კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაშასადამე, ევროპელები

„გამშველებელს მეტი მოხვდა, რაც მართალია“

ისე მოხდა, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში კუნთებს ძირითადად მხოლოდ ის ათამაშებს, ვინც უმრავლესობაშია. შესაბამისად, თუკი აქამომდე „ნაცმოძრაობის“ როგორც წამყვანი, ისე რიგითი სახეები უპრაგონოდ უბრაგუნებდნენ ოპონენტებს (პირველ ოქტომბრამდე „ქართული ოცნების“ წევრების სისხლით იყო მორწყული ქართული წინასაარჩევნო გარემო), როლები შეიცვალა: დამრტყმელის როლში „ოცნებაა“, გალახულის – „ნაცმოძრაობა“ (თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელები შიგადაშიგ უშნოდ იქაჩებიან).

შეხლა-შემოხლა გასულ კვირასაც მოხდა, რის პროცესშიც, კერძოდ, კასპში, საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი შემოეცემათ. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: საკრებულოს სხდომას „ოცნების“ 40-მდე აქტივისტი ესწრებოდა, რომლებიც, ბუნებრივია, თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ. საბოლოოდ, მონასტერი დაახლოებით ასეთი სცენარით აირია: „ვეცი გახელებით, ყმას თუ მებატონეს, ჩოხის ნახევები ხელში შევატოვე“. მართალია, ჯერჯერობით უცნობია, ვინ ვის და სად დაარტყა, რაკი საკრებულოს თავმჯდომარეს სახეზე ჩალურჯებები აქვს (თუმცაღა „ოცნების“ აქტივისტები ირწმუნებიან, კარი შემთხვევით მიირტყაო), საქმეში პოლიცია ჩაერია. ჩაერია და „ქართული ოცნების“ წევრიც დააკავა (მას ბრალს საკრებულოს თავმჯდომარის ცემაში სდებენ).

ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რით დასრულდება მოკვლევა, თუმცა, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ტრადიცია – ძალა აღმართს ხნავს – გრძელდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად პოლიცია მოძალადეს იჭერს. ასე რომ, პროგრესი აშკარაა, როგორც ის, რომ ქართულ ხალხურ მიდგომას: „წაქცეული, მტერიც რომ ნახო, წამოაყენე“, მაინც ისევ ნიცშესეულს ვამჯობინებთ: „წაქცეულს წიხლიც მიაყოლე“, ვითომ იმიტომ, რომ, მაშასადამე, ევროპელებად ვგრძნობთ თავს?! 

скачать dle 11.3