მამათა შეგონებანი
გრიგოლ ღვთისმეტყველი: ღმერთს ვუყვარვართ უფრო მეტად, ვიდრე ეს მამას, დედას, მეგობარს ან სხვა ვინმეს ძალუძს. მეტიც, მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს. საკუთარ დიდებაზე მეტად ჩვენს გადარჩენაზე ზრუნავს. ამის დადასტურებაა ამა სოფლად ტანჯვისა და სიკვდილისთვის (კაცობრივი სხეულით) თავისი მხოლოდშობილი ძის გამოგზავნა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის ხსნისა და მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა.
ნიკოლოზ სერბი: სად არის ღმერთი? გიპასუხეს: ღმერთი შენშია. გაკვირვებული ხარ ასეთი სიტყვებით. ეს რანაირადაა შესაძლებელი?! დაახლოებით ისევე, როგორც სინათლე – ოთახში ანდა ცეცხლი – ღუმელში. ოდესმე შეიგრძნობ საკუთარ თავში უფალს და შეიცნობ, რომ იგი შენშია, მაგრამ ეს სხვისთვის ძნელი ასახსნელი იქნება.
***
ქრისტიანის სული, როდესაც ღირსი ხდება, შემოქმედისგან მის სულს მიიღებს, ხოლო მიღების შემდეგ, იპყრობს გონებაში მანამ, ვიდრე გონება არ განიღმრთობა; გულში – ვიდრე გული არ განიღმრთობა, ნებაში, ვიდრე ნება არ განიღმრთობა, და გამუდმებულად უარესია ის სამ განზომილებაში, ვიდრე სრულად არ განიღმრთობა სული. ასე ხდება სული დიდებული, მდიდარი და წმიდა, მაშინ იძენს იგი შესაძლებლობის გარდაქმნას, სული შთაბეროს, გაანათლოს სხეული, როგორც საკუთარი ორგანო.
ეპისკოპოსი პეტრე: გამოჯანმრთელების შემთხვევაში გვმართებს ვმადლობდეთ ღმერთს, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მომნიჭებელს. გვმართებს აღვასრულოთ ავადმყოფობის დროს მიღებული სასიკეთო გადაწყვეტილებები და წარვემატოთ სათნოებებში.
იოანე სინელი: სიძვისმოყვარეობის გველი მრავალგვარია. ვისაც ცოდვის სიტკბო არ უგემია, იგი ჩააგონებს, რომ ერთხელ მაინც იგემოს ის და აცდუნებს, ხოლო მათ, ვინც გამოცდილნი არიან, სიამოვნების გახსენებით შეაცდენს; პირველთაგან რადგან ცოდვის გემო არ იციან, აღარც შესაბამის ბრძოლებს განიცდიან, ხოლო მეორენი კი დიდ ტანჯვას და ბრძოლას დაითმენენ. ნეტარია, ვინც ვნებებზე გაიმარჯვებს და არც აზრით და არც გრძნობით არ ცდუნდება ხორცით, რომელიც სულ მალე ხრწნას მიეცემა!
ალექსი ბერი: სიწმინდე უსხეულო ბუნების გათავისებაა. სიწმინდე ქრისტეს სანატრელი სახლი და გულის მიწიერი ზეცაა. სიწმიდე ბუნების ზებუნებრივი უარყოფაა და ხრწნადი სხეულის ჭეშმარიტად დიდებული მოშურნეობა უსხეულო სულთა მიმართ.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ღმრთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ადამიანის გულში განუწყვეტელი ბრძოლა წარმოებს ბოროტსა და კეთილს, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის. და როცა იგი ცდილობს სიცრუესა და უწმინდურებას მადლითა და ჭეშმარიტებით სძლიოს, იგივე ბრძოლა მადლსა და ცოდვას შორის ამ სოფელშიც მიმდინარეობს. ღვთისმოყვარე ისაა, ვინც ამ ბრძოლაში პირველის მხარეს იჭერს და მეორეს ემტერება.