გამომცხვარი ფარში
საჭირო ინგრედიენტები: 0,5 კილოგრამი ნებისმიერი ხორცის ფარში, 1 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, თითო ცალი ყვითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, 1 სადილის კოვზი კეტჩუპი, 0,5 ჭიქა არაჟანი, ოხრახუში, ცოტა უცხო სუნელი, 200 გრამი მაგარი ყველი, 150 გრამი საფანელი, ზეთი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ერთად მოშუშეთ (ზეთი ბევრი არ დაასხათ). ფარშში ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კეტჩუპი, სუნელი, დაფხვნილი ყველი, არაჟანი, საფანელი, მოშუშული ხახვი და ნიორი, მარილი, შავი პილპილი და ყველაფერი კარგად აურიეთ. წაუსვით ფორმას ზეთი. მოათავსეთ მასზე ფარში და ზედაპირზე გადაუსვით კეტჩუპი. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში, 45 წუთის განმავლობაში.