კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ცდილობდა გიორგი სუხიტაშვილი გოგონებისთვის „კალგოტკებზე“ თვალის წასვლას და რაში გამოირჩეოდა ის განსაკუთრებული პროფესიონალიზმით

„ადამიანმა ღირსება არასდროს არ უნდა დაკარგო. შეიძლება რაღაცეების კეთება გიწევს სხვადასხვა რამის გამო, მაგრამ შენი ქმედება თუ სხვის პრობლემებს იწვევს, ეს უკვე ღირსების საკითხია... ჩემი მეგობრები – ნოდიკო და სოფო მიდიან „ევროვიზიაზე“ და რაღაც საოცრება ხდება ჩვენი სფეროს დანარჩენი წარმომადგენლების მხრიდან. არაკოლეგიალური  და არაერთგვაროვანი რეაქცეიბი ჰქონდათ, რაზეც ძალიან მწყდება გული. ტელევიზიით სიუჟეტები ვნახე, ბეჭდურ მედიაშიც წავიკითხე რაღაცეები... შე მამაცხონებულო, ამ ღვარძლს თუ ვერ ინახავ, ჩუმად მაინც იყავი... ნოდიკოს და სოფოს მინდა წარმატება ვუსურვო, ხოლო ჩვენს კოლეგებს მეტი კოლეგიალობისკენ მოვუწოდო... „ჯეოსტარი“ ხომ დამთავრდა, მაგრამ ბევრ სხვა პროექტის მონაწილეს ისევ ყელში აქვს გაჩხერილი: რით ვერ დამთავრდა ეს „ჯეოსტარიო“. შენ უკეთესად გააკეთე ყველაფერი, ვინმე გიშლის?.. მაგრამ ძნელია‚ იმ ადამიანებს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, პროფესიონალიზმი მოსთხოვო. სცენაზე დგომას მხოლოდ სმენა და ხმა არ სჭირდება, ბევრი ინტელექტიც უნდა“‚ – ასე დაიწყო, ჩემი და გიორგი სუხიტაშვილის საუბარი, რომლის აზრი‚ ბევრ საკითხთან დაკავშირებით‚ საკმაოდ საინტერესოა. 

გიორგი სუხიტაშვილი: 2 წელიწადზე მეტია‚ რაც თბილისის მერიის ბიგ-ბენდთან ვმუშაობ. ბიგ-ბენდი უმაღლეს სასწავლებლებში ხშირად ატარებს უფასო კონცერტებს და ეს თბილისის მერიის საჩუქარია, რომლის ბალანსზეც ვიმყოფებით. არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ევროპის მასშტაბითაც სულ რამდენიმე ბიგ-ბენდი არსებობს და მათ შორის ჩვენიც. ბიგ-ბენდები ძირითადად იკრიბებიან და მერე იშლებიან. ჩვენ მზა პროგრამა გვაქვს და ვცდილობთ, საჩუქარი გავუკეთეთო სტუდენტებს, რადგან თბილისში ძირითადად, კონცერტები არ ტარდება, განსაკუთრებით კი უფასო, თუ რამე სარჩული არ აქვს. ბიგ-ბენდში ასაკობრივი ზღვარი ძალიან ვრცელია: ახლახან მოგვივიდა „ფლეიტისტკა“, ძალიან საყვარელი გოგო და ყველაზე უხუცესი კი ჩვენს შორის დაახლოებით 84 წლამდეა. უნდა უყურო, როგორ ემზადება, როგორ უდგება თავის საქმეს და ხვდები, რომ პროფესიონალიზმის მისაღწევად კიდევ ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი.

სულ იმის სურვილი მაქვს, რომ ხალხს ჩვენს პროფესიაზე ვესაუბრო, რადგან ხშირ შემთხვევაში, ამის შესახებ ადამიანებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ასე არ არის – მარტო პირი გააღო და იმღერო. შეიძლება პირიც გააღო, იმღერო, მაგრამ სცენაზე ვერ დადგე – ამას კიდევ თავისი კულტურა, გამოცდილება, ალღო, მაყურებლის დაჭერა და ბევრი რამ სჭირდება. როდესაც  ბავშვთა სახლების ბავშვებს ვხვდები, რომლებსაც დამოუკიდებელი ცხოვრების მიმართ ლტოლვა გამძაფრებული აქვთ, ხშირად ვესაუბრები ასეთ საკითხებზე.

– რა კითხვები აქვთ ხოლმე?

