ანანასის სადღესასწაულო სასმელი
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი პატარა ანანასი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 100 მილილიტრი ანანასის წვენი, 200 მილილიტრი დაბალპროცენტიანი ნაღები და ცოტა გამდნარი კარამელი.
მომზადების წესი: ანანასი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. დააყარეთ შაქარი, დაასხით ანანასის წვენი, მოხარშეთ და შემდეგ გააცივეთ. ცივი ანანასის მასა დააბლენდერეთ, ზემოდან კრემის ხელსაწყოთი დაუმატეთ ნაღები, მოასხით გამდნარი კარამელი და გადაანაწილეთ ჭიქებში.