ანეკდოტები
სანამ მამა ნაძვის ხეს რთავდა‚ შვილის ლექსიკური მარაგი საგრძნობლად შეივსო.
***
ქმარი: რას აკეთებს თოვლის ბაბუა კარადაში?
ცოლი: ჩემს სურვილებს ასრულებს.
***
შეტყობინება გოგონებს‚ რომლებიც ელოდებიან თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს: „ცხენი გზაში დამეღუპა‚ მოვდივარ ფეხით‚ მაგვიანდება.“
***
რაც უფრო დაბალი თანამდებობა გიკავია‚ მით მეტად შესამჩნევია შენი სამსახურში არყოფნა.
***
გამოკითხვაში: „ვისი კოცნა უფრო ტკბილია – ქმრის თუ საყვარლის“ 500 გამოკითხულიდან 300-მა უპასუხა – ქმრის‚ 200-მა – საყვარლის. არც ერთის პასუხი არ იყო: „არ ვიცი“.
***
– გაიგე? ჟურნალ „გლამურის“ სექტემბრის ნომერში ორსულობის ტესტი ჩაუდევთ...
– მაგას აჯობებდა‚ ივნისის ნომერში პრეზერვატივები ჩაედოთ...
***
სიძის წერილი:
„ძვირფასო სიდედრო!
ძალიან გთხოვთ‚ ნუ მასწავლით‚ როგორ აღვზარდო ჩემი შვილები. მე დაქორწინებული ვარ თქვენს ქალიშვილზე და, მინდა დაგარწმუნოთ‚ რომ თქვენი აღზრდის შედეგი არცთუ სახარბიელოა.“
***
– აბა‚ როგორ ხარ?
– კარგად. არანაირი პრობლემა...
– ო‚ ესე იგი, ცოლის მოყვანის დროა...
***
თქვენმა დაქალებმა დაგივიწყეს? სასწრაფოდ დადეთ სტატუსი: „როგორ მოვიქცე?! ჩემი დაქალის ქმარს ვუყვარვარ!“
***
გადატვირთული ავტობუსი. ქალის ხმა:
– ეე‚ რას აკეთებ‚ კაცო?
პაუზა. ისევ ქალის ხმა:
– რას აკეთებ-მეთქი?
პაუზა... ქალმა მესამედ უყვირა – რას აკეთებო. ისევ პაუზა. სიჩუმეს ბოხი ხმა არღვევს:
– ე ბიჭო‚ ნუ დაგვტანჯე‚ უპასუხე‚ რას აკეთებ!
***
ახალგაზრდა კაცი კაფეში ყავას სვამს. ხედავს, მეზობელ მაგიდასთან ძალიან ლამაზი გოგონა ზის. ყოყმანის შემდეგ‚ როგორც იქნა‚ მივიდა და ხმადაბლა ეკითხება:
– შეიძლება‚ თქვენს მაგიდასთან ჩამოვჯდე?
– რა?! როგორ მაკადრეთ? ვინ გგონივართ? – იყვირა გოგომ მთელი კაფეს გასაგონად.
ბიჭი უხერხულად აიწურა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ცოტა ხანში კი გოგო მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა:
– მაპატიეთ... იცით‚ მე ფსიქოლოგი ვარ და ვმუშაობ თემაზე – „ადამიანთა ქცევები არაადეკვატურ სიტუაციაში“.
ახლა ბიჭმა იყვირა ხმამაღლა:
– 100 ლარი? რა ამბავია?!
***
როდესაც პატარა ვიყავი‚ ვოცნებობდი პრინცზე‚ რომელიც წამიყვანდა... ახლა ამაზე ჩემი ქმარი ოცნებობს.
***
არაფერი არ არის მამაკაცისთვის ისეთი მძიმე‚ როგორც ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე...
***
არ იცი, რა უპასუხო?! გაიღიმე და გაისწორე ლიფი...
