კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მერის ფსიქოანალიზი

სუტენიორობიდან – ჩუკენობამდე

შესაძლოა იმიტომ, რომ ჩვენი მშობლიური ენა მეტად მდიდარია, ან, იქნებ, რელიგიურ ტერმინოლოგიაში საკუთარი განსწავლულობის გამოსავლენად, დედაქალაქის მერმა (წესითა და რიგით, ლაზათიან ქცევაში მისაბაძმა მაგალითმა), ოპონენტთა შეფასებისას ამ ჩვენს ისედაც რთულად კოაბიტაციურ პოლიტგარემოში ისეთი პროზაული შედარება შემოიტანა, როგორიც ჩუკენობაა (ჯერჯერობით სიტყვიერ დონეზე, თუმცა, არ არის გამორიცხული, სიტყვა საქმეშიც გადაიზარდოს).

ერთი სიტყვით, ბ-ნმა უგულავამ მთავრობას ზემოხსენებულ მავნე ჩვევაზე ხელის აღება ურჩია, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მას მხოლოდ იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა და განმარტა, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დედაქალაქის მერს მის მიერ ხმარებული სიტყვა აღარ განუმარტავს, სამაგიეროდ, დიდი პოლემიკა პოლიტიკური პარტიების მომხრე-მოწინააღმდეგეებს შორის გაიმართა.

მერის სიტყვამოსწრებულობით მოხიბლულები აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ „მასტურბაცია“ უცენზურო სიტყვათა რიგს არ მიეკუთვნება. ბუნებრივია, არ მიეკუთვნება (ოღონდ ისიცაა, რომ ვერც „საყველპურო ქართულს“ დავარქმევთ), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ პარლამენტის ნაციონალი დეპუტატები ლამის პარლამენტის გამჭვირვალე შენობიდან ამოხტნენ, როდესაც „მეოცნებე“კოლეგამ (ბ-ნმა ქანთარიამ) პოლიტიკურ სუტენიორობაზე ხელის აღებისკენ მოუწოდა, ამ ფონზე, წესითა და რიგით, ჩუკენობის გაგებაზე გული უნდა წასვლოდათ.

ასეა თუ ისე, რაკი ზიგმუნდ ფროიდი ბრძანებს, რომ სიტყვები ჩვენს ფარულ პრობლემებზე მიუთითებს, ხოლო აწ კახეთის გუბერნატორი ბ-ნი ჭიაბერაშვილი თავის დროზე ქართლის დედის ფსიქოანალიზით იყო გატაცებული, იქნებ, შექმნილ ვითარებაში ახლაც ჩარეულიყო და თავისი კომპეტენტური სიტყვა შეეწია ამ ჩვენი მერისთვის, პოლიტიკური ვითარების შეფასებისას, რაღა, მაინცდამაინც, ჩუკენობა გაახსენდა?!

скачать dle 11.3