არქეოლოგია მოწმეა!
ქალაქ სევასტოპოლში, ანტიკურ ქალაქ ხერსონიდან 14 კილომეტრის დაშორებით, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ღვინის ქარხანა, რომელიც ძველ ბერძნებს აუშენებიათ ჩვენს ერამდე მეოთხე საუკუნეში, ანუ, მთელი ქარხანა... ხომ წარმოგიდგენიათ, ბერძნებმა ააშენეს ღვინის ქარხანა – როგორი მოთხოვნილება იყო ღვინოზე?! მის გარშემო კი ციხესიმაგრე ააგეს და კარგად გაამაგრეს, რომ ხანგრძლივი ალყისთვისაც გაეძლო. მომთაბარეებიც არ იყვნენ გულგრილნი კარგი ღვინის მიმართ და ხშირად ესხმოდნენ თავს ღვინის ციხესიმაგრეს. სკვითების მოსაგერიებლად აქ მთელი გარნიზონი იდგა.
არქეოლოგებმა სამარხში დიდი შემოსევის, ან ძარცვის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ქალაქი-ქარხანა, სავარაუდოდ, მეხუთე საუკუნეში ბერძნების განსხვავებულმა პოლიტიკამ დაანგრია. თუმცა, საბერძნეთმა მომდევნო საუკუნეებშიც აქტიურად განაგრძო ღვინის წარმოება და ვაჭრობა, მათ შორის, სკვითებთანაც კი...