კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

ამერიკაში ერთმანეთს მეგრელი‚ გურული და სვანი შეხვდნენ‚ დალიეს და, რაღაც თავგადასავლების შემდეგ.... ციხეში აღმოჩნდენ. ელექტროსკამზე მეგრელი უნდა დასვან.

– მე ღვთისმსახური ვარ და, თუ ელექტროსკამი არ ამუშავდება‚ ესე იგი, ღმერთი მიცავს... ანუ, მართალი ვყოფილვარ და უნდა გამათავისუფლოთ...

ელექტროსკამი არ ამოქმედდა და გაუშვეს მეგრელი.

გურულის ჯერი დადგა.

– მე სამართლის მსახური ვარ‚ ადვოკატი და, თუ ელექტროსკამი არ ამუშავდება‚ ესე იგი‚ კანონი ჩემს მხარეზეა – ანუ, მართალი ვყოფილვარ და უნდა გამიშვათ...

ახლაც არ ამუშავდა ელექტროსკამი და გაუშვეს გურულიც.

სვანი დასვეს სკამზე.

– მე ელექტრიკოსი ვარ... თუ იმ ორ მავთულს არ შეაერთებთ‚ ვერასდროს ვერავის ვერ დასჯით...

ღმერთმა აცხონოს მისი სული...

***

– აუ‚ დღეს კინაღამ ავარია მოვახდინე!

– როგორ?

– წარმოიდგინე‚ რას იზამ‚ როცა ქათამი გადადის ქუჩაზე და თან, ტელეფონზე ლაპარაკობს....

***

– ბებო‚ ეს ავტობუსი თავისუფლების მოედანზე მიმიყვანს?

– არა‚ შვილო! 

ბიჭი სასწრაფოდ წამოხტა და ჩავიდა.

– მე კი მიმიყვანს... – ჩაიქირქილა ბებომ და გათავისუფლებულ სკამზე მოკალათდა.

***

– პატრული დაეწია მანქანას‚ რომელიც არ დაემორჩილა მის ბრძანებას‚ გაჩერებულიყო. 

– რატომ არ გაჩერდით ჩემს ხმოვან სიგნალზე?

– არ გამიგონია...

– ესე იგი‚ თქვენ გადააჭარბეთ ბგერით სიჩქარეს... ასეც ჩავწერთ...

***

 გამონათქვამს – „ნამუსი არა გაქვთ“ – ადამიანთა 70 პროცენტი პირდაპირი გაგებით იგებს‚ 30 პროცენტი კი – პორნოგაგებით.

***

ქმარი აბაზანაში შევიდა მობილურით და ცოლს ურეკავს.

ცოლი თავის ტელეფონს იღებს.

– ალო‚ მე თქვენ მიყვარხართ და შეხვედრა მინდა... – ეუბნება შეცვლილი ხმით ქმარი‚ თიშავს ტელეფონს‚ გამოდის აბაზანიდან და ცოლს ეკითხება:

– ვინ იყო?

– ლიკა იყო‚ ყავაზე დამპატიჟა...

***

– უნდა დავშორდეთ‚ ჩვენ ერთმანეთს არ შევეფერებით...

– კი მაგრამ‚ სხვებს კიდევ უფრო არ შევეფერებით....

***

საბავშვო ბაღში. აღმზრდელს ირგვლივ ბავშვები შემოხვევიან და ყურადღებით უსმენენ:

– აბა‚ ბავშვებო‚ ერთხმად‚ ხმამაღლა‚ გარკვევით დავიძახოთ ის სიტყვები‚ რომლის თქმაც არსად‚ არასდროს და არავისთან არ შეიძლება!

***

– გარგოთ ჩემმა გამოწერილმა სანთლებმა?

– მერე როგორ! თითის გამოღებასაც ვერ ვასწრებ‚ ეგრევე მეძინება...

***

გინდათ‚ რომ გოგონები თქვენკენ გამორბოდნენ‚ ან გამოგეკიდონ დღის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში?

ავტოკოლონა სამუშაოდ იწვევს ავტობუსის მძღოლებს...

***

სტუდენტ გოგონასთან დაქალი მივიდა და ხედავს‚ მის მეგობარს თვალები დასიებული აქვს‚ ტირის...

– რა ხდება?

– ჩემებს დავურეკე‚ საჭმლისთვის ფული გამომიგზავნეთ-მეთქი და...

