კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

სენეკა: ჩვენ გვჯერა დაახლოებით, მაგრამ გვეშინია ზუსტად.

ლაროშფუკო: ლაპარაკი მაშინ არის ძნელი, როდესაც სირცხვილია დუმილი.

ეჟი ლეცი: ჩვენს ბედს განსაზღვრავს ჩვენი არჩევანი და არა იღბალი.

ბუასტი: როდესაც ასაკიან ადამიანს არა აქვს მიღწევები, სკოლაში კარგი სწავლით ტრაბახობს.

ოთარ ჭილაძე: ხალხს შიშის გრძნობა არა აქვს, პოლიტიკოსები არიან მშიშრები.

რენარი: არაფერია გასაოცარი, თუ პოეტი ბინის ქირასაც გადაიხდის.

მოპასანი: თუ არ არის ის, რაც გიყვარს, მაშინ შეიყვარებ იმას, რაც არის.

ვოვენარგი: თავისუფალია ის, ვისაც აღარ აქვს სურვილები. რა საჭიროა მაშინ თავისუფლება?!

ჰეროდოტე: მილოცვა შურის ყველაზე შენიღბული ფორმაა.

ტვენი: ადამიანს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია სიყვარულისთვის, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს სხვაში შურის აღსაძვრელად.

მონტესკიე: უსარგებლო კანონები მნიშვნელოვან კანონებს ასუსტებენ.

***

ღირსეული კაცი თავის დამარცხებას საკუთარ თავს აბრალებს, უღირსი – სხვას.

სმაილსი: სოკრატესნაირ ადამიანს მეტი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობისთვის, ვიდრე ამერიკის რამდენიმე შტატს.

დარვინი: კაცი, რომელიც განიზრახავს, დახარჯოს თუნდაც ერთი საათი და არ დაინანებს დაკარგულ დროს, ჯერ კიდევ ვერ გაზრდილა იმდენად, რომ შეიგნოს მთელი სიცოცხლის ფასი.

ბლეიკი: ყოველ კაცში იმდენი პატივმოყვარეობაა, რამდენიც ჭკუა აკლია.

ადისონი: მე ყოველთვის უფრო თავშეკავებულ მეგობარს ვამჯობინებ, ვიდრე მეტისმეტად გულმოდგინეს.

ჯორდანო ბრუნო: ღვთაებრივს ეზიარება მხოლოდ ის, ვისაც არ ეშინია მიწიერი ტანჯვისა.

კონსტანტინე: ლომები და ვეფხვები უფრო გაუფრთხილებლები არიან, ვიდრე ვირთხები და თრითინები.

აკაკი: თუ კაცი სულ ბედნიერებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა.

ილია: ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდად სწავლული, იმდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო დიდად მავნებელია.

სუვოროვი: სადაც ნაკლები ჯარია, იქ მეტი სიმამაცეა.

კანტი: მხოლოდ მაშინ გახდები ადამიანი, როცა ისწავლი სხვაში ადამიანის ხილვას.

გერცენი: ჭკვიანმა იცის და გკითხავს, უჭკუომ არ იცის და არც გეკითხება.

როლანი: შექმნა – ნიშნავს გწამდეს.

ვაირი: წელში მწყვეტს იმისი სიმძიმე, რაც არ გამიკეთებია.

ენგელსი: იდეოლოგია ლაპარაკობს, ვაჭარი კი განაგებს.

გოეთე: ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრძნული აზრი მაინც.

ტოლსტოი: ბევრად უფრო კეთილშობილურია საკუთარი შეცდომების აღიარება, ვიდრე მისი მიყვანა გამოუსწორებელ შეცდომამდე.

ვეგა: ის, ვინც ქალებს აქებს, მათ კარგად არ იცნობს, ხოლო ვინც ლანძღავს, მათ საერთოდ არ იცნობს.

скачать dle 11.3