კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხვდება კაცი ქალის ვერაგობას და რატომ გრძნობს თავს მის მსხვერპლად

ორი საპირისპირო სქესის ურთიერთობა და თანაცხოვრება ხშირად სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმეში სტერეოტიპები, ცუდი გამოცდილება, აგრესია ან მცდარი წარმოდგენები ერთვება. ძალიან ცოტა ქალი და კიდევ უფრო ცოტა მამაკაცი ფიქრობს, რომ ისინი ერთი მთლიანობის ნაწილები არიან. რეალურად ეს მართლაც ასეა, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ, მიუხედავად კონფლიქტებისა, უერთმანეთოდ არსებობა მაინც არ შეუძლიათ. კომპრომისების გარეშე არანაირი ურთიერთობა არ არსებობს, მით უფრო – ქალისა და მამაკაცის. ხშირად დავობენ იმაზე, რომელი უფრო ადვილად მიდის კომპრომისზე, ვინ რა დოზით არის დაზარალებული, ან, მსხვერპლის როლში რომელი უფრო ხშირად აღმოჩნდება ხოლმე. არცთუ იშვიათად, მამაკაცები ქალებს ვერაგობაში სდებენ ბრალს და ამტკიცებენ, რომ მსხვერპლი თავად არიან, საზოგადოება კი ამ სიტუაციას მცდარად წარმოაჩენს.

ვახო (31 წლის): ქალების შესახებ მე ჩემი აზრი მაქვს. არ ვაპირებდი ამ აზრის საჯაროდ „ამოფრქვევას“, მაგრამ, ძალიან გავბრაზდი. თქვენმა რესპონდენტმა გამაბრაზა, უფრო სწორად – რესპონდენტებმა. ვკითხულობ ხოლმე ამ თქვენს რუბრიკას და ზოგჯერ მეღიმება. ქალებზე მეღიმება – უნებლიეთ საკუთარ ვერაგობას თვალსაჩინოს რომ ხდიან, თან ისე, ამაზე წარმოდგენა რომ არა აქვთ.

– იმას რატომ არ ამბობთ და ამჩნევთ, რას, ან, გნებავთ – ვის მიჰყავს ის ქალები ამ უკიდურესობამდე?

– გინდათ, ისევ დამიმტკიცოთ, რომ ყველა ამ უბედურებისა და საქციელის თავი და თავი მამაკაცია?! კარგი, რა!.. ქალი რომ საზიზღრობას ჩაიფიქრებს და დაგეგმავს, კაცი იმას ვერასდროს მოიფიქრებს. მათ ჩვენზე გაცილებით მეტი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ ამ მიმართულებით – ეს ცნობილი ფაქტია.

– დამიკონკრეტეთ, რა არის ცნობილი ფაქტი?

– ის, რომ ქალები საშიში არსებები არიან. მე პირადად გამოვცადე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე და გაოგნებული ვარ. რატომ ხდება ისე, რომ ქალებს მაინც ყველაფერს აპატიებენ ხოლმე? ეს კიდევ არაფერი, ისეთ საცოდავებად, საწყლებად და მიამიტებად გამოჰყავთ, გული აგიჩუყდება. ტყუილია ეს ყველაფერი, ტყუილია და ფარსი. დღეს უკვე ყველა ქალისგან ველი „აკრძალულ ილეთებს“. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთნაირია, გამონაკლისების გარეშე. გააჩნია, რომელს როდის დასჭირდება თავისი ჭეშმარიტი ბუნების გამოვლენა. თუ არ დასჭირდა, – ასეც ხდება ხოლმე, – ჩათვალე, რომ გაგიმართლა.

– ანუ, თქვენ არ გაგიმართლათ?

– არა, მე მსხვერპლი ვარ. ქალის ვერაგობამ სერიოზული პრობლემები შემიქმნა. ფსიქოლოგიურიც, მათ შორის. არადა, თავიდან აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა მქონდა. ვფიქრობდი, ასეთი ანგელოზები როგორ იბადებიან-მეთქი. ისე კარგად იყო შენიღბული, მშვენივრად... რაღაც პერიოდი, თავი ბედნიერი კაცი მეგონა და თითქმის შემიყვარდა კიდეც. როგორი გულუბრყვილო ვიყავი, როგორ მეგონა, რომ ქალებში ვერკვეოდი!.. კიდევ უარესი – ვფიქრობდი, რომ მე ბევრად სხარტი ჭკუა მაქვს, კარგი ალღოც და ვერც ერთი ქალი ვერ შეძლებს, მომატყუოს-მეთქი. 

