კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აიღო გიორგი ჯაჯანიძემ სექსუალური შვებულება და როგორ გახდა ის შუაღამისას პეკინზე დათვის „მსხვერპლი”

ფსიქოლოგსა და ტელეწამყვანს გიორგი ჯაჯანიძეს სატელევიზიო ტაიმაუტი აქვს, რასაც ის ახალი ტელეპროექტის გაკეთებისთვის იყენებს. ახალ გადაცემაში სკანდალური იმიჯით ცნობილი ტელესახე ახალ ამპლუაში წარდგება, თუმცა, როგორი იქნება მისი იმიჯი ამაზე წინასწარ არ საუბრობს. ტაიმაუტს გიორგი ჯაჯანიძე პასიური ცხოვრების რეჟიმზე არ „გადაუწყვია”, პირიქით, ყოველდღიურ სატელევიზიო ქარცეცხლში ჩართვამდე დრო საინტერესოდ გაჰყავს – ხალისიანი ისტორიის წყალობით, კალათბურთის მწვრთნელის ამპლუაც კი მოარგეს, რაზეც ჩვენი ხალისიანი რესპონდენტი თავადაც  ბევრს ხალისობს.   

– გიორგი, რაც „მზეზე” თქვენი გადაცემა დაიხურა, ტელეეკრანიდან გაუჩინარდი. ეს ტაიმაუტი დიდხანს გაგრძელდება?

– არა, დიდხანს არ გაგრძელდება. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ტელეეკრანზე  არ ვჩანვარ, როგორც ყოველთვის,  ფიგაროსავით მაინც ყველგან ვარ და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს: ვკითხულობ ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნებაზე; ასევე, ვარ   მიწვეული  ლექტორი რამდენიმე სასწავლო უნივერსიტეტში; ვმუშაობ ახალ სატელევიზიო პროექტზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გავა ერთ-ერთ ტელევიზიაში. 

– რომელ ტელევიზიაში ვიხილავთ ახალ პროექტს?

– რომელიც მეტ ფულს გადამიხდის, იქ წავალ (იცინის). მაქვს რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ, არჩევანს, ალბათ, გავაკეთებ ერთ-ერთ რეიტინგულ არხზე, ოღონდ, რომელზე,  ამას ახლა ვერაფრით ვერ გეტყვით. წინასწარ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო პროექტი, რომლის ანალოგიც არ არის ქართულ ტელესივრცეში. ჩემი ფორმატი,  როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არ იქნება არც მოპარული, არც გადაკეთებული. ძალიან საინტერესო და ორიგინალური კონცეფცია აქვს, რომლის იდეაც ერთი ჩემი ახლობელი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ქალბატონის პირადი ცხოვრებიდან ავიღე. იმ ქალბატონს ძალიან ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ, ერთ დღეს ყველაფერი დაკარგა: წარმატებული კარიერა, მდიდრული ვილები, რესპექტაბელური ახლობლები.  ამ ქალბატონზე ძალიან ბევრი მიფიქრია. ცხოვრება ხომ ასეთი რთულია – ერთი დრო არავის შერჩება, ამიტომ, არ უნდა გვეგონოს, რომ ყოველთვის დიდების მწვერვალზე ვიდგებით,  ერთ მშვენიერ დღეს შენც გადმოგაგდებენ პოპულარობის „სავარძლიდან”, შეიძლება, შენც არავინ აღარ დაგირეკოს და  დაგივიწყოს ყველამ.  სწორედ ასეთ აღმასვლებსა და დაღმასვლებს  მიეძღვნება ჩემი ახალი გადაცემა „სავარძელი”, სადაც  გვეყოლებიან სტუმრები საინტერესო ისტორიებით. ცხოვრება ხომ ასეა – შეიძლება სამეფო სავარძლიდან სამფეხა სკამზე, ჯორკოზე  აღმოჩნდე,  ან – პირიქით. გადაცემა გავა ყოველდღე, პირდაპირ ეთერში – არ მიყვარს ჩაწერილი გადაცემები, პირდაპირი ეთერი ჩემი სისუსტეა. 

– ახალ გადაცემაში ისევ ისეთი  სკანდალური იმიჯი გექნება, როგორიც წინა გადაცემაში  გქონდა?

– ჩემი ძველი  იმიჯი?  არა, ახლა სხვა იმიჯით წარვდგები მაყურებლის წინაშე, თუმცა,  როცა საჭირო გახდება, ისევ ჩავატარებ   ექსპერიმენტებს  როგორც გარეგნობაზე, ასევე, ჩაცმულობაზე. მე ვარ შოუმენი და, თუ შოუს დასჭირდება, შარვალ-კოსტუმს ჩავიცმევ, თუ საჭირო გახდა – ჩოხას, ოღონდ, ჩემი ამბავი რომ ვიცი, შეიძლება, იმ ჩოხას მერე „ბროშკები” დავამაგრო და ამით ვინმე გადავიმტერო. 

– ჭრა-კერვა ხომ შენი სისუსტეა?

– ახლა ამას ჭრა-კერვა კი არა, დიზაინერობა ჰქვია. პენსიაზე რომ გავალ, დიზაინერობა უნდა დავიწყო.   

– შენი პირადი ცხოვრება ბევრი მითქმა-მოთქმის თემა ხდება ხოლმე. ამ ბოლო დროს აღარაფერი მომხდარა შენსკენ?

– ამ ეტაპზე სექსუალური შვებულება მაქვს (იცინის). მართლა რეკორდს ხომ არ დავამყარებ, სამი ცოლი მყავდა, ორი შვილი მყავს და სამი შვილიშვილი, ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს?! აღარ მინდა რია-რია, ახლა ჩემს სახლში რომ ქალმა სირბილი დაიწყოს, ხომ გადავირევი! მარტოც ბედნიერი ვარ, სახლში ისეთი ერთგული ქალი მყავს – დედა, რომელიც ღამეებს ათენებს ჩემ გამო, ბავშვივით დამდევს და ზრუნავს ჩემზე, ამ ეტაპზე მის გარდა ქალის დანახვა არ მინდა (იცინის). დედაჩემი ძალიან პატიოსანი ქალია, მომკლა და დამტანჯა მისმა პატიოსნებამ. რომ ვთხოვ, დედა თუ ვინმე დარეკავს, მე არ ვარ სახლში-მეთქი, გინდ მითქვამს და გინდ – არა. აგენტივითაა, მაგრამ, ტყუილი ვერ ვასწავლე.  ტელეფონი დარეკავს და მესმის დედაჩემის ხმა: „ახლავე, ახლავე“. ამ ეტაპზე მშვიდი ცხოვრება მაქვს. 

– ტაიმაუტში  ცხოვრების პასიური რეჟიმი გაქვს?

– არა, რას ამბობ, მე და პასიური რეჟიმი?!  ერთადერთი, რაც შევცვალე, ისაა, რომ  გვიან ღამემდე არ ვიძინებ – ვუყურებ საინტერესო ფილმებს და მეორე დღის შუადღემდე გამორთული ვარ სამყაროს (იცინის) რაც ტაიმაუტი ავიღე, თბილისში იშვიათად ვარ – ბევრს ვმოგზაურობ. მას წინათ  ათი დღით ვიყავი მინსკში და ჩემი ხალისიანი მეგობრის წყალობით ძალიან მხიარულ ისტორიაშიც გავეხვიე. მოკლედ, ერთი  ჩემი მეგობარი არის  ძველი კალათბურთელი და ერთ-ერთი საკალათბურთო  გუნდის მფლობელი. ერთ საღამოს, ერთად რომ ვისხედით და ვსაუბრობდით, ვკითხე: ყველა კალათბურთელი ასე მაღლები რატომ ხართ-მეთქი, ვარჯიშის დროს იმდენ ახტომას და გაჭიმვას ვაკეთებთ, ესეც გვეხმარებაო. ვიფიქრე: აქ უნდა ვიყო ამდენი ხანი, მოდი, მეც ვივარჯიშებ, იქნებ ერთი-ორი სანტიმეტრი მომემატოს-მეთქი. იმავე საღამოს გავიქეცი მაღაზიაში, ვიყიდე სპორტული ტანსაცმელი, ოღონდ, ჩემი ზომა რომ  ვერსად  ვიშოვე,  ბავშვის ზომა წამოვიღე.  მეორე დღეს ჩემს მეგობართან ერთად წავედი ვარჯიშზე. ისე, რომ მე წარმოდგენა არ მქონდა, მას თავისი მეგობრებისთვის ჩემზე უთქვამს: ძველი, ვეტერანი კალათბურთელი და ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელიაო. მე რა ვიცოდი? დამტრიალებენ აქედან-იქიდან ეს ორმეტრიანი კალათბურთელები,  ვარჯიშობენ და თან მე მიყურებენ. მე ხომ ეს არ ვიცოდი?! კი გამიკვირდა, ასე რატომ მიყურებენ-მეთქი, მაგრამ. ხომ არ ვკითხავდი, იმას კი მივხვდი, რომ ყველა დიდი პატივით მესალმება. რომელი მოვარჯიშე მე ვიყავი, ერთი გავიჭიმე და ლამის იქვე დავრჩი, მაგრამ, არ შევიმჩნიე. იმ ხალხს, ალბათ, დღემდე კალათბურთის გუნდის მწვრთნელი ვგონივარ, თუმცა, როგორ დაიჯერეს ეს ამბავი, მაინც ვერ გავიგე. (იცინის).

