კივის დესერტი
საჭირო ინგრედიენტები: 200 გრამი სქელი ნაღები, 100 გრამი ნადუღი, 2 სადილის კოვზი შაქრის პუდრი, 5 გრამი ვანილის შაქარი; 2 ჩაის კოვზი ყავა, 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და 4 ცალი კივი.
მომზადების წესი: ყავას და შაქარს დაასხით ცხელი წყალი, კარგად მოურიეთ და გააცივეთ. ნადუღი დააბლენდერეთ და შემდეგ შეათქვიფეთ 1 სადილის კოვზი შაქრის პუდრი, ნელ-ნელა დაუმატეთ ვანილი, ცალკე გათქვეფილი ნაღები და 5 წუთით შედგით საყინულეში, რომ გამაგრდეს. გაცივებული კრემი სპეციალური ხელსაწყოთი მოათავსეთ ფორმებში, შიგადაშიგ ჩაუმატეთ ყავა, ზემოდან კი დაჭრილი კივის ნაჭრები დააწყვეთ.