კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს ხარკოვში მცხოვრები ქალი ბაბუას და რა იცის მან მის შესახებ

32 წლის ეკატერინა ოლეგის ასული რუდსკაია ეძებს ბაბუას – გიორგის (გვარი და ასაკი უცნობია).

ისტორია: ვეძებ მამაჩემის მამას, ანუ ბაბუაჩემს. მისი მხოლოდ სახელი ვიცი – მას გიორგი ჰქვია. დიდი იმედი მაქვს, რომ, ისტორია, რომელსაც მე მოგითხრობთ, დაგეხმარებათ მის პოვნაში. მე ხარკოვში ვცხოვრობ და ძალიან მინდა ბაბუას მოძებნა. მამაჩემსაც, რა თქმა უნდა, აინტერესებს თავისი ფესვები. გიგზავნით ფოტოებს. მათზე გიორგიცაა. იმედია, ვინმე მას იცნობს ან თავად ის დაგიკავშირდებათ. ჩვენ მისგან არაფერი გვინდა, უბრალოდ, მამაჩემს ძალიან უნდა მამის გაცნობა.

– რა იცით ბაბუის შესახებ? გვიამბეთ თქვენი ისტორია.

– მამაჩემი, ოლეგი, დაიბადა 1957 წლის იანვარში, ქალაქ კრემჩუგში. ეს არის უკრაინაში, პოლტავის მხარეში. დედამისმა (ანუ, ბებიაჩემმა), ნელია მირნაიამ (რუდსკაიამ) შვილი ბავშვთა სახლში დატოვა და მამაჩემი იქ იზრდებოდა. იმ დროისთვის, როდესაც ნელიამ მამაჩემი გააჩინა, მას უკვე ჰყავდა პირველი შვილი – ტოლიკა (ის მამაჩემის გაჩენის დროს დაახლოებით 4 წლის იყო). ტოლიკა ნელიამ თავისი მეუღლისგან, ივანე რუდსკოისგან გააჩინა. როდესაც მამაჩემი, ოლეგი დაიბადა, ნელია უკვე გაშორებული იყო ქმართან და, არსებობს ფაქტები, ვიფიქროთ, რომ მამა მან სულ სხვა კაცისგან გააჩინა. სამწუხაროდ, მამაჩემის დაბადებიდან სამი წლის შემდეგ ნელია და მისი პირველი ვაჟი (ტოლიკა) დაიღუპნენ. ჩვენ არ გვქონდა საშუალება, თავად ნელიასთვის გვეკითხა მამაჩემის მამის შესახებ.

– ეს ისტორია მამათქვენმა ვისგან გაიგო?

– როდესაც მამა 7 წლის გახდა, ის ბავშვთა სახლიდან ნელიას დედამ (ანუ, მამიკოს ბებიამ) წამოიყვანა, რომელმაც, როგორც კი გაიგო მამაჩემის არსებობის შესახებ, მაშინვე მიაკითხა მას. ნელიას დედას ოლეგის არსებობის შესახებ შვილის დასაფლავებაზე მეზობლებმა უთხრეს. 7 წლის ასაკიდან მამა თავის ბებიასთან იზრდებოდა. საქმე ისაა, რომ ოლეგი ფიზიკურად ძალიან ჰგავს ქართველს. იმდენად ჰგავს, რომ მას ქუჩაში სულ აჩერებდნენ და საბუთებს სთხოვდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მამაჩემს ქართული ფესვები აქვს, მაგრამ, მისი მამის სახელი და გვარი ჩვენთვის უცნობია.

– მაინც, როდის დაეჭვდით ამაში?

– არც ისე დიდი ხნის წინ. სრულიად შემთხვევით ჩვენ ვიპოვეთ ფოტოსურათების დასტა, რომლებსაც ნელია დედას უგზავნიდა. ფოტოსურათიდან ერთ-ერთი ჩამოჭრილია, მაგრამ, დარჩენილ ნაწილზე ჩანს ქართველი მამაკაცი, რომელსაც ხელში ტოლიკა (ნელიას პირველი შვილი უჭირავს), მის გვერდით კი ნელიას დაქალი ზის. უკანა პლანზე ნელია და ვიღაც გოგო არიან, მაგრამ, მათი სახეები ამოჭრილია, მხოლოდ ტანსაცმლით თუ მიხვდები, ვინ და ვინ არის. ის კაცი, რომელიც ფოტოზეა, ქართველი ჯარისკაცია, მას ხელზე ქართულად აწერია (ტატუირება აქვს): „გოგო მიყვარხარ“. ფოტო გადაღებულია 1955 წელს (მას აწერია თარიღი). ანუ ამ დროს მამაჩემის მამა სამხედრო სამსახურისთვის შესაფერისი ასაკისაა – დაახლოებით 18-22 წლის. ბებიასთან ჩვენ ვიპოვეთ კიდევ ერთი ფოტო, რომელსაც ნელია საგულდაგულოდ ინახავდა. ფოტოზე ის კრემჩუგშია თავის მეგობრებთან ერთად და მათ შორისაც არის ის ქართველი კაცი. ფოტო გადაღებულია 1955 წლის ივნისში. ფოტოს უკანა მხრიდან აწერია „ჟორა,“ მაგრამ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს არის გიორგი.

– როგორ ფიქრობთ, თუკი ბაბუათქვენი ქართველია და ის საქართველოში ცხოვრობს, ის მიხვდება, რომ საუბარი მასზეა?

– აუცილებლად მიხვდება, თუკი ფოტოებს ნახავს. შეიძლება, მან არც კი იცის, რომ მას შვილი ჰყავს ხარკოვში. ჩვენ დიდი მადლობლები ვიქნებით, თუკი ვინმე, ვისაც ეს ისტორია ეცნობა, გამოგვეხმაურება (რადგან, ფოტოზე კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი იყო), სავარაუდოდ, ბაბუას მაშინ მეგობარიც ჰყავდა კრემჩუგში და ისინი ერთად  მსახურობდნენ.

– თავად მამათქვენი რას ფიქრობს ამ ისტორიაზე?

– მამაჩემს ძალიან უნდა მამის პოვნა, ეს მისი ცხოვრების მიზანია. მაგრამ, ის ძალიან მორიდებული ადამიანია და ხშირად ამბობს, რომ ცხოვრებაში არ უმართლებს. ამიტომ, ეს საქმე მე მომანდო. მე ვეხმარები თქვენთან დაკავშირებაში. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ მამის მამას ვიპოვით, ამაში ფოტოების არსებობა თუ დაგვეხმარება.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი 

скачать dle 11.3