– ასე არასპორტული ხარ?

– უუფ, საშინელი. სანამ ვიღაცა კალათში არ ჩამაგდებს ბურთის მაგივრად, არ მოვისვენებ. ამაზე ერთ ისტორიას მოგიყვები. 1995 წელი იყო, პირველად რომ წავედი ამერიკაში. მაშინ ასე ცივილურად არ იყო საელჩოსთან ურთიერთობა, იქ იმდენი ხალხი ირეოდა და ისეთი ამბავი ხდებოდა, ქართული  „ბრძოლა წესების გარეშე” გეგონებოდა, მივხვდი, რომ იმ ზედახორაში  შიგნით მოხვედრას ვერ შევძლებდი. უცებ საელჩოს დაცვის თანამშრომელმა გამოაცხადა: „სპორტსმენები“! – და დაიძრა ჯგუფი.  ვერ გეტყვი, რა სიმაღლის ხალხი შედიოდა იმ ჯგუფში, იყვნენ კალათბურთელები და ბეისბოლისტები.  არ ვიცი, რამ მაფიქრებინა, რომ მეც სპორტსმენად გამესაღებინა თავი – ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანის ჭკუა ხომ ძალიან სწრაფად მუშაობს! ახლა, ბეისბოლისტსა და კალათბურთელს  მე რომ არ ვგავდი, ფაქტი იყო, მაგრამ, მაინც მივეტმასნე. შემომხედა დაცვის წევრმა და გაოცებული სახით მკითხა: თქვენც სპორტსმენი ხართო? არ დავიბენი და ვუთხარი: დიახ, მე მოჭადრაკე ვარ-მეთქი. მინდა გითხრათ, იმ ფორსმაჟორში ისიც კი ვიფიქრე, ისეთი სპორტის სახეობა მეთქვა, იქ რომ ვერ შემამოწმებდა, ჯერ ფიგურული სრიალი მომივიდა თავში, მერე ჭადრაკი და, მინდა გითხრათ, რომ ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა. ახლა სპორტის რომელიმე სახეობით უნდა დავკავდე – რა იცი, რაში გამომადგეს (იცინის).

– ავტორბოლაში სცადე ძალები.

– მე და ავტორბოლა?! ჰა-ჰა-ჰა! რა გულიანად გამაცინე! ამდენი წელია, ავტომობილი მყავს და  აკუმულატორს  მანქანის სალონში ვეძებდი. მძღოლი როგორი ვარ, არ იტყვი?! ტრასის ისე მეშინია, თუ  თბილისიდან  შორს ვარ წასასვლელი, მეგობრებს ავეკიდები ხოლმე.  მარტო, საკუთარი მანქანით მცხეთას არ გავცდენივარ. საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ, თუ საჭესთან ვარ, შოკოლადსაც კი არ ვჭამ, რომელსაც ლიქიორი აქვს –  ეს საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია. ერთხელ, მანქანა ახალი ნაყიდი რომ მქონდა, გვიან ღამეს ვბრუნდებოდი სახლში. შუქნიშანთან წითელ სანათზე გავჩერდი. ალბათ, ღამის სამი საათი იქნებოდა. უცებ უკნიდან საშინელი ძალით  შემომასკდა  ვიღაცა – ვდგავარ ჩემთვის პატიოსნად და დამეჯახნენ. უცებ, გადმოხტა ავტომანქანიდან კარგად შეზარხოშებული ორმეტრიანი  „დათვი” და მეჩხუბება: ბიჭო,  ეს რა მიქენიო? მე რა გიქენით-მეთქი, – ძლივს ამოვიღე ხმა. არ იცი, როგორ მეჩხუბება – ბიჭო, გადაგყლაპავ ეხლაო. შეშინებული ჩავხტი მანქანაში და კარი ჩავკეტე. ვოცნებობ, იქნებ პატრულმა გამოიაროს-მეთქი. (პეკინზე პატრული ხშირად მოძრაობდა). მართლაც გაჩერდა მანქანა. გადმოვედი ჩემი ავტომობილიდან –  უკვე  იმედი გამიჩნდა, რომ კანონის ძალით „გავუსწორდები”  იმ მთვრალ მძღოლს, რომელსაც მეგობარი ვერ აჩერებს და კვლავ გადაყლაპვით მემუქრება. უცებ, მომიტრიალდა პატრული და მეუბნება: ღამის სამ საათზე შუქნიშანთან ვინ აჩერებს, თქვენ რომ გაჩერდითო? ბოდიში მოვიხადე – მაპატიეთ, წესრიგი რომ დავიცავი-მეთქი, ჩავჯექი მანქანაში და წავედი (იცინის).    

скачать dle 11.3