რა მოხდა ამ დღეს
28 იანვარი
1871 – დაიწყო პარიზის ალყა პრუსიული არმიის მიერ (საფრანგეთ-პრუსიის ომი).
1986 – ამერიკული კოსმოსური ხომალდის „ჩელენჯერის“ აფეთქება.
29 იანვარი
1856 – დაარსდა ინგლისის ყველაზე პრესტიჟული სამხედრო ჯილდო – „ვიქტორიას რკინის ჯვარი“.
1861 – ამერიკის შეერთებული შტატების 34-ე შტატი გახდა კანზასი.
1927 – ლონდონში გაიხსნა სასტუმრო „Pank Lane Hotel“, რომელიც პირველი იყო მსოფლიოში ისეთ სასტუმროებს შორის, სადაც თითო ნომერს თავისი სააბაზანო ჰქონდა.
30 იანვარი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 9 – რომში, მარსის მოედანზე, გაიმართა თეთრი მარმარილოს სკულპტურული რელიეფით დამშვენებული მშვიდობის საკურთხევლის საზეიმო კურთხევა.
1820 – ინგლისელები მიიჩნევენ, რომ ამ დღეს ოფიცერმა ედუარდ ბრენსფილდმა აღმოაჩინა ანტარქტიდა; ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ანტარქტიდა აღმოაჩინა ამერიკელმა ნათანიელ პალმერმა; თავის მხრივ, რუსებს აქვთ პრეტენზია, რომ ორი დღით ადრე ანტარქტიდა აღმოაჩინეს ბეინსჰაუზენმა და ლაზარევმა.
1911 – ფინეთში ამოიფრქვა ვულკანი ტაალი. 80 მეტრის სისქის ლავამ, რომელსაც მომწამლავი გაზი ახლდა, 10 კილომეტრი რადიუსის ტერიტორია დაფარა. დაიღუპა 2 000-მდე ადამიანი.
1932 – ფინეთში გამოცხადდა „მშრალი კანონი“.
1933 – გერმანიის კანცლერად აირჩიეს ჰიტლერი.
31 იანვარი
1714 – პეტრე პირველმა გამოსცა ბრძანება, რითაც წარჩინებულები დაავალდებულა, შვილებისთვის აუცილებლად ესწავლებინათ „ციფრები და გეომეტრია“.
1971 – 19 წლის შემდეგ აღდგა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს შორის სატელეფონო კავშირი.
1999 – ლატვია შევიდა ევროსაბჭოს შემადგენლობაში.
1 თებერვალი
1918 – პატრიარქმა ტიხონმა ანათემას გადასცა საბჭოთა ხელისუფლება.
1924 – დიდმა ბრიტანეთმა აღიარა საბჭოთა ხელისუფლება.
1930 – საბჭოთა კავშირში დაიწყო მასობრივი კოლექტივიზაცია.
1946 – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.
1951 – ტელევიზიით პირველად გადასცეს ბირთვული ბომბის აფეთქება ნევადის შტატიდან.
2 თებერვალი
1046 – ანგლოსაქსურ ქრონიკებში აღწერილია მკვეთრი აცივება – „მცირე გამყინვარების პერიოდი“.
1535 – ესპანელმა კონკისტადორებმა დააარსეს ბუენოს-აირესი – არგენტინის დედაქალაქი, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი პორტი.
1556 – ცენტრალურ ჩინეთში, შანსის პროვინციაში, მოხდა მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით ყველაზე გამანადგურებელი მიწისძვრა – დაიღუპა 820 ათასი ადამიანი.
1820 – ბროდვეიზე პირველად დაიდგა სრული პიესა.
1852 – ლონდონში, ფრით-სტრიტზე, გაიხსნა პირველი საზოგადოებრივი ტუალეტი.
1898 – ამერიკის ჰარტფორდის შტატში პირველად გაიცა სადაზღვევო პოლისი.
1918 – სახალხო კომიტეტის დეკრეტით, ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს, სკოლა – ეკლესიას.
1962 – პლანეტების აღლუმი.
3 თებერვალი
1815 – შვეიცარიაში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ყველის ქარხანა.
1830 – გამოცხადდა საბერძნეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობა. მანამდე ის თურქეთის სულთნის უღელქვეშ იყო.
1966 – საბჭოთა ავტომატურმა სადგურმა „ლუნა 9-მ“ პირველმა გადმოსცა დედამიწაზე მთვარის ლანდშაფტის გამოსახულება.
1995 – ჩატარდა „ნატოს“ პირველი სამხედრო სწავლებები ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე.