კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 1889 წელს ჯონ სალივანი იყო ბოლო მსოფლიოს ჩემპიონი კრივში, რომელიც ხელთათმანების გარეშე იბრძოდა.

* 1988 წელს საერთაშორისო ტრიბუნალმა ჟენევაში, შვეიცარიელი ეკოლოგისტ ფრანც ვებერის თავმჯდომარეობით, დამნაშავედ ჩათვალა ესპანეთის პრემიერი ფილიპ გონსალესი, კულტურის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, მეფე ალფონსო მეათის მიერ კორიდის შესახებ 1976 წლის 16 დეკემბერს გამოცემული დეკრეტის დარღვევაში, რაც გამოიხატებოდა ესპანელთა ინტელექტუალური დონის დაკნინებაში, ბავშვთა ღირსების შელახვაში, ეთიკური და სამოქალაქო აღზრდის დამახინჯებაში.   

* 1905 წელს მაღარო „პრემიერში“, ტრანსვეელში აღმოაჩინეს დედამიწაზე ყველაზე დიდი ალმასი. ის 3 106 კარატს (621 გრამს) იწონიდა. მას სამთო-მომპოვებელი კომპანიის პრეზიდენტის, მაღაროს პატრონის გვარი – კულინანი უწოდეს.

* 1828 წელს, დინოზავრის ნაკვალევის აღმოჩენის შემდეგ, ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერებმა გეოლოგ ბაკლენდის მეთაურობით, ჩაატარეს უჩვეულო ექსპერიმენტი: სხვადასხვა სიმაგრის ცომებზე მოაწყვეს კუთა რბოლა – დინოზავრის ზომების დასადგენად.

* 1998 წელს ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ გადაწყვიტა, გადაეღო დოკუმენტური ფილმი ამერიკელი ქალების ცხოვრების შესახებ მეოცე საუკუნის დასაწყისში. მაგრამ მოულოდნელი პრობლემა გაჩნდა: ამერიკის კინო და ტელესერიალების გარდერობებში ამ პერიოდის ტანსაცმელი არ აღმოჩნდა – ყველა გატანილი იყო... „ტიტანიკის“ გადაღებაზე.

* ფეხბურთში მესამე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის ნაკრები აღარ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ, ამ ნაკრების ბევრი მოთამაშე შეჯიბრებაზე მაინც ჩავიდა – გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსიის შედეგად ისინი გერმანული გუნდის შემადგენლობაში გადავიდნენ.

* ერთ ძველბერძნულ ეპიგრამაში სიყვარული შედარებულია სამჯერად ქურდთან, რადგან  იგი: მამაცია, მოქმედებს ღამით და... ხდის.

* მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისში თეატრში როდესაც სპექტაკლი ან შესრულება არ მოსწონდათ, მაყურებლები იყენებდნენ რქებსა და სპეციალურ მილებს ჩასაბერად და ხმაურის ასატეხად, ზოგჯერ კი ლაყე კვერცხებსა და პომიდვრებს ესროდნენ.

* ამსტერდამში არის ხუთსართულიანი ოტელი „კასა მარინა“, რომელსაც მუდმივი მისამართი არ აქვს – ის მცურავი ოტელია.

* ლომვეშაპების ხორცს იყენებენ საკვებად, ეშვებს – ხეზე ამოსაკვეთად, ხოლო ძარღვებს – საეკლესიო დანიშნულებისთვის – მათზე ზარებს ჰკიდებენ.

скачать dle 11.3