***
– მამი‚ საშინლად დავიღალე‚ ძალიან მძიმეა... მოდი, ლიზი შენ აიყვანე‚ არ დამივარდეს... მე კი მაგ ბოცას წამოვიღებ.
– გაგიჟდი‚ შე შობელძაღლო? რო გაგიტყდეს?!
***
– მამი‚ გველები ლაპარაკობენ?
მიხომ სიდედრს შეხედა და უთხრა:
– რაღა ეხლა გაჩუმდი‚ ხო ხედამ‚ ბავშვი ინტერესდება!
***
უცნაური მშობლები მყავს: ჯერ მეჩხუბებიან‚ ერთ ამბავს დამაწევენ‚ მერე კი მეგობრებს ამაყად უყვებიან – იცით‚ ჩემმა შვილმა რა გააკეთა? დიდი ვერ მოიფიქრებდაო...
***
– აი, მესმის ღვინო! პარასკევს დავლიე და დღეს თავიც კი არ მიბრუის‚ არადა, წინ ორი დასვენების დღე მაქვს‚ – ჩაილაპარაკა ახალგამოღვიძებულმა რაჟიკუნამ და აზრზეც არ იყო‚ რომ უკვე სამშაბათი გათენდა.
***
– ბიჭო‚ მშობიარობის შემდეგ ჩემი ცოლი მოსუქდა და ძალიან ნერვიულობს. იყიდა გასახდომი ჩაი‚ ზის და სვამს... ტორტთან ერთად.
***
ძვირფასო გეებო! თუ ქუჩაში მიდიხართ და გესმით‚ როგორ აგინებენ პედერასტებს‚ ნუ შეწუხდებით – ისინი პოლიტიკოსებსა და მთავრობას აგინებენ‚ ან – ფეხბურთელებსა და მსაჯებს...
***
ტიპი შაყირის ხასიათზეა. დაინახავს გოგოს‚ მიდის და ეუბნება:
– ალბათ‚ თქვენ შინაგანად ხართ მშვენიერი, რადგან, გარეგნობით ასეთი მახინჯი ხართ...
ყველა ნაწყენი და გაბრაზებული რჩება.... მიუახლოვდა ერთსაც და შეამკო თავისებურად. გოგომ ახედ-დახედა და უთხრა:
– თქვენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ‚ ამსიგრძე ენა რომ გაქვთ‚ ალბათ, სხვა რაღაც გაქვთ მოკლე...
***
ახალგაზრდა რადიოში რეკავს:
– იცით‚ ჩემმა შეყვარებულმა კატის მოყვანა მთხოვა. მეც, ვიშოვე ფუმფულა ფისო... მივუყვანე და გადაიფიქრა – არ მინდაო... ახლა რა ვქნა?
– ეგ კატა სახლამდე მიაცილე და მშობლებს ჩააბარე, ფუმფულა ფისო კი შინ წაიყვანე.
***
– მამი‚ რით განსხვავდება სანტა კლაუსი თოვლის ბაბუისგან? – ეკითხება მთვრალ მიხოს შვილი.
– თოვლის ბაბუა‚ შვილო‚ ფიფქიასთან ცხოვრობს‚ სანტა კლაუსი კი – ირმებთან.
***
ჩაფიქრდა ვანია:
– წელს კარგად უნდა მოვიფიქრო‚ რა ვთხოვო თოვლის ბაბუას‚ თორემ‚ შარშან ჩავიფიქრე, ჟერარ დეპარდიეს თანამემამულე ვიყო-მეთქი და ის გახდა რუსეთის მოქალაქე...
***
სვანი მობილურს ყიდულობს.
– ნახეთ‚ ამ მოდელს როგორი ფუნქცია აქვს? ზარები სხვადასხვა სიტუაციებისთვის: „უხმო“‚ „ვიბრაცია“‚ „ოთახში“‚ „ქუჩაში“...
– „მესტიაში“ თუ აქვს?..