ქათმის ხარდალი
საჭირო ინგრედიენტები: 3 ნაჭერი ქათმის ფილე, 300 გრამი ბროკოლი, 300 გრამი დაკონსერვებული ან ახალი ქამა სოკო, 4 სადილის კოვზი ჟელატინი, 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 3 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 კოლოფი დაკონსერვებული მოხარშული სიმინდი, 5 ცალი პილპილის მარცვალი, თითო კონა კამა და ოხრახუში – მოსართავად, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათამს დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ მთლიანი სტაფილო და ხახვი და მოხარშეთ. ხარშვის ბოლოს დაამატეთ პილპილი და დაფნის ფოთლები. ბულიონი სხვა ჭურჭელში გადაწურეთ, ხორცი კი გააცივეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ცალ-ცალკე წყალში მოხარშეთ შუა-შუა დაჭრილი სოკო და ბროკოლი. კექსის ფორმაში ძირზე დააფინეთ მწვანილი, შემდეგ ფენა-ფენა დააწყვეთ ქათმის ნაჭრები, სიმინდი, სოკო და ბროკოლი. გადაწურული ბულიონიდან ცალკე ჭურჭელში ჩაასხით 850 მილილიტრი (თუ მაგდენი არ გამოვა, შეავსეთ ანადუღარი წყლით) და შეაზავეთ მარილით. ცივ ბულიონში ჩაყარეთ ჟელატინი და 40 წუთი გააჩერეთ, შემდეგ ნელ ცეცხლზე დადგით და ურიეთ. ადუღეთ სანამ ჟალატინი ბოლომდე დადნება. სითხე ფორმაში ჩაწყობილ პროდუქტებს დაასხით და შედგით მაცივარში გამაგრებამდე. კერძის ლანგარზე გადმოღების წინ ფორმის ფსკერი 2 წამით ცხელ წყალში ჩადეთ, რომ შიგთავსი ადვილად ამოიღოთ.