კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შავ-თეთრი სცენარი

გამრავლების ფორმულა

რადგან ჩვენს ქვეყანაში ოქროს კვეთი მაინცდამაინც დიდ პატივში არ გვყავს, როგორც წესი, მოვლენებს მხოლოდ მკვეთრად  დადებითად ან უარყოფითად ვაფასებთ. ჰოდა, რაკი ეს ჩვენი ცხოვრება ასეთი შავ-თეთრია და სხვა არანაირ გრადაციას არ ცნობს, სავსებით ბუნებრივია, რომ მოვლენები პრეზიდენტის გადადგომა-არგადადგომის საკითხის გარშემო სწორედ შავ-თეთრი სცენარით განვითარდა.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მომხრეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას თავისი ხელმოწერით  მხარს უჭერს საქართველოს მილიონი მოქალაქე. ამის პარალელურად, ინიციატორთა მეორე ჯგუფმა (ბ-ნი მაზმანიანის თაოსნობით) საქართველოს იმ მოქალაქეებს ჩამოუარა, რომლებიც პრეზიდენტს ეაჯებიან, დარჩეს პოსტზე 2013 წლის ოქტომბრამდე.

საბოლოოდ, ბ-ნმა მაზმანიანმა საზოგადოებას ამცნო, რომ პრეზიდენტის არგადადგომას მხარს ორ მილიონამდე მოქალაქე უჭერს. სახელდობრ, მილიონზე მეტს ეს მხარდაჭერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ დაუდასტურებია. მართალია, საპასუხოდ, მაგალითად, ბ-ნი შაშიაშვილი აცხადებს, რომ „ფეისბუქით“ საქართველოს 200 000 მოქალაქე სარგებლობს და მილიონი საიდანო (იქნებ, „ტუმბოჩკიდან“), მაგრამ, ეს სულ სხვა საუბრის თემაა.

ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ვითარება შემდეგნაირია: მილიონი მომხრე ჰყავს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი ოქტომბრამდე უნდა გადადგეს (რადგან ხუთწლიანი ვადა 2013 წლის 20 იანვარს ამოეწურა), ორ მილიონზე მეტი კი იმას ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მყარად უნდა იჯდეს საპრეზიდენტო სკამზე 2013 წლის ოქტომბრამდე. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ, ცესკოს მონაცემებით, საქართველოს ზრდასრული მოქალაქეების რაოდენობა სამ-ნახევარი მილიონია, თუმცაღა, დემოგრაფები ამტკიცებენ, რომ ეს ციფრი ფრიად ოპტიმისტურია და რეალურად, სამ მილიონს დიდი გაჭირვებით ვაღწევთ, ზემონახსენებ გამოკითხვებში რაღაც მთლად რიგზეც ვერ უნდა იყოს.

მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ დემოგრაფიაში გარღვევა გვაქვს, კვლევის შედეგები გულს ხომ მაინც მოგვფხანს: თუ „რეალში“ ვერა, იქნებ ქაღალდზე მაინც ვიბარტყოთ „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“?!

скачать dle 11.3