კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როდის და რამდენ ხანს ყვავის კალა?

პასუხი: კალა ცოტა ხანს ყვავის. მისი ყვავილობის სეზონი მხოლოდ ზაფხულია, რის შემდეგაც ეს მცენარე ზამთრამდე იძინებს. მართალია, მისი ყვავილობა ხანმოკლეა, მაგრამ, მას იმდენად მომხიბლავი ყვავილები აქვს, რომ მცირე დროითაც შეგიძლიათ, მისი ცქერით დიდი სიამოვნება მიიღოთ.

კითხვა: როგორ შევუნარჩუნო მცოცავ მცენარეებს კარგი ფორმა?

პასუხი: მცოცავი მცენარეები ძალიან სწრაფად იზრდებიან. ამიტომ, შეგიძლიათ, მათ ახალი ყლორტები კარკასზე დაუმაგროთ და ამით შეუნარჩუნოთ ფორმა. გაითვალისწინეთ, რომ კარკასზე მაშინ უნდა შემოახვიოთ, როცა ყლორტები ნორჩი და დრეკადია. კარკასზე დახვევა კი შემდეგნაირად ხდება: სქელი მავთულით ორმაგი წრე იკვრება და ორი გრძელი სწორი „ფეხით” ქოთნის ნაპირებთან ახლოს ერჭობა. ამ მავთულის ორივე მხრიდან იხვევა მცენარის ჯერ ყველაზე გრძელი ღეროები და შემდეგ სხვა ტოტებიც. როდესაც დამატებით მოკლე ღეროებსაც დაუმატებთ, თქვენ დიდ მწვანე წრეს მიიღებთ.

კითხვა: მონსტერას ფოთლები აქეთ-იქით არის გადაზნექილი და მისი ღერო სიმყარეს ვერ ინარჩუნებს. რით დავეხმარო?

პასუხი: ამ მცენარეს ხავსიანი საყრდენი სჭირდება. შეგიძლიათ, ეს საყრდენი ჯოხზე ხავსის მიმაგრებით გააკეთოთ ან მაღაზიებში შეიძინოთ. აუცილებელია ხავსის ტენიანობა, რომ საჰაერო ფესვები არ გამოშრეს. მონსტერას დამორჩილება იოლია: ჩაარჭეთ მიწაში ხავსის საყრდენი ისე, რომ მცენარის ფესვები არ დააზიანოთ, ამ აბურდული მცენარის ორივე ღერო ფრთხილად შემოახვიეთ ღერძს და მიამაგრეთ. ამის შემდეგ თქვენი მონსტერა ნამდვილად შეინარჩუნებს წონასწორობას.

კითხვა: ბინაში დიდი ხნით მიწევს ხოლმე მცენარეების მარტო დატოვება.  როგორ მოვიქცე, რომ უწყლობა არ იგრძნონ?

პასუხი: ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მორწყვის სხვადასხვა ხერხი გამოიყენოთ: 1. ნიჟარაში წყალი ჩააგუბეთ, სამზარეულოს საწრეტზე პირსახოცი გადაფინეთ და მისი ერთი ბოლო წყლიან ნიჟარაში ჩადეთ, ამ პირსახოცზე კი თქვენი მცენარეები დაალაგეთ. ტენი პირსახოცს აჰყვება და ქოთნების ძირამდეც მიაღწევს. გაითვალისწინეთ, რომ ეს სარწყავი „სისტემა” დრენაჟიანი ქოთნებისთვის არ გამოდგება. 2. თუ თქვენ დიდი ზომის მცენარეები გაქვთ და მათი გადაადგილება ძნელია, მაშინ, დოლბანდის ერთი ბოლო წყლიან ვედროში ჩაუშვით, მეორე ბოლო კი – მიწაში. ამ მეთოდით, მცენარე ნელ-ნელა მიიღებს წყალს და აღარ გახმება. 3. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ პლასტმასის ბოთლი: მოაჭერით მას ძირი, სადაც წყალი ჩავა, თავსახურზე კი წვრილი ნახვრეტი გაუკეთეთ, რომ მცენარეს ზედმეტი მორწყვა არ მოუვიდეს.

კითხვა: საკვებად თუ გამოდგება ცრუ წიწაკის კენკრა?

პასუხი: ცრუ წიწაკა ანუ სოლანუმი ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი კენკრა ფერს იცვლის და ერთდროულად სხვადასხვაფრად კაშკაშებს, მაგრამ, მისი ნაყოფი შხამიანია და არ იჭმევა. ამიტომ, მოარიდეთ ის ბავშვებს. 

კითხვა: ჩემს მცენარეებს წყალი ზედმეტი მოუვიდა, როგორ გამოვაჯანმრთელო?

პასუხი: თქვენი მცენარეები სასწრაფოდ ამოიღეთ ქოთნიდან და ფესვებზე ქაღალდის ხელსახოცები ან გაზეთები შემოახვიეთ. რომ შეშრება, ისევ ჩარგეთ, მაგრამ, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მორწყათ, მხოლოდ დანამეთ და მზის გულს მოარიდეთ. ამის შემდეგ ისინი აუცილებლად გამოჯანმრთელდებიან.

скачать dle 11.3