კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ორბი ჯგუფის„ საჩუქარი ბავშვებს

სტუდია „გვირილამ,” სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფთან” ერთად, დაგეგმა პროექტი – ფესტივალი „ზამთრის მელოდიები”. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სტუდია „გვირილა” და საზოგადოებისთვის საყვარელი მომღერლები და სახეები: თემურ წიკლაური, მამუკა მესხი, ბესიკ კალანდაძე, ანსამბლი „ფორტე”, ნუგზარ კვაშალი, გივი სიხარულიძე, ეთერ კაკულია, გია ჯაჯანიძე, სოფო ბედია. სპეციალურად თბილისელი მსმენელისთვის აჟღერდა უამრავი საყვარელი, ძველი ქართული მელოდია. 

მაკა გუჯაბიძე (სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის” მენეჯერი): ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს სტუდია „გვირილას” პროექტებს, რადგან ისინი გამოირჩევა ინოვაციით და ინტეგრაციის შინაარსს შეიცავს. ფესტივალი „ზამთრის მელოდიები” იყო დაუვიწყარი დღესასწაული, რომელიც სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფმა” აჩუქა პატარებს.

ნინო ჩიხლაძე (პროექტის წამყვანი):  ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ სტუდია „გვირილას” ბავშვებთან ერთად ძალიან მოიწადინა მაყურებლის გამხიარულება, მათთვის სპეციალურ კოსტიუმშიც კი გამოეწყო და ქუდზე გვირილები დაიმაგრა. წელს სტუდია „გვირილას” 20 წელი უსრულდება და, ვფიქრობ, მომზადდება ახალი საინტერესო პროგრამა საიუბილეო თარიღისთვის.

ბესო კალანდაძე (მომღერალი): ძალიან დიდი სიამოვნებაა სტუდია „გვირილას” ბავშვებთან ურთიერთობა. 3 წლის ნუციკო გოგუაძესთან ერთად მე შევასრულე სიმღერა კინოფილმიდან „კუჩხი ბედინერი”, რომელიც ძალზე თბილად მიიღო მაყურებელმა.

ნუგზარ კვაშალი (მომღერალი, წამყვანი და კეთილი მეზღაპრე): სტუდია „გვირილამ” აღზარდა ბევრი ნიჭიერი მომღერალი, ძალიან მიყვარს „გვირილას” პატარები.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდა ქართველი „პავაროტი” – მომღერალი მამუკა მესხი, რომელმაც ანსამბლ „გვირილას” სოლისტთან, გიორგი ღოღობერიძესთან ერთად შეასრულა ცნობილი სიმღერა „გრანადა”, რომლითაც მოიხიბლა მაყურებელი.  

ერნა წიფურია (სტუდია: „გვირილას” ხელმძღვანელი):  სტუდია „გვირილას” ბევრი მეგობარი ჰყავს. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ: ანსამბლი „ლაშქრული”, სტუდია „კაი ყმა”, სტუმარი გურჯაანიდან – გვანცა ზირაქაშვილი. დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით. ამ საახალწლო პროექტისთვის სამი თვე ვემზადებოდით და, ვფიქრობ, ძალიან ლამაზი საღამო გამოგვივიდა.

скачать dle 11.3