კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ტაქსის მძღოლის ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც მისი მამის საყვარელი იყო

41  წლის ელენე კ-ძე  სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გამვლელებმა მიიყვანეს, რომლებმაც ქალი ქუჩაში გონდაკარგული იპოვეს.  გვიანი  შემოდგომის ცივი საღამოს  მიუხედავად, ქალი  თითქმის  შიშველი იყო – მისთვის ვიღაცას ტანზე ტანსაცმელი მთლიანად შემოეხია, სახე და თავი კი  სისხლით ჰქონდა მოსვრილი.  დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მას ქირურგიული  ჩარევაც კი  დასჭირდა. ელენე კ-ძემ  სამართლადამცველებთან  ჩვენების მიცემა მოგვიანებით, საავადმყოფოში მოხვედრიდან 8-10 საათის შემდეგ შეძლო. როგორც მან განაცხადა, თავს დაესხა მამაკაცი, რომელმაც ჯერ გაძარცვა, შემდეგ კი სასტიკად სცემა და გააუპატიურა. ინციდენტი,  დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, გვიან ღამით მოხდა.  ამონაწერი ელენე კ-ძის ჩვენებიდან: „გვიანი ღამე იყო. ნათესავთან ვიყავი სტუმრად. სახლიდან რომ გამოვედი, ტაქსი გავაჩერე.  მძღოლი სიმპათიური მამაკაცი იყო, ჩემზე ახლაგაზრდა. წინ ჩავჯექი. როგორც ხდება ხოლმე, საუბარი დავიწყეთ.  არ ვიცი, რატომ, მაგრამ, მომეჩვენა, რომ ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა. ვკითხე კიდეც, სადმე ხომ არ შევხვედრივართ ერთმანეთს-მეთქი. ამაზე ჩვეულებრივი ქათინაური მითხრა. მე კიდევ ჩავაცივდი – საიდან გიცნობთ-მეთქი, მაგრამ, პასუხი კვლავ არ გამცა. ცოტა ხანში უფრო ოფიციალურად გამეცნო და მითხრა: თუ დრო გაქვთ, კაფეში წავიდეთ ერთად, ყავაზე დაგპატიჟებთო. მისი  დაპატიჟება  არ გამიპროტესტებია, მაგრამ  ჯერ სახლში უნდა მიმიყვანოთ-მეთქი კი ვუთხარი. ზაზამ (ასე გამეცნო ტაქსის მძღოლი) თემქისკენ მიმავალი გზით თბილისის ზღვით გავლა შემომთავაზა.  ერთ  მიყრუებულ ადგილას გაჩერდა, მანქანიდან გადავიდა და მითხრა: ორ წუთში მოვალო.  უცებ მეორე მხრიდან მომადგა, კარი გამომიხსნა და  ინტიმური კავშირის დამყარება შემომთავაზა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი მამაკაცი ჩანდა, მივხვდი, რომ წინააღმდეგობის გაწევას ვერ შევძლებდი, მაგრამ, მაინც გავუძალიანდი.  სახე ახლოს რომ მომიტანა, ისეთი ძალით ვუკბინე, ხორცი ამოვაგლიჯე თვალთან.  ნამდვილი სადისტი გამოდგა – ავტომანქანიდან ძალით გადმომათრია და მაშინვე  დამარტყა. საპასუხოდ ფეხებს შუა ამოვარტყი, რაზეც ძალიან გამწარდა – შენ თუ აქედან გაგიშვა ცოცხალი, მე კაცი არ ვიყოო. მიწაზე დამაგდო და ფეხით შემდგა, მერე ტანსაცმელი  შემომახია და თითქმის შიშველი დავრჩი მის წინაშე.  ყველანაირად ვიცავდი თავს, მაგრამ, ვერაფერს გავხდი. ისე მექცეოდა, როგორც ნამდვილი სადისტი მოიქცევა: ხის ტოტზე მიმაბა ჩემი შარფით. თითებზე რამდენიმე  ოქროს ბეჭედი მეკეთა, საფულეშიც 80 ლარამდე ფული მედო. ჯერ ბეჭდები წამაძრო, მერე საფულე და ჩემი  მობილური ტელეფონი აიღო, თან მითხრა: მთელი ცხოვრება შენ გეძებდი და, აი, ხომ ავისრულე წადილიო. ჯერ გონება არ მქონდა დაკარგული, ვერ მივხვდი, ეს რატომ მითხრა. ცოტა გავთამამდი და ვუთხარი: ხომ იცი,  რომ ეს არ შეგრჩება და პოლიციაში მოხვდები-მეთქი, ამის თქმაზე სულ გაგიჟდა. პოლიციაში რომ არ მოვხვდე, აქედან ცოცხალი ვერ წახვალო, –  ამის თქმა იყო და, ჯერ ქვებზე მარტყმევინა თავი, მერე კი რაღაც რკინა გადმოიღო მანქანიდან და ორჯერ ჩამარტყა თავში. სანამ გონებას დავკარგავდი, მახსოვს, როგორ ვიგრძენი საკუთარი  სისხლის გემო – სახე მთლიანად სისხლით მქონდა მოსვრილი.  გონება დავკარგე. არ მახსოვს რამდენ ხანს ვეგდე მიწაზე, გონს რომ მოვედი, ფორთხვით ამოვედი გზაზე, სადაც ისევ დავკარგე გონება.”            

