კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი შიშები აქვს ჯასტინ ტიმბერლეიკს და რატომ იჭრის ის საკუთარი ხელით თმას

ჯასტინ ტიმბერლეიკმა მუსიკაში დაბრუნების განცხადება გააკეთა. უკანასკნელი ალბომის გამოშვებიდან შვიდი წელი გავიდა და მას შემდეგ პოპ-ვარსკვლავი მთლიანად კინოკარიერის აწყობაზე იყო გადართული, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამჟამად ჯასტინი ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის პირველი სინგლი უკვე გამოვიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალი ფირფიტის გამოსვლამდე კი, მის თაყვანისმცემლებს მომღერლისა და მსახიობის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ.

* ჯასტინ ტიმბერლეიკი დაიბადა 1981 წლის 31 იანვარს  ტენესის შტატში, ქალაქ მემფისში.

* მისი მეტსახელებია: „ხუჭუჭა”, „ჩვილი”, „მისტერ მიმზიდველობა”.

* ჯასტინის მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს და ამჟამად საკუთარი ოჯახები აქვთ. ჯასტინს ორი ნახევარძმა ჰყავს: ჯონათანი და სტივენი.

* ჯასტინ ტიმბერლეიკმა მუშაობა 12 წლის ასაკში დაიწყო – ის მღეროდა და ცეკვავდა ამერიკულ ტელეშოუში „მიკი მაუსის კლუბი.” 

* ბრიტნი სპირსი, თავისი პირველი და უკვე ყოფილი მეგობარი გოგო ჯასტინმა გაიცნო  ტელეშოუში „მიკი მაუსის კლუბი.” მათთან ერთად იმ პერიოდში შოუ-ბიზნესის კიდევ ერთი ვარსკვლავი – კრისტინა აგილერა მღეროდა.

* ჯგუფ „ენსინქის” წევრები ჯასტინმა „მიკი მაუსისი კლუბში“ გაიცნო, პირველი იყო ჯეი სი, რომელიც ამავე შოუში მღეროდა, ხოლო ლენსი, კრისი და ჯოი მათ მოგვიანებით შეუერთდნენ და ასე ჩამოყალიბდა 90-იანების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში პოპულარული ბოიზ-ბენდი.

* ჯასტინ ტიმბერლეიკის საყვარელი სპორტის სახეობაა კალათბურთი, იგი „ორლანდო მეჯიქის” ქომაგია.

* საყვარელი კერძები: შემწვარი ქათამი, სპაგეტი და ბრინჯის ფაფა.

* ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმაღლე 185 სანტიმეტრია.

* „ენსინქის” წევრებს შორის ჯასტინი ყველაზე ნიჭიერი იყო იუმორის საკითხში, იგი „დისნეის” პერსონაჟის – გუფის პაროდიას აკეთებდა და ჯგუფის წევრებს სცინებდა.

* საყვარელი დღესასწაული – შობა.

* ელტონ ჯონმა პირადად შეარჩია ჯასტინ ტიმბერლეიკი თავის კლიპში გადასაღებად. ჯასტინმა ახალგაზრდა ელტონი განასახიერა.

* სხვადასხვა დროს ჯასტინ ტიმბერლეიკს რომანები ჰქონდა შოუ-ბიზნესის არაერთ ვარსკვლავთან. ესენი არიან: ბრიტნი სპირსი, ალიას მილანო, ემა ბანტონი, ტონი მიტჩელი, ჯენა დევეინი, კაილი მინოუგი, ჯანეტ ჯექსონი და კამერონ დიასი.

* ჯასტინ ტიმბერლეიკი ბაპტისტია.

* ჯასტინის სტაბილური წონაა 77 კილოგრამი.

* ჯასტინის სახლში ორი შინაური ცხოველი ბინადრობს: კატა ელისი და ძაღლი – ოზი.

* ჯასტინ ტიმბერლეიკის საყვარელი ავტომობილის მარკაა „მერსედესი“.

* მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა, მისი ცხოვრების შესახებ რამდენიმე წიგნია გამოცემული. რამდენიმე ხნის წინ მომღერალმა დააანონსა, რომ ავტობიოგრაფიულ წიგნზე დაიწყო მუშაობა.

* ჯასტინ ტიმბერლეიკის საყვარელი კინოფილმია: „კივილი”.

