კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასჯილი პრინცესა

ეგვიპტეში პრინცესა შერტ ნებტის სამარხი იპოვეს, რომელიც 4,5 ათასი წლის წინათ ცხოვრობდა. სამარხი მეხუთე დინასტიით თარიღდება. ის, რამაც არქეოლოგები გააოგნა, იყო სამარხის ადგილმდებარეობა. საქმე ისაა, რომ მეხუთე დინასტიის სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრები ამ ადგილიდან თითქმის ორი კილომეტრის მოშორებით არიან დაკრძალულნი. „მარადისობის სახლის“ – ანუ სამარხების ეგვიპტისეული მოწყობის პრინციპით, ეს სრულიად დაუშვებელია. ეჭვის საფუძველს იძლევა თავად ჩასასვენებელიც. მას არანაირი მოსართავი არ აქვს. წარწერაც უბრალოა: „შერტ ნებტი – ფარაონის ქალიშვილი“. არსად არის სავალდებულო სიტყვები: „ღვთის რჩეული და მისი საყვარელი ქალიშვილი“. ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ ეს სწორედ ის ეგვიპტელი პრინცესაა, რომელიც მდაბიოზე გათხოვდა და ფარაონი მამის რისხვა დაიმსახურა.

скачать dle 11.3