კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლ-ქმარს შორის მუდმივი ჩხუბისა და კონფლიქტის მიზეზი ხშირად მათ შორის ენერგიის არასწორი გაცვლაა

ბევრს აწუხებს კითხვა: საიდან ჩნდება ესა თუ ის დაავადება, რატომ იჩენს თავს და, ზოგადად, რისი შედეგი შეიძლება იყოს ის? ზოგადად, ყველა დაავადება ბიოველის დაზიანებით იწყება, შემდეგ ეს გადადის ასტრალურ სხეულზე, შედის ფიზიკურ სხეულში და ფიქსირდება, როგორც დაავადება. ენერგიის სწორი ხარჯვა კი სწორი ცხოვრების წესია და ეს ყველამ კარგად უნდა შევიგნოთ. ასე რომ, ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად დახარჯული ენერგია.

 ჩვენ, ადამიანები, უზარმაზარ ენერგიას ვფლობთ, რომლის სრულყოფილად ხარჯვასაც, ძირითადად, ვერ ვახერხებთ. მოჭარბებული ენერგია კი, თუ გამოსავალი ვერ ნახა, ერთ ადგილას გროვდება და ბრძოლას იწყებს. ყველანაირი დაავადება სამ კატეგორიად იყოფა და ამ სამი დაავადების კატეგორიაში შედის: შთაგონება ზემოდან, ანუ როცა ადამიანი იღებს გამოგზავნილ სასჯელსა და განსაცდელს, რომელმაც მას მძიმე დანაშაული უნდა აარიდოს. ეს ის დაავადებაა, რომელიც შთაგონებისთვის გვეგზავნება ზემოდან. დღეს ასეთი დაავადებით ხშირად ინფიცირდებიან არა მხოლოდ დიდები, არამედ მოზარდებიც. ასეთი დაავადება არა მარტო გარშემო მყოფებს აშორებს საფრთხეს, არამედ, თავად ადამიანსაც იცავს უარესისგან; მეორე კატეგორიაში შედის ისეთი დაავადებები, რომლებიც ჩვენი სულის თვისებების პროვოცირებას ახდენს. ესაა მემკვიდრეობით მიღებული დაავადებები. აქვე გეტყვით, რომ დაუკმაყოფილებელი სურვილი ყოველთვის გზავნის ტვინში დამახინჯებულ და ავადმყოფურ სიგნალებს, რასაც ადამიანის ორგანიზმი განადგურებამდე მიჰყავს. უკეთეს შემთხვევაში, შედეგი იქნება ნევროზი, რომელიც შემდეგ დეპრესიითა და ფიზიოლოგიური დაავადებებით მთავრდება; მესამე კატეგორიის დაავადებები, მაგალითად, ასთმა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ალერგია და სხვა ადამიანს უჩნდება გაორების დროს. ამ შემთხვევაში, ერთ მხარესაა პრინციპები, რომლებიც არცთუ ისე მტკიცეა, მეორე მხარეს კი – ამ პრინციპებისადმი წინააღმდეგობების გაწევის სურვილი, რომლის დაკმაყოფილებაც გვინდა, მაგრამ, არ გამოგვდის. ამ სამივე დაავადების მთავარი და საწყისი მიზეზი კი მაინც მოჭარბებული ენერგიის არასწორი ხარჯვაა. ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ, ასევე, შეიძლება, ოჯახის დანგრევამდე მიგვიყვანოს. მუდმივი ჩხუბისა და დავიდარაბის გამო ბევრი ცოლ-ქმარი იტანჯება. კონფლიქტის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, ელემენტარულია, მაგრამ, მათ არ იციან ერთმანეთში ენერგიის გაცვლის მეთოდი. მაგალითად, ნორმალური ადამიანი დადებით ენერგიას ასხივებს, აგრესიული კი ამას ვერ ახერხებს, რის გამოც თავად იტანჯება და ავადმყოფურად განიცდის. ენერგია ორგანიზმიდან მუდმივად უნდა გაედინებოდეს. შეკავების შემთხვევაში ის აუცილებლად შეგვაწუხებს და დისკომფორტს შეგვიქმნის. 

თუ გრძნობთ, რომ მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას ვერ ახერხებთ, სანამ ის ფიზიკურ დაავადებაში გადავა, გირჩევთ, ბევრი დრო დაჰყოთ ბუნებაში, ხეების გვერდით, იაროთ ბალახზე ფეხშიშველმა და, უბრალოდ, ღრმად ისუნთქოთ სუფთა ჰაერი. სასიცოცხლო ძალების პერიოდულად აღდგენა, აუცილებელია, ის ადამიანს შრომის უნარსა და სიცოცხლის ხალისს უორმაგებს. სასიცოცხლო ძალები რომ აღიდგინოთ და შეივსოთ, ამისთვის ყველაზე კარგია ვარჯიში, აგრეთვე, იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც დადებითი და სასიამოვნო ემოციებით გავსებენ. ამისთვის ხანდახან კარგია განმარტოებაც. ყოველივე ამის ხარჯზე კი თქვენ შეძლებთ, ადვილად დაიცვათ თავი ენერგოვამპირის შემოტევისგან, აღიდგინოთ ენერგია, გახდეთ მეტად მშვიდი, ენერგიული და შრომისუნარიანი. ეს კი, ყველას გვჭირდება. 

скачать dle 11.3