს, ახალშობილის დაბადების მოწმობაში ჩაეწერათ გეოგრაფიასთან დაკავშირებული სახელი, მაგრამ, ამის მიუხედავად, მშობლები და ახლობლები მას მაინც აზიას უძახდნენ. აზიას წინაპრებიც ხელოვნებას ემსახურებოდნენ: ბაბუა და ბიძა კინოპროდიუსერები იყვნენ, ბებია, ელდა ლიუქსარდო – ფოტოგრაფი. აქედან გამომდინარე, ის პატარა ასაკიდან ეზიარა კინოსამყაროს და არავისთვის არ იყო მოულოდნელი, როცა 9 წლის გოგონამ განაცხადა, რომ სურს გახდეს კინოვარსკვლავი, ისეთი, როგორიც ჯინა ლოლობრიჯიდაა. მანამდე კი, 8 წლის ასაკში, აზიამ თავისი ლექსების პირველი კრებული გამოსცა, ხოლო ერთი წლის შემდეგ შედგა მისი კინოდებიუტი ლამბერტო ბავას საშინელებათა ჟანრის ფილმში „დემონები 2”. მოგვიანებით აზიამ ითამაშა იტალიელი სუპერ-ვარსკვლავის, სერიალ „რვაფეხას” სახის, მიკელე პლაჩიდოს ფილმში „გულითადი მეგობრები” და მის სამსახიობო ნიჭზე მთელ იტალიაში ალაპარაკდნენ. ფილმმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია კანის კინოფესტივალზე, ხოლო აზიას გადაღება თავის ფილმებში მამამისმა დარიომ დაიწყო. მათი პირველი საერთო ფილმი იყო „ტრავმა”, რომელსაც კიდევ რამდენიმე გახმაურებული თრილერი მოჰყვა. საერთოდ, მამის ფილმოგრაფიას აზია „ხუთიანზე“ იცნობდა, რადგან, ძილის წინ, ან ვიდეოკასეტაზე ჩაწერილ მორიგ კოშმარს უყურებდა, ან დარიო თვითონ უკითხავდა მას თავისი „საშინელი” ფილმების სცენარებს. 1993 წელს აზიამ ითამაშა გახმაურებულ და სკანდალურ ფილმში „დედოფალი მარგო”, რომელშიც მთავარ როლებს იზაბელ აჯანი და ვენსენ პირესი ასრულებდნენ. იმ დროისთვის აზია უკვე საკმაოდ ცნობილი იყო იტალიაშიც და მის გარეთაც. აზიას პერსონით ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი აბელ ფერარა დაინტერესდა და გადაიღო ფილმში – „სასტუმრო „ახალი ვარდი.” სხვათა შორის, იმ დროისთვის აზია რეჟისორობითაც იყო გატაცებული – მის ანგარიშზე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმია, ხოლო, მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად დღემდე ითვლება გამოგონილ მსახიობზე, ანა ბატისტაზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი „სისხლიანი დედოფალი”.

 ამერიკაში გატარებული პერიოდი აზიას კარიერაში საუკეთესოდ ითვლება. სწორედ ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი, რომლის წყალობითაც მან საერთაშორისო ვარსკვლავის სტატუსი მიიღო. საუბარია რობ ქოენის ბლოკბასტერზე – „სამი იქსი”, სადაც აზიასთან ერთად ვინ დიზელი და სამუელ ელ ჯექსონი თამაშობდნენ. ამ ფილმის გადაღების პროცესს აზია ყოველთვის ხალისიანად იხსენებს, რადგან, მისი თქმით, გადასაღებ მოედანზე მან იმდენჯერ აკოცა დიზელს ტუჩებში, რამდენჯერაც თავისი არც ერთი „ბოიფრენდისთვის“ არ უკოცნია. სხვათა შორის, აზიას „ბოიფრენდების“ რაოდენობაზე ლეგენდები დადის, მის სახელს უკავშირებენ რომანებს ნორმან რიდუსთან, ჯონათან რის-მაიერსთან, მაიკლ პიტთან, ვინსენტ გალოსთან და აბელ ფერარასთანაც კი. ნაკლებად ცნობილ იტალიელ როკ-მუსიკოსისგან, მარკო კასტოლდისგან  2001 წელს აზიამ ქალიშვილი გააჩინა, მაგრამ, წყვილი მალე დაშორდა. ამჟამად აზია იტალიელ რეჟისორთან მიკელე ჩივეტისთან ერთად ცხოვრობს, 2008 წლის სექტემბერში მათ ვაჟი ეყოლათ, ხოლო მშობიარობამდე ორი კვირით ადრე ახალგაზრდებმა თავიანთ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს. 

