კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქათამი სოკოთი

საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ქათამი (ამ კერძის მომზადება შეიძლება იხვითაც და, თუ გარისკავთ, ძალიან მოგეწონებათ), 300 გრამი ქამა სოკო, 1 კილოგრამი ხახვი, 6 კბილი ნიორი, ზეთი, აჯიკა, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით. 5-6 ცალი კარტოფილი, კამა.

მომზადების წესი: დაჭერით ქათამი ულუფებად და მოათავსეთ თასში. მოასხით აჯიკა, კარგად  ამოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე საათით.

ამ პერიოდში მოამზადეთ სოკო: ზეთში მოშუშეთ ფირფიტებად დაჭრილი ნიორი. როგორც კი მოტკბო არომატს შეიგრძნობთ, ნიორი მზად არის და გადმოდგით. ხახვი დაჭერით მსხვილ რგოლებად, ასევე მსხვილად დაჭერით სოკო. შეურიეთ ერთმანეთში ხახვი, სოკო და ნიორი და ერთად მოხრაკეთ. უყავით მარილი და პილპილი.

ქათამი აჯიკიანად კარგად ჩაშუშეთ. მოზრდილი თასის შუაგულში მოათავსეთ მოხარშული კარტოფილი (კამამოყრილი), გარშემო შემოუწყვეთ ჯერ მოშუშული სოკო, მერე კი ქათმის მოშუშული ნაჭრები და ეს საზეიმო, უგემრიელესი კერძი მზად არის.

скачать dle 11.3