კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

არმსტრონგის აღსარება

ველოსპორტის ამერიკელმა ვარსკვლავმა ლენს არმსტრონგმა საჯაროდ აღიარა, რომ კარიერის განმავლობაში დოპინგის აქტიური მომხმარებელი იყო. სპორტის ვარსკვლავის მონანიება ოპრა უინფრისთან ინტერვიუში შედგა და, ამგვარად, მის წინააღმდეგ წარმოებული ყველა საძიებო საქმე ამერიკის შეერთებული შტატების  ანტისადოპინგო ასოციაციამ შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერა დაასრულა, ამჟამად ლენს არმსტრონგს ჩამორთმეული აქვს ველომრბოლელის პროფესიული ლიცენზია, მისჯილი აქვს სამუდამო დისკვალიფიკაცია, ჩამოერთვა „ტურ დე ფრანსის” შვიდგზის გამარჯვებულის ტიტული და, 1998 წლიდან მისი აბსოლუტურად ყველა დამყარებული რეკორდი და შედეგი განულდა. ინტერვიუს  დროს ლენს არმსტრონგმა თავის ყველა გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

 

ეტოოს კომიქსები

მახაჩკალის „ანჟისა” და კამერუნის ნაკრების ვარსკვლავმა სამუელ ეტოომ საკუთარ თავზე კომიქსები შექმნა. კომიქსების წიგნის სახელწოდებაა: „სამუელ ეტოო: ჩემპიონის დაბადება”. კომიქსების საშუალებით მოთხრობილია, თუ როგორ იზრდებოდა ის კამერუნში, როგორ ყიდდა ის ბავშვობაში თევზეულს ქალაქ დუალაში და როგორ გახდა თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი. ეტოოს თქმით, მისი სურვილია, რომ ბავშვები გაეცნენ მის ცხოვრებისეულ გზას და იცოდნენ, რომ აღიარების მიღწევას დიდი და მრავალწლიანი შრომა დასჭირდა. კომიქსების პირველი ნაწილი ფრანგულ ენაზეა გამოცემული, მომავალში კი კომიქსების წიგნის კიდევ რვა ნაწილი გამოვა. 

 

გიგზის კიდევ ერთი სეზონი

„გიგზი კიდევ ერთი წლით დარჩება ჩვენთან. მე ვერ ვხედავ დაღლას მის თამაშში. იგი კვლავ ფანტასტიკური ფეხბურთელია,” – ამ სიტყვებით დააანონსა ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ცოცხალი ლეგენდის, 39 წლის რაიან გიგზის კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით, ანუ, უბერებელი ფეხბურთელი 2013-2014 წლების სეზონსაც „წითელი ეშმაკების” რიგებში გაატარებს და კარიერას, სავარაუდოდ, 41 წლის ასაკში დაასრულებს. რაიან გიგზი „მანჩესტერის” რიგებში 1990 წლიდან ასპარეზობს, ის არის უნიკალური რეკორდის მფლობელი, პრემიერლიგის დაარსებიდან მონაწილეობა აქვს მიღებული ყველა ჩემპიონატში და ყველა თამაშში გოლი აქვს გატანილი.

 

ალანი ვასკესი – კალათბურთის ფანი

შავკანიანი ლამაზმანი ალანი ლალა ვასკესი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი მსახიობი, დიჯეი და ტელეწამყვანია. გარდა ამისა, ლალას კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქომაგსაც უწოდებენ, რადგან, მისი მეუღლე ცნობილი კალათბურთელი და NBA-ს ვარსკვლავი კარმელო ენტონია. 33 წლის ლალას 6 წლის შვილი ჰყავს კარმელოსგან. მათი ქორწილი პოპულარულ ტელეარხ VH1-ის ეთერში გადაიცემოდა, სტუმრების უმრავლესობას კი სპორტისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები წარმოადგენდნენ.

