კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალეიდოსკოპი

კოსმოსური „ინკუბატორი“

ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის – European Southern Observatory-ს ასტრონომები საოცარი სილამაზის მოვლენის – ახალი ვარსკვლავის დაბადების მოწმეები გახდნენ და აღბეჭდეს კიდეც ფირზე. „ეს არა მარტო ესთეტიკური ტკბობა იყო, არამედ, საშუალება – ერთი საფეხურით მივუახლოვდეთ ჩვენი ვარსკვლავის – მზის, პლანეტების, მათ შორის დედამიწის წარმოშობის საიდუმლოს ამოხსნას“, – აცხადებენ მეცნიერები.

ჩილესა და სილეს ობსერვატორიებში მომუშავე საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფის თვალთახედვის არეში მოექცა ღრუბელი Lupus 3, რომელიც მორიელის თანავარსკვლავედშია და ჩვენგან 600 სინათლის წლით არის დაშორებული. მძლავრი ორმეტრიანი ტელესკოპის – MPG/ESO-ს საშუალებით გაკეთდა 5 სინათლის წლის დიამეტრზე გაშლილი ღრუბლის პირველი სურათი – ნამდვილად მკვეთრი გამოსახულება და ასტრონომების წინ განსაცვიფრებელი სურათი გადაიშალა.

კადრის პირველ ნაწილში ჩანს ძალიან კაშკაშა ახალშობილ ვარსკვლავთა ჯგუფი, რომლებიც მუქი, კვამლისებური ღრუბლიდან იბადებიან. იქვე გარკვევით დაინახავთ ორ ყველაზე ნათელ ობიექტს, რომლებიც ნაწილობრივ ფარავენ ერთმანეთს.

ღრუბელი შეიცავს ცივი კოსმოსის მტვრის უზარმაზარ მარაგს და წარმოადგენს  ინკუბატორს, საიდანაც ახალი ვარსკვლავები იბადებიან: მიზიდულობის ძალით შეკუმშული ამ ღრუბლის შედარებით მკვრივი ნაწილები ხურდებიან და იწყებენ ნათებას. თავდაპირველად ეს გამოსხივება თავად მტვერზე აირეკლება და მათი შემჩნევა მხოლოდ მძლავრი ტელესკოპითაა შესაძლებელი, მაგრამ, შემდეგ, როდესაც ვარსკვლავები უფრო მხურვალე და ნათელი ხდებიან, მათი გამოსხივება და ვარსკვლავური ქარები წმენდნენ მტვრის ღრუბელს და ახალი ვარსკვლავები მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდებიან ხოლმე.

როგორც მკვლევრები ამბობენ, ამ სურათზე ასახული ვარსკვლავები, ასეთი ახალგაზრდა და ცხელი, სწორედ ახალი მზეების მაგალითებია, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ორი დიდი ვარსკვლავის შემჩნევა მცირე ტელესკოპითაც შეიძლება, მაგრამ, სხვა „ახალშობილთა“ დანახვა მძლავრი შეიარაღების გარეშე ჯერჯერობით შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ, მეცნიერების აზრით, მზეებისა და გალაქტიკების უმრავლესობა, მაგალითად, ჩვენი მზე, რომელიც დაიბადა და ჩამოყალიბდა 4 მილიარდი წლის წინათ, გაცილებით მოკრძალებული ზომების კოსმოსურ ტერიტორიაზე გაჩნდა.

 

ბორდელი ინვალიდებისა და ფსიქიკურად დაავადებულთათვის

დიდ ბრიტანეთში მუშაობა დაიწყო ქვეყანაში პირველმა ბორდელმა, რომელიც მოემსახურება არაჯანსაღი ფსიქიკის  მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს.

„თანამედროვე საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან სხვადასხვაგვარი ფსიქიკური და ფიზიოლოგიური გადახრით, აქვთ სექსუალური მოთხოვნილებები და მათი დაკმაყოფილება აუცილებელია“, – განაცხადა ბორდელის დიასახლისმა, 44 წლის ბექი ადამსმა.

ახლა ის ეძებს მომსახურე პერსონალს და დიდი იმედი აქვს, რომ მისი კლიენტები გახდებიან აუტისტები, დასახიჩრებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებისთვისაც რთულია სექსპარტნიორის მოძებნა.

სხვათა შორის, ესპანელმა ექსპერტებმა და ფსიქოლოგებმა განაცხადეს: ადამიანებმა, რომლებიც დაინვალიდდნენ, პარალიზებულებმაც კი, არ უნდა დაუსვან წერტილი თავიანთ სექსუალურ ცხოვრებას, ისინი სექსუალურ ტკბობას ჯანმრთელ ადამიანებზე ნაკლებად არ განიცდიან. უფრო მეტიც, ბევრი ინვალიდისთვის სექსუალური ცხოვრება უფრო მდიდრული და სასიამოვნო შეიძლება იყოს, რადგან, როდესაც სექსუალური რეაქციები იცვლება, ჩნდება ახალი ეროგენული ზონების აღმოჩენის შესაძლებლობა. ზოგ შემთხვევებში კი, ზურგის ტვინის ტრავმის მიუხედავად, ინვალიდებს ერექცია, კოიტუსი და ორგაზმიც აქვთ.

скачать dle 11.3