კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ტკბებოდა თავისუფლებით ნუგზარ ჯუღელი და რატომ მოატყუა მან საქვეყნოდ ცოლი

ერთი ლამაზი ზაფხულია და ცოლ-შვილი თბილისიდან გავხიზნე.

„რა ტკბილი ხარ, თავისუფლებავ!“ – ვთქვი ბიძია-ბაბუასავით, – ძლივს მარტო დავრჩი! რად გინდა, მერე, ცოლი ორ დღეში მირეკავს – ნამეტანი წვიმებია და ისევ თბილისში უნდა დავბრუნდეთო.

მეცა პირკატა.

– არ გაბედო, არ ჩამოხვიდე! აქ ისეთი სიცხეა, იწვის ყველაფერი, ნაყინს რომ ვიყიდი, პირთან მიტანას ვერ ვასწრებ, დნება-მეთქი.

– არ მჯერა! – მესმის ტელეფონის მეორე ბოლოდან ცოლის შეეჭვებული ხმა.

– არ გჯერა, ხომ?

– არა.

– კარგი, ბატონო, ხვალ კორტებზე ვარ. გადაცემა მიმყავს და მოუსმინე, რას ვიტყვი.

– ვნახოთ! – წყდება საუბარი.

მეორე დღეს კორტებზე ვარ.

მიკროფონს „ვერგები“. ასპარეზობა იწყება.

ეჭვი არაა, ჩემი მეუღლე (მით უმეტეს, თუ იქ წვიმს) ამ გადაცემას არ გამოტოვებს (რადიოთია გადაცემა). 

„რა მოვიგონო ახლა, რომ დავარწმუნო?“ – ვფიქრობ გამწარებული. მოსკოველი ჟურნალისტი ქალია ჩამოსული – ანა დიმიტრიევა. რიგრიგობით უნდა გადავცეთ რეპორტაჟი კორტებიდან.

– ანა, – ვთხოვე მეგობრულად, – რასაც მე ვიტყვი ამინდზე, შენც იგივე გაიმეორე, თუ გიყვარვარ-მეთქი.

რატომ უნდა ვყვარებოდი ანას, არ დამიზუსტებია და ვერც თვითონ გაიგო, მაგრამ, კოლეგიალობის გამო, სულგრძელად დამეთანხმა, – კარგიო!

– მაშ, ასე, – გავხსენი ასპარეზობა, – დღეს თბილისში, როგორც იტყვიან, აუტანელი სიცხეა... იწვის, იბუგება ყველაფერი. აი, ამჟამად ჩემ გვერდით ზის ჩემი მოსკოველი კოლეგა ანასტასია დიმიტრიევა, რომელიც დამეთანხმება, რომ თბილისში წარმოუდგენლად აუტანელი სიცხეა: ანასტასია, ჩტო ვი სკაჟეტე, ჟარკა, და?

– ჟარკა, ჟარკა, ჟარკა... – გაიმეორა „იაშკა“ თუთიყუშივით ანამ.

– ა ია, პრიამო სკაჟუ, – უფრო დავიბოხე ხმა, – პრიამო გარიტ... გარიტ სტალიცა გრუზიი – ტბილისი...

– და, ოჩენ ჟარკა, და... პრიამო გარიტ გოროდ! – იმეორებს ანაც, არადა, წვრილად, უჟმურად წინწკლავს და გრილა საშინლად.

ესეც ასეეე!..

მაშინ კი „გავიდა“ ჩემი „ნომერი“, მაგრამ, მალევე გაიშიფრა და გასამეორებლად ძალა დაკარგა.

ისე კი, შემდეგაც, როცა მოსკოვში მოვხვდებოდი, ანა დიმიტრიევა დამინახავდა თუ არა:

– ნუ კაკ, ნუგზარჩიკ, გარიტ ტბილისი?

– გარიტ, გარიტ! – ვიცინოდით ორ ხმაში.

 

ნუგზარ ჯუღელის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3