კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოლიბაქტერიების გარემოცვაში

საჭმელი თუ უსაჭმლობა – საკითხავი აი, ეს არის?!

მართალია, თანამედროვე საქართველოს რიგითი მოქალაქის სუფრა ისეც კი ვერ გამოიყურება, როგორც ეგზეკუციის მიერ დაწიოკებულის გოგია უიშვილის ოჯახისა, მაგრამ, თუკი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს გავეცნობით, იქნებ ეს უკეთესიც იყოს.

როგორც აღმოჩნდა, 100-მდე სახეობის საკვები პროდუქტი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია (მათ შორის არის „ნიკორას“, „ლიდერფუდისა“ და „მაკდონალდსის“ პროდუქციაც და ისეთებიც, რომლებიც „გუდვილში“ იყიდება). კერძოდ, პროდუქტებში უხვად იმყოფებიან კოლიბაქტერიები, რომლებიც, საბოლოოდ, იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს, აზიანებენ შარდსადენ გზებსა და სასქესო ორგანოებს.

ერთი სიტყვით, კრიტიკას ვერ უძლებს ხორცპროდუქტების (ვერც ნახევარფაბრიკატი და ვერც სოსის-ძეხვეული), თევზეულის, ნაყინის, კარაქის, მაწვნის, არაჟნისა და ვერც თვით პურპროდუქტების დიდი ნაწილი. ეს უკანასკნელი იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მოქალაქეების რაციონში პურს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს: ჯერ ერთი, ბუნებრივი სიყვარულის მიზეზით,  რაც მთავარია, არცთუ დალხენილი ყოფის გამო და, შესაბამისად, ამ ნიუანსზე უფრო დეტალურად შევჩერდები.

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ქარხნის პური კარტოფილის სენითაა დაავადებული, ოღონდ, სპეციალისტები გვაიმედებენ, რომ კარტოფილის ჩხირით დასნებოვნებული პურის მირთმევით, ჰა და ჰა, ფაღარათმა შეგვაწუხოს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ კოლიბაქტერიებით დასნებოვნებული პროდუქტების დიდი წილი ძვირად ღირებულია და მას საქართველოს მოქალაქეები მასობრივად ვერ მიირთმევენ (თხელჯიბიანობის გამო), ზოგჯერ ჭამას, იქნებ, მართლაც, უჭმელობა სჯობდეს?! 

скачать dle 11.3