– გასაგებია‚ არ გამოგიგზავნეს...

– არა‚ მთელი სემესტრის სამყოფი მჭადის ფქვილი‚ ლობიო და კვახი ჩამომიტანეს...

***

მე მას ვუთხარი: მათხოვე ჟურნალი-მეთქი. მან მითხრა – აიპადი გამოიყენეო...

... ის ბუზი ვერც კი მიხვდა, რა პრესტიჟული სიკვდილი ხვდა წილად.

***

ცოლ-ქმარი საშინელებათა ფილმს უყურებს. გამოჩნდა ჯადოქარი – კუდიანი დედაბერი.

– უი‚ დედა! – წამოიძახა ცოლმა.

– იცანი‚ ხომ?! – გადაულაპარაკა ქმარმა.

***

ხმა აბაზანიდან:

– საყვარელო‚ მოიხსენი სათვალე, უკვე მაკიაჟს ვიხსნიი!..

***

შექეიფიანებულმა ქალბატონმა სუფრაზე მის მოპირდაპირედ მჯდარ‚ იმავე მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს მიმართა:

– თქვენი აზრით‚ რამდენი წლის ვიქნები?

– თუ თქვენი თვალების ბრწყინვალებით ვიმსჯელებთ – 17 წლის‚ კანის მდგომარეობით – 17 წლის‚ თქვენი თმის შეფასებით – 18 წლის...

– როგორი ჯენტლმენი ხართ...

– მოიცა‚ ჯერ დავიანგარიშო...

***

– პირველ აქტში რომ მარგალიტი მიკეთია‚ აუცილებლად ნამდვილი უნდა იყოს! – კიდევ ერთი კაპრიზი წამოაყენა მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა.

– თქვენ არ ინერვიულოთ‚ ყველაფერი ნამდვილი იქნება: მარგალიტიც – პირველ აქტში‚ საწამლავიც – სპექტაკლის ბოლოს...

***

ის ავად სახსენებელი დროა. ორი მეგრელი ღამით ქუჩაში მიდის. ჩაბნელებულ კუთხეში სამი შეიარაღებული ნიღბიანი დახვდათ:

– აბა‚ ჩქარა‚ ფული‚ ძვირფასეულობა‚ საათი!..

ერთი მეგრელი მიუბრუნდა მეორეს:

– ჯიმა‚ კი არ დამვიწყებია‚ შენი 300 დოლარი რომ მმართებს! აგერ‚ ა‚ მოწმეების წინ გაძლევ...

 ***

– ბიჭო‚ მიყვარს ხოლმე გვერდზე გადახვევა‚ მაგრამ, ცოლს ვერაფრით ვერ ვატყუებ...

– შენ ზურას უნდა მიებარო – ყოველდღე ახალ-ახალი გოგოები მიჰყავს რესტორნიდან...

– ეგეც ყოფილა, რა‚ რესტორნიდან ადვილია‚ ყველა გადაკრულშია და ნებისმიერი გოგო ორ სიტყვაზე შენია...

– გოგო კი‚ მაგრამ, იმ რესტორანში მისი ცოლი მუშაობს...

***

– ვერ გამიგია‚ რატომ უყვარხართ ასე ქალებს...

– იმიტომ‚ რომ ვარ ჭკვიანი‚ კეთილი და სიმპათიური...

– მაშ, ცოლი რატომ არ მოგყავთ?

– გაგიმეორო? იმიტომ‚ რომ ვარ ჭკვიანი...

***

როდესაც გეუბნებიან‚ რომ ხელს არ შეგიშლითო‚ ეს ნიშნავს‚ რომ  არანაირად არ დაგეხმარებიან...

***

გახსოვდეთ:

პოულობთ სიმდიდრეს – კარგავთ სინდისს;

პოულობთ ქალს – კარგავთ ჭკუას;

პოულობთ ჭეშმარიტებას – კარგავთ რწმენას;

და მხოლოდ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ პოულობთ თავისუფლებას.

***

მამაკაცს‚ ქალი რომ ლოგინში შეიტყუოს‚ ნებისმიერი სისაძაგლის ჩადენა შეუძლია... მას მხოლოდ ის ქალი სჯობნის‚ ვინც გათხოვება გადაწყვიტა...

скачать dle 11.3