მაკარონი სოკოთი
საჭირო ინგრედიენტები: 1 შეკვრა მაკარონი (ნიჟარების ფორმის), 1 თავი ხახვი, 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 700 გრამი ქამა სოკო, 400 გრამი მაგარი ყველი, 1 პატარა ქილა ტომატ-პასტა, 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 1 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი (დაფქული), 400 გრამი ლორი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: მაკარონი მოხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში (არ ჩახარშოთ). ლორი, სოკო და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად, ხახვი – ძალიან წვრილად, ყველი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე, ფხვიერი ყველით უკეთესი გამოდის.
ცხელ ტაფაზე დაყარეთ ხახვი და წითელი ბულგარული წიწაკა და შუშეთ 5 წუთი თავდახურულ ტაფაში. დაუმატეთ ოხრახუში, დაფქული მუსკატის კაკალი, ტომატ-პასტა, მარილი და პილპილი და კიდევ შუშეთ, სანამ ცოტა არ ჩაშრება.
დაუმატეთ დაჭრილი ლორი. შემდეგ შეურიეთ ყველის მთლიანი მასის ნახევარი და შუშეთ ყველის ჩადნობამდე – 2-3 წუთი. გამოსაცხობ ტაფაზე მოათავსეთ მაკარონი, შემდეგ სოკოს ფარში და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში.