კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინფორმაციას გაწვდით საყვარელი ადამიანის ბავშვობის სურათები და მის კონკრეტულ თითზე გაკეთებული სამკაული

 როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ირგვლივ ვერაფერს ამჩნევენ, ამ დროს კი შეცდომის დაშვება ცხოვრების დანგრევის ტოლფასია. როგორც ქალბატონი ნელი ამბობს, ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებაც კი, უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რომელიც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, როცა ორ ადამიანს შორის ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნება, რომელიც მათ აახლოებს და იცავს. ასევე, გარკვეული მინიშნება შეიძლება აღმოვაჩინოთ იმაში, თუ რომელ თითზე ატარებს ადამიანი ბეჭედს.

ნელი: ბევრმა არ იცის, რომ სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც იმის აუცილებლობას არ გამორიცხავს, რომ ყურადღებით მოეკიდოთ მომავალი პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. უმჯობესია, ეს მანამ გაარკვიოთ, სანამ დაქორწინდებით და ერთ ჭერქვეშ დაიწყებთ ცხოვრებას. ასე იმიტომ უნდა მოიქცეთ, რომ სამომავლოდ, საბედისწერო შეცდომებისგან თავი დაიზღვიოთ.

– როგორ მივხვდეთ, რამდენად მისაღებია ენერგეტიკულ დონეზე ესა თუ ის ადამიანი? 

– ამის გარკვევა არ არის რთული, თუმცა, დაკვირვებული თვალი აუცილებელია. ერთ-ერთი, ყველაზე საშიში სიმპტომია, როცა თქვენს რჩეულთან ინტიმური ურთიერთობის შემდეგ, თავს გადაღლილად იგრძნობთ. თუ ეს სიტუაცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს, აუცილებელია, დაფიქრდეთ, რა იწვევს ამას. ეს მიუთითებს, რომ თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან. ის თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს – იმაზე მეტს, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, გასცეთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ და ეს თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ყოველივე ზემოთქმული, საერთო ჯამში, ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ შეუთავსებლობას იწვევს და კონფლიქტები, გაუგებრობები ამიტომ იზრდება. ორ ადამიანს შორის შეუთავსებლობის მეორე მიზეზი კარმაა. ამ დროს ორმაგი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. მაგალითად, თუ თქვენ დიდი რაოდენობით კარმული ვალი გადმოგეცათ წინაპრებისგან, ბედ-იღბალში სიკეთესა და ბედნიერებას ნუ ელით. ეს თქვენს შვილებზეც უარყოფითად აისახება და მათ ბედ-იღბალშიც შეიტანს ნეგატიურ შტრიხებს. მათზე არა მარტო თქვენი, არამედ თქვენი მეუღლის კარმაც მოქმედებს და ეს ორმაგი დარტყმის ტოლფასია. ბევრი მეკითხება, როგორ გამოვიცნო, კარმულად ცოდვილია თუ არა ჩემი რჩეულიო. დააკვირდით თქვენი რჩეულის ბავშვობის სურათებს – თუ ის გარეგნულად ძალიან შეცვლილია, ესე იგი, წინაპართა კარმული ვალები გადმოეცა შთამომავლობით. კარმული ვალების გამოსწორება კი დამოკიდებულია ადამიანის საქციელზე. თუ ცუდად და არაადეკვატურად მოქმედებს, მაშინ მდგომარეობა რთულდება და ამით მომავალ თაობასაც უქმნის საფრთხეს. ამიტომ, უნდა იფიქროთ, არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ თქვენს მომავალზეც და შვილების ბედ-იღბალზეც. 

– ესე იგი, გამოდის რომ ბედნიერი ქორწინება წყვილებს შორის ენერგეტიკულ შეთავსებაზეა დამოკიდებული? 

– ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, რომლის დროსაც საერთო ენერგოველი, საერთო აურა წარმოიქმნება. ის მათ კიდევ უფრო აახლოებს და იცავს ცუდი გარემოებებისგან. ასეთ შემთხვევაში ოჯახიც მყარია და მეუღლეებიც ჰარმონიაში ცხოვრობენ. ჯობია, წინააღმდეგობების გაწევის ნაცვლად, მეუღლეებმა, ერთმანეთი შეავსონ და ეცადონ, ურთიერთობებში დათმობაზე წავიდნენ, ისე, არაფერი გამოვა. ოჯახის დანგრევას კი, უმეტეს შემთხვევაში, ცუდის გარდა, არაფერი მოაქვს. აქვე გეტყვით, რომ ასევე არსებობენ ენერგოვამპირი ადამიანები. თუ ორივე პარტნიორი ენერგოვამპირია, აქ საქმე უფრო რთულდება – ასეთი ადამიანები ქვეცნობიერ დონეზე ისრუტავენ გარშემო მყოფთა ენერგიას და, შესაბამისად, მათ ენერგეტიკაზე უარყოფითად ზემოქმედებენ. დონორი კი მათი საწინააღმდეგო ტიპია – ის, პირიქით, ენერგიით ამარაგებს სხვებს. ორი ენერგოვამპირის კავშირი თავიდანვე განწირულია, რადგან თითოეული ეცდება პარტნიორისგან ენერგიის გამოწოვას, სანაცვლოდ კი, არაფერს გაიღებენ. ასეთ ოჯახში ენერგეტიკული პოტენციალი ნელ-ნელა სუსტდება, იმატებს კონფლიქტები. ენერგოვამპირების მსგავსად, შესაძლოა, განქორწინებით დასრულდეს ორი დონორი ადამიანის თანაცხოვრებაც. თუ ხშირად არის ოჯახში ჩხუბი, აყალმაყალი, ხმამაღალი საუბარი, ჩათვალეთ, რომ იქ ორი ენერგეტიკულად აქტიური დონორი ცხოვრობს. იდეალური ვარიანტი, რომელიც ქმნის ჰარმონიულ ოჯახს, ენერგოვამპირისა და დონორის კავშირია. ასეთ შემთხვევაში, ერთი ქვეცნობიერად გამოყოფს ურთიერთობისთვის საჭირო და აუცილებელ დოზას, მეორე კი ასევე ქვეცნობიერად შთანთქავს. ამიტომ, როცა ცხოვრების თანამგზავრს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის წინაპარს, ოჯახს და, რჩეულთან ურთიერთობის დროს საკუთარი გუნება-განწყობის ცვალებადობას. კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკის ცოდნა დაგეხმარებათ იმაში, რომ თავი აარიდოთ მომავალ უსიამოვნებებს. პირადად მეც, გაშორებული ვარ მეუღლესთან და ამას ძალიან განვიცდი. 

– გამიგია, იმას, თუ რომელ თითზე ატარებ ბეჭედს, გარკვეული დატვირთვა აქვს და ის ადამიანის ბედზე ახდენს ზეგავლენასო. ამაზე რას გვეტყვით?

– გიპასუხებთ: ბეჭედი არათითზე, ანუ „ოჯახური მდგომარეობა” – საქორწინო ბეჭედი შეიძლება გეკეთოთ როგორც მარჯვენა ხელის არათითზე, ასევე მარცხენა ხელზეც. ეს დამოკიდებულია თუ რომელი ქრისტიანული რწმენის შტოს განეკუთვნები. ხარ მართლმადიდებელი, პროტესტანტი თუ კათოლიკე. თავდაპირველად, ეს ტრადიცია ძველ ეგვიპტეში დაინერგა. მათ სჯეროდათ, რომ ამ თითიდან გადის სიყვარულის არტერია და უკავშირდება გულს, ამიტომ ეგვიპტელები ქორწინების ბეჭედს იმზადებდნენ სხვადასხვა ლითონისგან, შუშისა და კერამიკისგან. რომში ტრადიციული საქორწინო ბეჭედი მზადდებოდა რკინისგან. ჩვენთვის კარგად ცნობილი ოქროს ბეჭდები შემოიღეს მესამე-მეოთხე საუკუნეებში; საჩვენებელი თითი – „ძალაუფლება”. საჩვენებელ თითზე ბეჭედი  სიამაყის, ძალაუფლებისა და ძლიერი ხასიათის ნიშანია. „ძალაუფლების ბეჭედი” – მარჯვენა ხელზე მეტყველებს სწორად მოაზროვნე ადამიანზე, მაცხენა ხელზე კი ძალაუფლების მანიასა და ისტერიკულ ხასიათზე. ბეჭედი საჩვენებელ თითზე ეკეთა – ცეზარს, რიშელიესა და ჰენრიხ მერვეს. ჰენრიხს ბეჭედი ეკეთა ორივე ხელზე და ცნობილი იყო როგორც დიდებული მონარქი, რეფორმატორი და პარანოიკი; შუა თითზე – „ყველაზე მშვენიერი”. ყველაზე გრძელი, ცენტრალური ყველაზე კარგად ახდენს სამკაულის დემონსტრირებას და იმასაც, თუ რამდენად მოსწონს თავი მის მფლობელს. ბეჭედი სწორედ შუა თითზე ეკეთა მერლინ მონროს, როცა მღეროდა ბრილიანტებზე. სხვათა შორის, ბეჭდის ზომასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რაც უფრო დიდია ბეჭედი, მით უფრო მეტად ცდილობს მისი მფლობელი დაარწმუნოს გარშემო მყოფები თავის სილამაზეში; ბეჭედი ცერ თითზე – საინტერესოა მით უფრო მეტად თუ ბეჭედი ამ თითზე მამაკაცს უკეთია. ამ თითზე ბეჭდის მფლობელის მთავარი მიზანია, დაიცვას თავისი პოზიციები ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერ სფეროში და უპირველესად – სექსუალურობაში; ბერძნები და რომაელები ხელის დიდ თითს ფალოსის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და მასზე ბეჭედს იკეთებდნენ სექსუალური ძალის დასაცავად; ნეკი – ყველაზე მინიატურულია. ბეჭედი ნეკა თითზე – „შემოქმედებითი ნიჭი” – უკეთიათ მსახიობებს, მხატვრებს, დიზაინერებს. 

скачать dle 11.3