– კი მაგრამ, რატომ „აპროგრამებდით“ საკუთარ თავს ამ მიმართულებით? ურთიერთობები ხომ ბუნებრივად, თავისთვად უნდა გამოვიდეს?

– ალბათ, ასე უნდა იყოს, მაგრამ, ფაქტია, რომ არ არის. ქალები მუდმივად თამაშობენ  მათ მიერვე დადგმულ სპექტაკლს. ახლა, ალბათ, გააპროტესტებთ და მეტყვით, რომ სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ხომ დავზარალდი?! თანაც, ძალიან დავზარალდი.

– ვინ იყო ეს ქალი, სიყვარულზეა საუბარი?

– უფრო სწორად რომ ვთქვათ, ქალები. ბედის კაპრიზით, ერთდროულად გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში. მართალია, სხვადასხვა ურთიერთობით, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს. ორივემ შეძლო და დამანგრია. ახლა ქალის დანახვა აღარ მინდა, ისეთ მდგომარეობაში ვარ. რას მერჩოდნენ, ეგეც არ ვიცი. წარმოდგენა რომ მაინც მქონდეს, იქნებ, ასე არ მენერვიულა. გაურკვევლობა საშინელებაა. ახალ ოფისში დავიწყე მუშაობა და იქვე გავიცანი, როგორც მაშინ მეგონა, ჩემი საბედო. პირველივე კვირას მომხიბლა და სიხარულით მივრბოდი ხოლმე სამსახურში. რომ გითხრათ, თანამშრომელი ქალების ყურადღების ეპიცენტრში ვიყავი-მეთქი, მოგატყუებთ – არ მაქვს ისეთი გარეგნობა, რომ ჩემზე დაფეთებულიყვნენ. თუმცა, იმასთან, ვინც მე მომეწონა, ურთიერთობა ავაწყვე. თავიდან, სანამ ვინმე შეამჩნევდა ჩვენს ფლირტს, ყველაფერი კარგად იყო.

– ანუ, ფლირტი იყო ეს და არა სერიოზული ურთიერთობა?

– სერიოზული მიზნები მქონდა, მაგრამ, მაშინვე ხომ არ დავეტაკებოდი, ხომ არ დავაფრთხობდი ადამიანს?! მართლა ძალიან მომწონდა და ლამის შემიყვარდა. ვფიქრობდი, ის არის, ვისაც ვეძებდი-მეთქი. „ბიჭუშკა“ არ ვარ, რომ მეცანცარა და სისულელეები მეკეთებინა. ისე ვიქცეოდი, რომ ჩემზე ღირსეული წარმოდგენა შეჰქმნოდა – მხიარული, თავისუფალი, გახსნილი, პრეტენზიებისა და ხუშტურების გარეშე. იცით, როგორ ანგელოზად მაჩვენებდა თავს?!

– რატომ გგონიათ, რომ გაჩვენებდათ, სუბიექტური ხომ არ არის თქვენი აზრი? იქნებ, ბრაზი გალაპარაკებთ ასე?

– რომელი ბრაზი, რას ამბობთ!.. გაოგნებული ვარ. კიდევ არ მჯერა, რომ შეიძლება ერთი ადამიანი ასეთი მრავალსახოვანი იყოს. როცა ვფიქრობ, მეეჭვება, ეს მართლა მოხდა თუ ცუდი სიზმარი ვნახე. რატომ მომექცა ასე?

– როგორ მოგექცათ?

– საშინლად, მასხრად ამიგდო. ჯერ ჩემს მეგობართან გააბა გაცხარებული რომანი და თავიანთი ინტიმური სცენების ამსახველი ფოტოები გამომიგზავნა. ერთი კვირის წინ კი, საერთოდაც, ცოლად გაჰყვა.

– რატომ? თქვენი მხრიდან არანაირი მიზეზი არ ჰქონია?

– პროვოკაცია იყო. ოღონდ, უკვე აღარ ვიცი, აჰყვა პროვოკაციას თუ თავიდანვე შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ანუ, როგორც კი გავაქტიურდი, როგორც კი ოფისში ჩემი და ლელას ურთიერთობა შენიშნეს, უცებ, ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად და მოულოდნელად, ერთმა ქალბატონმა წამოიწია წინა პლანზე.

– ეგ რას ნიშნავს?

– ჩემმა თანამშრომელმა ქალმა, გათხოვილმა და, რომ გეკითხათ, უმწიკვლო რეპუტაციის მქონემ, პირდაპირ იერიში წამოიწყო ჩემზე.  დავახასიათებ, უფრო ნათელი რომ გახდეს: საკმაოდ კარგი გარეგნობის, დაახლოებით ორმოცდახუთ-ორმოცდაშვიდი წლის, მაგრამ მშვენივრად შენახული. იცვამდა არაჩვეულებრივად – ახალგაზრდულად და გემოვნებით. ქმრის შემოსავლებს მიზანმიმართულად განკარგავდა და ვითომ მისი ერთგულიც იყო... მისთვის არასოდეს შემიხედავს „სხვანაირად“. რა სისულელეა! ანგელოზი არ ვარ, მაგრამ, პრინციპულად ვერიდებოდი გათხოვილ ქალებს. არც „მეოჯახე ბოზების“ მიმართ ვარ ლოიალური და მათზე კარგი წარმოდგენის. ხომ შეიძლება, ხვალ იგივე შენმა ცოლმაც გააკეთოს?! კაცები მაგარი ბრიყვები ვართ. ქალმა თუ ნამუსზე ხელი აიღო, ისე გაგვასწორებს მიწასთან, აზრზეც ვერ მოვალთ. თან, ქალის გამყიდველობა და ორგულობა კაცისაზე „ხანდაზმულია“. იმას ვგულისხმობ, რომ ქალის ღალატი ძალიან დიდხანს რჩება საიდუმლოდ. ძალიან დიდხანს ივლი რქებდადგმული და ვერაფერს გაიგებ; მაშინ, როცა კაცის ღალატი მალევე „იშიფრება“ და ესეც ქალების ვერაგობასთან არის კავშირში. კაცი მალავს თავის „არალეგალურ“ ურთიერთობებს, მით უმეტეს, არაფრით არ გაამჟღავნებს რომანს გათხოვილ ქალთან, თუ ეს ქალი მართლა სერიოზულად შეუყვარდა და არ გადაწყვიტა მისი სამუდამოდ დასაკუთრება. ქალები კი – პირიქით,  ყველა საშუალებით ცდილობენ, პირველად ცოლი ჩააყენონ საქმის კურსში, თან, ჯიბრით აკეთებენ ამას, გამაღიზიანებლად – აი, ნახე, შენი ქმარი მე მამჯობინებს შენს თავს. იმიტომ, რომ მე უკეთესი ვარო. ხომ არის ეს ქალების ვერაგობის ნათელი მაგალითი?! ამ ყველაფერს ახლაღა ჩავწვდი. ასეთი ფილოსოფიური აზროვნება და მსჯელობა ქალზე ჩემთვის აქამდე უცხო იყო. თემას დავუბრუნდები: ამ ქალბატონმა,  მინდიხარო – პირდაპირ მითხრა, – შენთან დაწოლა მინდაო. გავგიჟდი. ვეცადე, ხუმრობაში გამეტარებინა, მაგრამ, ისე გააპროტესტა, გავოგნდი – შენ რა, კაცი არა ხარ? ქალი ვარ და ჩემს თავს გთავაზობო. მე არ ვიცი, სხვა კაცი თუ ყოფილა ჩემს მდგომარეობაში, ვერც იმას გეტყვით, რომ ამ ქალის მიმართ სურვილი ან ვნება არ გამიჩნდა. მაგრამ, ჯერ ერთი, ქმარი ჰყავდა და, მეორეც – მეც არ ვიყავი თავისუფალი. ეს ყველაფერი ვუთხარი. გაეცინა – შენ ჩემი ქმრის ამბავი რატომ გადარდებს, კაცი არ ხარო?! არ იცით, რა დამემართა. მეგონა, მდუღარე გადამასხეს. გავმწარდი. კაცი ვარ, მაგრამ, შენ არ გაგეკარები, არ მინდა-მეთქი. ისე შემომხედა, შემაჟრჟოლა. „კაი ტიპობას“ თამაშობო? კარგი, ბატონო, ვნახოთ, როდემდე „გაქაჩავო“... არც მიფიქრია, რომ ეს მუქარა იყო. საერთოდ ვერაფერს მივხვდი და არაფერი მიგრძნია, სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდი.