* ჯასტინ ტიმბერლეიკის ნახევრადშეჭმული ფრანგული ტოსტი ინტერნეტ-აუქციონ „იბეიზე” 3 000 დოლარად გაიყიდა.

* ჯასტინ ტიმბერლეიკი რამდენიმე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის ლაურეატია: „ემტივი ევროპის” ორი პრემია, „ემტივი მიუზიქ ევორდსის” ოთხი პრემია, რამდენიმე „ემი” და „გრემი”. იგი დასახელებულია პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად „კოსმოპოლიტენის”, „ელისა” და „თინ ფიფლის” მიერ.

* ჯასტინ ტიმბერლეიკი ფეხბურთის მოყვარულია და ინგლისურ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედს” ქომაგობს.

* ტიმბერლეიკს საკუთარი რეკორდ-ლეიბლი აქვს – „ტენმენ რეკორდსი” და საკუთარი ტანსაცმლის ხაზი – „უილიამ რასტი”.

* ჯასტინ ტიმბერლეიკს თავისი ორი სოლო-ალბომის 18 მილიონამდე ასლი აქვს გაყიდული, ხოლო „ენსინქში” მოღვაწეობის დროს მან 50 მილიონი ცალი ფირფიტა გაყიდა.

* ბავშვობაში ჯასტინ ტიმბერლეიკი ქანთრის ჟანრის მოყვარული იყო და თავის მომავალს ამ ჟანრში ხედავდა.

* თავისუფალ დროს ჯასტინ ტიმბერლეიკს უყვარს სერფინგი, სნოუბორდი და გოლფის თამაში.

* ჯასტინი ბიორკის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.

* ჯასტინ ტიმბერლეიკი სპორტული სვიტერების კოლექციონერია.

* ჯასტინს „ბასკინ რობინსის” ნაყინი „დაიკირი” უყვარს.

* ჯასტინს რამდენიმე ფობია აქვს: მას ეშინია ზვიგენების, გველების, ობობების, ხმის დაკარგვისა და რბილი სათამაშოების.

* 2010 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის თეატრალურმა საზოგადოებამ ჯასტინ ტიმბერლეიკი წლის ადამიანად დაასახელა.

* ჯასტინის ბავშვობის დროინდელი კერპები მაიკლ ჯეკსონი და ელ გრინი იყვნენ.

* 2003 წლიდან 2007 წლამდე ჯასტინ ტიმბერლეიკი ჰოლივუდის ვარსკვლავ კამერონ დიასს ხვდებოდა, რომელიც მასზე 9 წლით უფროსია. წყვილი დაქორწინებას აპირებდა, თუმცა, ჯასტინის დედა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და, საბოლოოდ, ჯასტინი და კამერონი დაშორდნენ.

* ჯასტინ ტიმბერლეიკს არ უყვარს სილამაზის სალონებში სიარული. ის საკუთარი ხელით იჭრის თმას უბრალო საკრეჭი მანქანით.

* ამბობენ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკს ხანმოკლე რომანი ჰქონდა სკარლეტ იოჰანსონთან, თუმცა, ამ ინფორმაციას არც ერთი ვარსკვლავი არ ადასტურებს და ჭორს უწოდებს.

* თავისი ჰიტური კომპოზიცია „ქრაი მი ე რივერ” ჯასტინ ტიმბერლეიკმა თავის ყოფილ „გერლფრენდს“ – ბრიტნი სპირსს მიუძღვნა.

* 2008 წლის თებერვლიდან ჯასტინი მსახიობ ჯესიკა ბილს ხვდებოდა. 2011 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დაშორდნენ და მეგობრებად დარჩნენ, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ისინი კვლავ ერთად შენიშნეს პაპარაცებმა, 2012 წლის ოქტომბერში კი ცნობილი გახდა, რომ ჯასტინი და ჯესიკა დაქორწინდნენ.

* 2004 წელს, „სუპერ ბოულ ჰალფ ტაიმის” შოუზე გამოსვლის დროს, ჯასტინმა თავის პარტნიორ ჯანეტ ჯეკსონს უხერხულად მოჰკიდა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს ტანსაცმელი გაერღვა და მილიონობით ტელემაყურებელმა ჯანეტის შიშველი სხეულის ნაწილი – მკერდი იხილა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესასა და ტელევიზიაში.

* ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი 2012 წლის ყველაზე მოდურ და გემოვნებიან ვარსკვლავურ წყვილად დაასახელეს. 

скачать dle 11.3