კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სალათა „ორიგინალური“

საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი ქათმის ფილე, 100 გრამი ლორი, 1 ქილა სოკო (დაკონსერვებული, 400 გრამი), 3 ცალი კვერცხი, 3 ცალი კარტოფილი, მარილი და შავი პილპილი, მაიონეზი, სალათის ფოთლები, 1 ცალი გამდნარი ყველის ფირფიტა, ნახევარი კონა კამა, 2 კბილი ნიორი. 

მომზადების წესი: ფილე მოხარშეთ, გააცივეთ და დაჩეჩეთ. ლორი დაჭერით წვრილ ჩხირებად (ბეკონიც შეიძლება), ქამა სოკო – ფირფიტებად. გააცალკავეთ მოხარშული კვერცხის ცილა და გული და ცილა მსხვილკბილა სახეხზე გახეხეთ. კარტოფილი გათალეთ და გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე ან დაჭერით უწვრილეს ჩხირებად, შებრაწეთ ძალიან ცხელ ზეთში და გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთი რომ დაიწუროს.

ყველი გახეხეთ, კვერცხის გული გასრისეთ ჩანგლით. კამა ძალიან წვრილად დაჭერით, ნიორი კი დანაყეთ. დაუმატეთ მაიონეზი და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. ამ მასისგან მოამზადეთ კვერცხის ფორმის ბურთულები და მოათავსეთ მაცივარში.

სასალათეზე დააფინეთ სალათის ფოთლები. ცალკე თასში აურიეთ სალათის ინგრედიენტები: ქათმის ფილე, გახეხილი კვერცხის ცილა, ბეკონი, ქამა სოკო, მაიონეზი, ცოტა მარილი და შავი პილპილი. მზა სალათა მოათავსეთ სასალათეს ცენტრში. მოუმრგვალეთ ზედაპირი და დაფარეთ შემწვარი კარტოფილის ჩხირებით. გარშემო კი შემოუწყვეთ ყველიანი ბურთულები. ლამაზიც არის და გემრიელიც.

скачать dle 11.3