კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულზე ეკალმოხვედრილები

ანუ, ავტობანდაწუნებულები

მართალია, „ჯეკ რიჩერის“ მსოფლიო პრემიერა გასული წლის დეკემბერში გაიმართა, თუმცა, ჩვენს კინოთეატრებში ამ კინოფილმმა მხოლოდ 31 იანვარს ჩამოაღწია (სწორედ 2013 წლის 31 იანვარს შედგა მისი კინოპრემიერა საქართველოს, ერთი ხელის თითებზე რომ დაეტევა, იმდენ კინოთეატრში).

ფილმი დაძაბულსიუჟეტიანია (ანუ, ამერიკულ სტილშია, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ჭიანჭველის ფასი აქვს) და მასში მთავარ როლს ტომ კრუზი თამაშობს. ჩვენ, ბუნებრივია, დიდად არ ვნაღვლობთ, აღმოჩნდება თუ არა ის წარმატებული, მაგრამ, გულზე ეკლად მოგვხვდა, რომ ფილმში საქართველო უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული, სხვათა შორის, იმ კუთხით, რითიც ჩვენ თავი მწვანე კიტრებივით მოგვაქვს: კერძოდ, ამ ჩვენს ავტობანებსა და მოასფალტებულ გზებს დასცინიან. უფრო ზუსტად, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი შემდეგნაირად მოგვიხსენიებს: არის ქვეყანა საქართველო, რუსეთის მეზობლად, სადაც რაღაც კომპანიები სოფლებში აგებენ გზებს, რომლებიც არავის არაფერში სჭირდება; აშენებენ ხიდებსა და ესტაკადებს, რომლებზეც არავინ დადის და არ ვითარდება. ეს ყველაფერი სიმსივნური დაავადებასავით არისო.

ჩვენ არ ვიცით (ან ვინ გვეტყვის), რატომ შემოგვიწყრა აშშ-ური კინოინდუსტრია ან რატომ დაადგეს თვალი ამ ჩვენს ორიოდ ავტობანსა და ათიოდ ხიდს (სხვათა შორის, ფილმი 2011 წელსაა გადაღებული), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ლამის ფეხქვეშ გავეგეთ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერაზე, მერე რა, რომ ორ კინკილა, მაგრამ, მაინც  ვარსკვლავს, როგორც ჩანს, ამაოდ დავშვრით, ვინაიდან, აშკარაა, რომ „ეტოტ გოლივუდ ნას (ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ავტობან-ხიდებს) სოვსემ ნე უვაჟაეტ”!

скачать dle 11.3