ანანასი შამპანურში
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ანანასი, 1 ბოთლი ნახევრად ტკბილი შამპანური ან თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო.
მომზადების წესი: ანანასი გაასუფთავეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. დაასხით შამპანური ან ღვინო და 15 წუთით შედგით მაცივარში. შეგიძლიათ, გამოიყენოთ დაკონსერვებული ანანასი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, დასამატებლად მხოლოდ შამპანური გამოდგება.