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, დაიწყო გამოძიება. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის დადგენა იოლი არ იყო – ქალს ახსოვდა მხოლოდ ავტომობილის მარკა, მისი მონათხრობის მიხედვით, ავტომობილი „ფორდის” მარკის ტაქსი იყო, რომელსაც საქარე მინა თავად ელენე კ-ძემ ჩაუმტვრია ქვით მანამ, სანამ მასა და მძღოლს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართებოდა, მაგრამ, მხოლოდ ამ ინფორმაციით დამნაშავის მიგნება იოლი არ იყო. 

გამოძიებისთვის ყველაზე მეტად ხელჩასაჭიდი აღმოჩნდა  ის გარემოება, რომ დაზარალებული ჯიუტად ამტკიცებდა: მამაკაცს, რომელმაც გამაუპატიურა და გამძარცვა, წარსულიდან ვიცნობო, თუმცა, მის ვინაობას ქალი ვერ იხსენებდა. ელენე კ-ს შემდგომი დაკითხვისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაზარალებული წლების წინ კაზინოში მუშაობდა და იმ დროს ინტიმურ კავშირში იმყოფებოდა მამაკაცთან, რომელიც მოგვიანებით ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, ასევე, გაირკვა, რომ მამაკაცს ჰყავდა  ვაჟიშვილი, რომელიც, იმ დროს, როდესაც მამას კრუპიე ქალთან  გახმაურებული რომანი ჰქონდა,  სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა.  ის ციხეში პირველად არასრულწლოვანი მოხვდა,  მეორედ უკვე  ძარცვისთვის დააკავეს, მაგრამ, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ციხიდან გათავისუფლებული მამუკა წ. საკუთარი ავტომობილით ტაქსაობდა. როგორც დადგინდა, ავტომობილის ფერი და მარკა ემთხვეოდა იმ ავტომობილის მარკას, რომლის მძღოლმაც ელენე კ-ძეს მძიმე დაზიანებები მიაყენა.                   

