კერძი „გემრიელი საუზმე“
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი გაყინული, ნახევრად ფენოვანი ცომი, 1/2 თავი ხახვი, 1 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, 200 გრამი ხორცის ფარში (საქონლის ან შერეული), 150 გრამი მაგარი ყველი, პილპილი, მარილი, სუნელები – თქვენი გემოვნებით, ცოტა ფქვილი.
მომზადების წესი: სანამ ცომი გალღვება, გახეხეთ ყველი, ხახვი და პომიდორი დაჭერით ნახევარრგოლებად. ფარშში ჩაუმატეთ მარილი, პილპილი და სუნელები. ცომი გაყავით ექვს კვადრატად და გააბრტყელეთ დაახლოებით 10X10 ზომაზე. ფორმას წაუსვით ცოტა ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. ცომის „თეფშებზე“ შუაგულში პირველ ფენად მოათავსეთ ცოტა ყველი, შემდეგ – ხახვი (მწვანე ხახვიც შეიძლება). ხახვზე ზემოდან მოათავსეთ ფარში და ზედაპირი მოუსწორეთ (ძალიან გემრიელია ბეკონითაც, რომლითაც ჩაანაცვლებთ ფარშს; ან – ძეხვითა და სოსისით).
ფარშს ზემოდან დააწყვეთ პომიდვრის ნაჭრები, ისევ მოაყარეთ ყველი და ცომს ნაპირები ლამაზად შემოუკეცეთ, ყვავილის ფოთლებივით.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში. უგემრიელესია.