– ფიქრობთ, თქვენმა უარმა გააბოროტა და შურისძიება დაგეგმა?

– დიახ, ზუსტად ასე იყო. იმას კი არ ვამბობ, რომ ჩემნაირი მამაკაცი არასდროს უნახავს და გადაირია, ისე შევუყვარდი. მაგისთანებმა  საერთოდ არ იციან, სიყვარული რა არის. ეტყობა, შეურაცხყოფად მიიღო ჩემი უარი, ან, თავიდანვე მიზნად დაისახა, ჩემი შეყვარებულისთვის დავეშორებინე და გავემწარებინე...

– კი მაგრამ, რატომ? მიზეზი ხომ უნდა ჰქონოდა?

– არ ვიცი და მაგიტომაც ვამბობ, ქალები ლამაზ გარსში შეფუთული ურჩხულები არიან-მეთქი. ერთ დღეს ჩემი შეყვარებული მომადგა და, საერთოდ რომ არ მქონდა წარმოდგენა, რა ხდებოდა ჩემ გარშემო, შენი მობილური ტელეფონი მომეციო, მითხრა. გამეცინა და მოფერება დავაპირე, მაგრამ, ხელი მკრა და მიყვირა – მომეცი, რომ გეუბნებიო. გავბრაზდი – ეს რა პრეტენზიებია-მეთქი... იმან კი უცებ მოხსნა პირი და ისეთი სიტყვებით გამლანძღა, ენა ჩამივარდა. მეგონა, სხვა ქალი იდგა ჩემ წინ. მობილური გამომგლიჯა და მესიჯების კითხვა დაიწყო. შოკი დამემართა... ისეთი „მიმოწერა“ იყო ჩემსა და იმ თანამშრომელ ქალბატონს შორის, თვალებს და ყურებს არ დავუჯერე. ის აღწერდა ჩემთან გატარებულ ვნებიან ღამეს, მე კი – მის ქალურ ღირსებებს. როგორ მოახერხა იმან, რომ ასეთი მესიჯები მოხვედრილიყო ჩემს მობილურში, წარმოდგენა არ მაქვს. ეტყობა, მაგიდაზე მედო და მომენტით ისარგებლა. ან, მართლა არ ვიცი, რა მოხდა. ჩემმა შეყვარებულმა მთელი ოფისი ფეხზე დააყენა. ისეთი ისტერიკა მოაწყო, ყველა, როგორც მონსტრს, ისე მიყურებდა, კაცებიც კი. ვიდექი და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სიბინძურეში ამოსვრილი. რა თქმა უნდა, ერთი სიტყვაც არ დაიჯერა ჩემი. არ გავიმეორებ, რა სიტყვებს მეძახდა ან როგორი სახით აკეთებდა ამას. გეუბნებით, სხვა ქალი იდგა ჩემ წინ. სამსახურიდან წამოვედი. ერთხელ კიდევ მქონდა მცდელობა, ჩემს შეყვარებულთან ურთიერთობა მომეგვარებინა და ჩემი მეგობარი მივუგზავნე, პასუხად კი ორ კვირაში „ამანათი“ მივიღე – მათი ინტიმის ამსახველი ფოტომასალა. საერთოდ გავნადგურდი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია და რატომ ჰგონიათ ქალები დაუცველი, სუსტი არსებები. ეს ყველაფერი ტყუილია. მე ქალური ვერაგობის მსხვერპლი ვარ და, საშინელება ის არის, რომ ნაძირალა მაინც მე ვგონივარ ყველას.

скачать dle 11.3