კალმახის წვნიანი ნაღებით
საჭირო ინგრედიენტები: 3 ცალი კარტოფილი, 2 ცალი კალმახი, 200 გრამი დაკონსერვებული პომიდორი, 1 თავი ხახვი, 250 მილილიტრი თხელი ნაღები, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: მდუღარე წყალში ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი. 10 წუთის შემდეგ დაუმატეთ კალმახის ფილეს ნაჭრები, კიდევ 10 წუთის შემდეგ – დაჭრილი ხახვი, პომიდორი და წიწაკა. რამდენიმე წუთში წვნიანში ჩაასხით ნაღები, შეაზავეთ მარილით და კიდევ 10 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე.