კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბარკლებს გაფიცებ!

დასაქმებულთა ქუჩაზე – გაზაფხული

მე არ ვიცი, ელოდნენ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ გაზაფხული დასაქმებულთა ქუჩაზეც მოდის. ჰოდა, რაკი მოდის, „შრომის კოდექსში“ ცვლილებებიც შედის. რადგან დასაქმებულებში ყველაზე დიდ შეშფოთებას „შრომის კოდექსის“ ის ნაწილი იწვევდა, რომელიც დამსაქმებელს თანამშრომლის უმიზეზოდ დათხოვნის აბსოლუტურ უფლებას ანიჭებდა და, ზედაც, მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმების ნებასაც რთავდა, ქ-ნი წულუკიანი გვპირდება, რომ ეს ორივე საჩოთირო თემა მოგვარდება: შრომითი ხელშეკრულებაც ხანგრძლივი გახდება და სამსახურიდან გათავისუფლებასაც წონიანი არგუმენტი დასჭირდება. ერთი სიტყვით, სახელმწიფო გვაიმედებს, რომ, თუკი აქამომდე მხოლოდ დამსაქმებლებს იცავდა, აწი წყალობის კალთას დასაქმებულებსაც გადმოგვაფარებს.

ჯერჯერობით ამ საკითხზე ხმამაღალი კომენტარი არ გაუკეთებიათ ადგილობრივ დამსაქმებლებს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსალოდნელი ცვლილებებით კმაყოფილია საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები (ახალ პროექტში სამუშაო ჯგუფმა თითქმის სრულად გაითვალისწინა ყველა ჩვენი მოთხოვნაო), უნდა ვივარაუდოთ, რომ დამსაქმებლები მთლად კმაყოფილნიც ვერ უნდა იყვნენ დასაქმებულთა ქუჩაზე გამოგაზაფხულებით. თუმცა, მაგალითად, გულისწყრომა არ დამალა საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარემ – ფადი ასლიმ (შრომის ახალი კოდექსი ბევრ პრობლემას შექმნის ბიზნესისთვის ისედაც პრობლემურ სივრცეშიო). პრობლემა კი იმის გამო იქმნება, რომ პატ. ასლის არ ესმის (მოვიხმობ ციტატას): „მე, როგორც დამსაქმებელს, რატომ არ მაქვს იმის უფლება, რომ სამსახურიდან გავუშვა ის, ვინც აღარ მჭირდება? რა თქმა უნდა, გადავუხდი  კომპენსაციას, მაგრამ. დასაბუთების ტვირთი რატომ მეკისრება?!“ 

შესაბამისად, იგი დარწმუნებულია, რომ ახალი კოდექსი მის უფლებებს დაარღვევს და თავის მოსაზრებას მეტად პოეტური არგუმენტითაც ამყარებს: „როდესაც ოჯახში სიყვარული კვდება, ცოლ-ქმარი შორდება. ისინი, უბრალოდ, შორდებიან ერთმანეთს და, დამსაქმებელი დასაქმებულს როგორ ვერ უნდა დაშორდეს, არ მესმის!“ არგუმენტი იმდენად რკინისებურია, რომ უნებლიეთ გებადება კითხვა: აბა, ბარკლები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქათმის, რასაკვირველია) დაიფიცე?!

скачать dle 11.3