– ძირითადად აინტერესებთ: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთო. მეც სპეციფიკაზე ვესაუბრები, შრომოსმოყვარეობაზე, როგორ უნდა აიძულო საკუთარი თავი, რომ გარკვეული ცდუნებები უარყო და იშრომო. ასევე მეკითხებიან: როგორ უნდა მივაღწიო იმას, რომ ხალხს ვუყვარდეო. მეც ვუხსნი, რომ პოპულარობა ორნაირია: ადამიანი ან დადებითად ხარ პოპულარული‚ ან უარყოფითად. მახსოვს‚ ბავშვობაში მქონდა ასეთი სურვილი: მინდოდა, ხალხს ვყვარებოდი. იმიტომ კი არა, რომ ნარცისი ვარ, ამბიციები მაწუხებს, უბრალოდ‚ მინდოდა‚ ხალხს ვყვარებოდი ჩემი საქმიანობის გამო და ეს თავიდანვე მქონდა გააზრებული. 

– რას აკეთებდი ბავშვობაში, რომ შენ გარშემო მყოფ ხალხს, იმ საზოგადოებას‚ სადაც ტრიალებდი, ყვარებოდი?

– ძირითადად იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. სკოლაში არაფრით გამოვირჩეოდი, გარდა იმისა, რომ სიმღერა შემეძლო, ვმღეროდი და მასწავლებლებში დადებით ემოციებს ვიწვევდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცელქი ვიყავი, მაინც მასწავლებლებისთვის ფავორიტი გახლდით, ბევრი რამე მეპატიებოდა და დღემდე ჩემს პედაგოგებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა‚ ძალიან ბევრ ცუდ რამეს ვაკეთებდი: მინების ჩამტვრევიდან დაწყებული‚ მერხების დამტვრევით დამთავრებული, ყველაფერი მაქვს გაკეთებული. შურდულივით „წუილა“ მქონდა, შიგნით რკინის მოღუნულ მავთულებს ვდებდი და ვისროდი. ვიღაცამ მითხრა: გოგოს რომ მოარტყამ „კალგოტკაზე“, თვალი წაუვაო. ვერც ერთხელ ვერ წავუყვანე თვალი, მაგრამ ეს გოგონები ხან სად ჩაიკეცებოდნენ, ხან კიდევ – სად. ჩემი პროფესიონალიზმი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ისე ვისროდი, ვერ ხვდებოდნენ‚ ვინ ისროდა... მოკლედ, ჯიბიდან ვისროდი. 

– პირადად შენ, რა დაგეხმარა წარმატების მიღწევაში? თან, სტაბილურად ინარჩუნებ ხალხის სიყვარულს.

– პირადად მე, ადამიანების მიმართ უფრო მეტი სიყვარული გამიჩნდა, თუმცა‚ ხალხთან ურთიერთობა დიდ ენერგიას გართმევს. თუ ენერგიას არ გართმევს, ესე იგი‚ ზედაპირულად ეკიდები თითოეული ადამიანის სიტყვას, კეთილ სურვილს. რაღაცას რომ მეკითხებიან, ვცდილობ‚ ამომწურავი პასუხი გავცე, ზედაპირული არ ვიყო. თავადაც მაღიზიანებს საკუთარი თავი... თუ რაღაც ზედაპირულად გამომივა, მგონია, რომ სნობური, ან ამპარტავნული რაღაც მჭირს. ამპარტავანი კი ვარ, მაგრამ ამას ძირითადად, ახლობლებში გამოვხატავ: ჩემი იუმორით ან „მყრალი“ ხასიათით. რა თქმა უნდა‚ ვცდილობ‚ უცხო ადამიანებს ეს თვისებები თავზე არ მოვახვიო, რადგან არ მიცნობენ და შეიძლება‚ არასწორი დასკვნა გამოიტანონ. ბოლო დროს დამეწყო შემოქმედებითი შიმშილი. სულ ვამბობ, რომ არ შემიძლია ცოტ-ცოტა რაღაცეების კეთება. ახლა მინდა, ახალი პროექტი დავიწყო, შეიძლება‚ სულ სხვა მიმდინარეობა იყოს. იქნებ გამოჩნდეს ვინმე, რომელიც კარგ სიმღერას დამიწერს. ვისაც უნდა, რომ სარბიელზე გამოვიდეს, მე პირიქით მივესალმები ამას და ვითანამშრომლებ კიდეც. 

– იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიგეღწია, რაზე გიწევდა უარის თქმა?