 

ტაისონი ეკრანს უბრუნდება

ლეგენდარული მაიკ ტაისონი ბოლო წლებში აქტიურად არის ჩართული შოუ-ბიზნესში და ეპიზოდურ როლებს ასრულებს მხატვრულ ან სატელევიზიო ფილმებში. ამჯერად „რკინის მაიკის” ნახვა შესაძლებელი გახდება სერიალში „კანონი და წესრიგი,” სადაც ის სიკვდილმისჯილი სერიული მკვლელის როლს ასრულებს. „ტაისონის ბრუტალური იმიჯი ზუსტად შეესაბამება მისი პერსონაჟის ცხოვრებას“, – ასე შეაფასა ექსჩემპიონის არჩევა აღნიშნულ როლზე ფილმის რეჟისორმა. საგულისხმოა, რომ ტაიოსონისთვის ეს როლი ერთგვარად სიმბოლურია – ეს იქნება 50-ე ფილმი, სადაც იგი ეპიზოდურად გამოჩნდება.

 

გუარდიოლა მიუნჰენში

ესპანელი ხოსეპ გუარდიოლა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მომავალი სეზონიდან სათავეში ჩაუდგება მიუნჰენის „ბაიერნს,” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო მწვრთნელი გახდება. გაზეთ „მარკას” ცნობით გუარდიოლას წლიური ანაზღაურება 17 მილიონ ევროს შეადგენს. საგულისხმოა, რომ, მიუნჰენური კლუბის ხელმძღვანელების თქმით, ესპანელ სპეციალისტს გაცილებით მაღალ ხელფასს სთავაზობდნენ სხვა კლუბები, თუმცა, მან სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება „ბაიერნში” არჩია. გუარდიოლას კონტრაქტი 2016 წლამდეა განსაზღვრული და ამ თანამდებობაზე იგი 67 წლის იუპ ჰაინკესს შეცვლის, რომელმაც პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

 

„მის ინტერი“ – ფედერიკა ჯულიანი

ქერათმიანი ფედერიკა ჯულიანი მილანური კლუბის – „ინტერის” ყველაზე სექსუალურ ქომაგად დასახელდა და მას საპატიო ტიტული – „მის ინტერისტკა” გადაეცა. ლამაზმანი დიდი ხანია, მილანურ კლუბს ქომაგობს და იტალიის ჩემპიონატის მატჩებს რეგულარულად ესწრება. ფედერიკას განსაკუთრებით არც ერთი ფეხბურთელი არ მოსწონს, თუმცა, სიმპათიები აქვს კლუბის ლეგენდის – არგენტინელი ხავიერ ძანეტის მიმართ. ჯულიანის თქმით, როდესაც ის ჯერ კიდევ ბაღში დადიოდა, ძანეტი უკვე „ინტერის” ფორმით ასპარეზობდა და, სწორედ ამის გამო იმსახურებს პატივისცემას 40 წლის ფეხბურთელი, რომელიც სპორტული კარიერის დასრულებას არ გეგმავს.

 

აზარენკოს ახალი „ბოიფრენდი“

ჩოგბურთის ბელარუსი ვარსკვლავი ვიქტორია აზარენკო შეყვარებულია. დღეისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალის რჩეული ცნობილი რეპერი რედფოა. 37 წლის რეპერი ამჟამად ავსტრალიაში, მელბურნში იმყოფება და თავის საყვარელ ქალს ტრიბუნიდან ქომაგობს. აზარენკო ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობს და, როგორც ჩანს, თავის ახალ „ბოიფრენდთან“ ძალიან ბედნიერია, რაზეც უამრავი ფოტო მეტყველებს, რომელთა ნახვაც ვიქტორიას „ტვიტერისა” და „ფეისბუქის” მისამართებზე არის შესაძლებელი. ცნობისთვის რედფოს გაცნობამდე აზარენკო ცნობილი უკრაინელი სპორტსმენის, ჭოკით მხტომელი სერგეი ბუბკას შვილს, სერგეი ბუბკა-უმცროსს ხვდებოდა. 

скачать dle 11.3