„პატარაობისას ყველა მეუბნებოდა, რომ საშინლად გამოვიყურებოდი და ნამდვილი საფრთხობელა ვიყავი,” – ეს სიტყვები აზიამ, რომელიც სუფთად ლაპარაკობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში  განაცხადა, თუმცა, რთულია მისი სიტყვები სერიოზულად აღიქვა, რადგან, დღესდღეობით აზია ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალ მსახიობად ითვლება ევროპაში, რომელსაც არ რცხვენია თავისი შიშველი სხეულის აფიშირება. სხვათა შორის, აზიას არ უყვარს, როცა მას სექს-სიმბოლოდ მოიხსენიებენ. მას მიაჩნია, რომ ის უფრო ინტელექტუალური კინოს წარმომადგენელია, ვიდრე პოპ-კულტურის და მისთვის ჯინა ლოლობრიჯიდას, რომელიც ერთხანს მისი კერპი იყო და მონიკა ბელუჩის ტიპის მსახიობი ქალები მეძავები უფრო არიან, ვიდრე კინოს სამყაროს წარმომადგენლები. 

კინოს გარდა, აზია ცნობილია თავისი ტატუირებებით. საერთოდ, კინოსამყაროში თუ ვინმე სჯობნის მას სვირინგების რაოდენობით, ეს არის ანჯელინა ჯოლი. თავის ტატუირებებთან დაკავშირებით აზია ხუმრობს კიდეც. როდესაც მიმდინარეობდა „სამი იქსის” გადაღება, მთავარი გმირების უმეტესობას მთელ სხეულზე ტატუირებები უნდა ჰქონოდათ და, რეჟისორისთვის მოულოდნელად, ერთადერთი მსახიობი, რომელსაც არ დასჭირდა დროებითი ტატუს გაკეთება, აზია არჯენტო აღმოჩნდა. მისი ცნობილი სვირინგებიდან საზოგადოება მარცხენა ხელზე ამოსვირინგებულ ჯვარსა და მუცლის ქვემოთ დახატულ ანგელოზს იცნობს; რაც შეეხება დანარჩენ ტატუებს, ისინი აზიას ინტიმურ ადგილებში აქვს გაკეთებული. 

რამდენიმე ფაქტი აზია არჯენტოს ცხოვრებიდან:

* პერიოდულად აზია არჯენტო თავის მოთხრობებს იტალიურ ჟურნალებში გამოსცემს; ასევე მას დაწერილი აქვს რომანი – „მე შენ მიყვარხარ, კირკ”. 

* აზიას დაძაბული ურთიერთობა აქვს ჰოლივუდის არაერთ ვარსკვლავთან, განსაკუთრებით კი მას ურთიერთობა არ აეწყო ჯენიფერ ანისტონთან, რომელიც თავის მაშინდელ მეუღლეს, ბრედ პიტს, აზიასთან ერთად ფილმში მონაწილეობას უკრძალავდა, რადგან, ეშინოდა, რომ ბრედი მას უღალატებდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს აზიამ ღვინით სავსე ჭიქა ესროლა ჯენიფერს და თავში მოარტყა.

* აზია არჯენტო ოკულტიზმით არის გატაცებული და მერილინ მენსონთან მეგობრობს, რომლის ერთ-ერთ კლიპში მთავარი როლი შეასრულა.

* ბოლო წლებია, მსახიობი, რეჟისორი და მწერალი აზია არჯენტო ელექტრონულმა მუსიკამ გაიტაცა და პერიოდულად ის ღამის კლუბებში დიჯეის ამპლუას ირგებს.

* აზია არჯენტოს არ უყვარს ტიტრებით დუბლირებული ფილმები. მისი აზრით, იტალიელები ზარმაცი ხალხია და მათთვის ტიტრებიანი ფილმი დისკომფორტს ქმნის.

* თავის საყვარელ კინოჟანრად აზია არჯენტო პორნოგრაფიას მიიჩნევს.

* 21 წლის ასაკამდე აზია არჯენტოს საკუთარი თავი მახინჯად მიაჩნდა.

* ერთ-ერთი ბოლო ფილმი, რომელშიც აზია არჯენტომ მთავარი როლი შეასრულა, არის მამის, დარიო არჯენტოს გადაღებული საშინელებათა ჟანრის ფილმი – „დრაკულა”, სადაც აზიას პარტნიორი სახელოვანი რუტგერ ჰაუერია. 

 

скачать dle 11.3