კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: რატომ არ შეიძლება დუფასტონით მკურნალობის დროს სიგარეტის  მოწევა?

პასუხი: ესტროგენის შემცველი პრეპარატების მიღებისას არ არის რეკომენდებული მოწევა, რადგან, იზრდება თრომბოზების რისკი. დუფასტონს ეს არ ეხება. 

კითხვა: დამისვეს დიაგნოზი – საშვილოსნოს სუბინვოლუცია. შემიძლია თუ არა დაორსულება?

პასუხი: საშვილოსნოს სუბინვოლუცია გულისხმობს ენდომეტრიტის (საშვილოსნოს ანთების) არსებობას. ეს გაართულებს დაორსულების საკითხს ახლაც და მომავალშიც. გესაჭიროებათ ადეკვატური მკურნალობა.

კითხვა: ვარ 29 წლის. შეიძლება თუ არა მკერდის გასადიდებლად რაიმე პრეპარატების მიღება და ხომ არ შეუშლის ეს ხელს მომავალში დაორსულებას?

პასუხი: სარძევე ჯირკვლების გასადიდებელი მედიკამენტური საშუალებები არ არსებობს. არის კრემები, რომლებიც კანის მდგომარეობას აუმჯობესებს; არის, ასევე, ფიტოესტროგენების შემცველი პრეპარატები, რომლებიც იძლევა დროებით ეფექტს (მიღების პერიოდში), სარძევე ჯირკვლების შეშუპების ხარჯზე. ორსულობის დროს თავი უნდა შეიკავოთ მათი მიღებისგან.

კითხვა: ასპირინისა და ალკოჰოლის მიღების შემდეგ დამეწყო ტკივილი კუჭის არეში. შეუძლია თუ არა ასპირინს სერიოზული დარღვევების გამოწვევა? 

პასუხი: აცეტილსალიცილის მჟავამ (ასპირინმა), განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად, შეიძლება, გამოიწვიოს საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება. ამიტომ, ეპიგასტრიუმში (კუჭის არეში) ტკივილების შემთხვევაში, სასურველია გასტროსკოპიის ჩატარება ლორწოვანის მდგომარეობის დასადგენად. ცვლილებების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.

კითხვა : რა შეიძლება იყოს მხრებზე თეთრი ლაქების გაჩენის მიზეზი? მართალია, რომ ეს ღვიძლის დაავადებებთან არის დაკავშირებული?

პასუხი: სხეულზე „თეთრი ლაქები“ უფრო ვიტილიგოთი აიხსნება და არა ღვიძლის დაავადებებით. დიაგნოზის დასაზუსტებლად დერმატოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: არის თუ არა არტერიული ჰიპოტონია უშაქრო დიაბეტის მიზეზი ან სიმპტომი? 

პასუხი: უშაქრო დიაბეტის დროს, შიძლება, არსებობდეს ჰიპოტენზიისადმი (არტერიული დაბალი წნევა) მიდრეკილება, მაგრამ ეს არ არის ამ დაავადების ძირითადი სიმპტომი. უშაქრო დიაბეტის ტიპური ლაბორატორიული მახასიათებელია შარდის კუთრი წონის დაბალი მაჩვენებელი (თუ კუთრი წონა 1,005-ზე მეტია, ეს დიაგნოზი პრაქტიკულად გამორიცხულია).

კითხვა: ამ ბოლო დროს ხშირად მტკივა ეგრეთ წოდებული გულის ფიცარი. როგორ ფიქრობთ, ეს კარდიოლოგიური პრობლემაა?

პასუხი: გულმკერდის მარცხენა ნაწილის ტკივილი ყოველთვის გულთან არ არის კავშირში. ხშირად ის ხერხემლის დაავადებებთან (კერძოდ, ოსტეოქონდროზი) არის დაკავშირებული. მიზეზის დასადგენად საჭიროა ელექტროკარდიოგრამისა და ექოკარდიოგრაფიის გაკეთება და შემდეგ ნევროლოგის კონსულტაცია.

კითხვა: რა არის პიელოექტაზია, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას და როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: პიელოექტაზია არის თირკმლის ფიალების გაფართოება. არსებობს ხშირი ანთებითი პროცესების საშიშროება. ხანგრძლივი პროგრესირებადი მიმდინარეობისას შესაძლოა ქრონიკული თირკმლის უკმარისობის განვითარება. აუცილებელია პერიოდული პროფილაქტიკური სამკურნალო კურსები.

скачать dle 11.3