სამართალდამცველები ძიების კვალმა  მამუკა წ-სთან მიიყვანა. როგორც გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და იმპულსური  ადამიანი იყო და ხშირად ხვდებოდა კონფლიქტურ სიტუაციებში.  თავიდან მამუკა წ. სასტიკად უარყოფდა ბრალდებას და საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად  ალიბიც  „გამოძებნა” – იმ ღამეს,  როდესაც ეს დანაშაული მოხდა, მეუღლესთან ერთად სტუმრად ვიმყოფებოდიო, თუმცა, როგორც მოგვიანებით დადგინდა, მას შემდეგ, რაც მამუკა წ-მ დანაშაული ჩაიდინა, საკუთარ ტანსაცმელზე ყველანაირი კვალი წაშალა, სახლში  მისული კი მეუღლესთან ერთად სიმამრთან წავიდა სტუმრად. მამუკა წ-მ  ჩადენილი დანაშაული მას შემდეგ აღიარა, რაც მის მიმართ გამოძიებამ შეკრიბა მტკიცებულებები, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი იყო დაზარალებული ქალის მიერ მის  სახეზე დატოვებული ნაკვალევი. ამონაწერი  მამუკა წ-ს აღიარებითი ჩვენებიდან: „ელენე  კ-ძე წლების წინ  ორჯერ მყავს ნანახი.  ვიცოდი, რომ მამაჩემთან რომანი ჰქონდა. მაშინ პატარა ვიყავი და ყველა ცდილობდა, ეს ამბავი ჩემთვის საიდუმლოდ დარჩენილიყო. ცოტა რომ წამოვიზარდე, ციხეში მოვხვდი, მაგრამ, ვიცოდი, რომ მამაჩემისა და ამ ქალის  ურთიერთობამ  ჩვენი ოჯახი დანგრევის პირას მიიყვანა. ციხიდან რომ გამოვედი, მამაჩემი გარდაცვლილი დამხვდა, შესაბამისად, მათი რომანიც დამთავრებული იყო. ელენე რამდენჯერმე დავინახე ქუჩაში და გამოლაპარაკება მინდოდა, მაგრამ, ვერ მოვახერხე. იმ დღეს ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით.  როგორც კი მანქანაში ჩამიჯდა, მაშინვე ვიცანი. ამ ქალის „ზუბი” სულ მქონდა. ქალად კარგი ქალია და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მაშინვე მივხვდი, რომ თვითონ ვერ მიცნო. ძალიან ვულგარულად იყო ჩაცმული,  წამეკეკლუცა კიდეც. მეც მოვსინჯე, ამყვებოდა თუ არა.  ამყვა და მერე როგორ! ამ ქალს წლები ვეძებდი, შემთხვევით გადავეყარე და ისე ვერ გავუშვებდი, ჟინი რომ არ მომეკლა. ზღვაზე ავიყვანე, მეგონა, არ გამიძალიანდებოდა, მაგრამ, ისე გაგიჟდა, ჯერ მანქანა დამიმტვრია, მერე ფეხი ამომარტა და სახეზე ისე  მიკბინა, ხორცი ამომაგლიჯა. გამწარებულს სულ გადამეკეტა ჭკუა, საკუთარ საქციელს ვეღარ ვაკონტროლებდი. გაძარცვა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ, რადგან უგონოდ დავტოვე შემთხვევის ადგილზე,  იქიდან ცარიელი  აღარ წამოვედი. ერთი ოქროს ბეჭედი ჩემს ცოლს ვაჩუქე, ორიც მეზობლის დახმარებით გავყიდე, ის  ფული  კი, რაც ელენეს ამოვაცალე საფულიდან, იმ საღამოსვე   დავხარჯე სიმამრთან“.                

 სასამართლო პროცესზე დანაშაულში ბრალდებულ მამუკა წ-სა და დაზარალებულ ქალს შორის „დუელის” მეორე ნაწილი გაიმართა. ბრალდებულის პასუხმა – შენი გაუპატიურებით მამაჩემის ხსოვნას ვეცი პატივიო, სასამართლო დარბაზში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ბრალდების დაცვა ცდილობდა, შემამსუბუქებელ გარემოებებად გამოეყენებინა ის, რომ მამუკა წ. მცირეწლოვანი ბავშვების მამა და ინვალიდი დედის ერთადერთი მარჩენალი იყო,  მაგრამ, სასამართლომ ეს გარემოებები არ გაიზიარა და ვადაზე ადრე გათავისუფლებულ  მამუკა  წ-ს წარსულში მოუხდელი სასჯელიც დაუმატა, ჩადენილი დანაშაულისთვის კი ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.   

скачать dle 11.3