– არის რაღაცეები, რაზეც უარის თქმა და შენი თავის იძულება გიწევს. მაგალითად‚ შეგიძლია რამე შექმნა, დაწერო, ამ დროს სადმე წასვლა – ეს უკვე ფუფუნებაა. სწავლასთან კავშირშია: ჯერ გაკვეთილები მოამზადე და მერე ჩადი ეზოში. როცა სამეცადინო, სამუშაო გაქვს, ამ დროს ბევრი ცდუნება ჩნდება, თუნდაც ტელევიზორი, კომპიუტერი, კლუბში გინდა გასვლა, მეგობრებთან, მოკლედ, ბევრი რამეა და ეს ცდუნებები უნდა გადალახო. სულ ვცდილობ‚ შემდეგ თაობას ვუთხრა: არასდროს წაიკითხონ „ვეფხისტყაოსნის“ ან სხვა ასეთი დიდი, მნიშვნელოვანი ნაწარმოების მოკლე შინაარსი. წაიკითხონ ის დედანში და დეტალურად გაეცნონ ბევრ რამეს.

– ისე‚ შენგან კარგი პედაგოგი დადგებოდა. 

– ოო, ძალიან მკაცრი პედაგოგი ვიქნები, დავრჩები უმოსწავლოდ. ჩემთვის პირად ურთიერთობებში მთავარი არგუმენტაციაა. ყველაფერი ლოგიკურად უნდა იწყებოდეს, მთავრდებოდეს, რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს. არასდროს ვიწყებ ისეთ საკითხებზე კამათს, რაც არ ვიცი. ყველა პროფესია ერთმანეთთან კავშირშია, ერთნაირია სტრუქტურულად, უბრალოდ‚ ადამიანისგან ყველა პროფესია სხვადასხვა რესურსს მოითხოვს. ახლა გერმანულს ვსწავლობ, მინდა‚ გერმანიაში გავაგრძელო სწავლა – სამსახიობოზე, ან კონსერვატორიაში, რომ საფუძვლიანი ცოდნა მივიღო.  წასვლა სერიოზულად მაქვს გადაწყვეტილი. თუმცა‚ მერე რა იქნება‚ არ ვიცი. დიდი ხნით უცხოეთში არასდროს ვყოფილვარ. ამიტომ, არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა შინაგანად ძალიან ქართველი ვარ და კარგი გაგებით – ქართული რაღაცეები ძალიან მაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებში ბევრი რამ არ მომწონს, ეს მაინც ჩვენი დამახასიათებელი თვისებებია. მაქსიმალისტი ერი ვართ, ოღონდ‚ საკუთარი თავის გარდა, ყველასგან ვითხოვთ მაქსიმალურს‚ რაც ყველაზე ცუდია. ტელევიზორთან, სხვის ქილიკში ყველანი მაგრები ვართ, მაგრამ შენ რომ შემოგიბრუნდებიან – ზუსტად ისე იქცევი, რაზეც სხვას აქილიკებდი. 

– ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში ყოველთვის ღიად აფიქსირებ შენს აზრს, რომელიც ხშირ შემთხვევაში კატეგორიულიც არის...

– როცა რაღაცას ვაკეთებ, ვცდილობ‚ კატეგორიული ვიყო, რადგან არ მინდა‚ რაღაცაზე ვილაპარაკო და ეს წყლის ნაყვა გამომივიდეს. ყოველთვის ისე ვწერ, რომ ვიცი, ვიღაცას პროტესტი გაუჩნდება. თან‚ „ფეისბუქზე“ ვინც მყავს მეგობრებში‚ ყველას ვიცნობ, რაღაც პრინციპით ან პოლიტიკური ნიშნით არავის ვარჩევ. მთავრობის ყოფილ წარმომდგენლებთან, რომლებთანაც ვმეგობრობ, პირშიც მიძრახავს, მითქვამს ის‚ რაც არ მომწონს და იგივეს ვაკეთებ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ვისაც ვიცნობ და ვისთანაც ვმეგობრობ. სულ ვამბობ იმას, რაც ჩემი გადასახედიდან არასწორია. ამას ბევრჯერ შეუშლია ხელი, ბევრჯერ დავბლოკილვარ. მაგრამ‚ როცა მე რაღაცას ვამბობ, ყოველთვის არგუმენტირებულია. არ ვიტყვი‚ ეს არ მომწონს‚ თუ ამაზე პასუხი, არგუმენტი არ მექნება. ხშირად უთქვამთ: სუხიტ, შენ რომ ეს დაწერე, ეს რომ თქვი, აი, ამის გამო...

скачать dle 11.3