მხოლოდ ფაქტები
* მეცხრამეტე საუკუნეში შვედმა ექიმმა ერიკ კრიუგერმა ციურიჰში სამეცნიერო-გამაჯანსაღებელი კლინიკა გახსნა, სადაც მკურნალობდნენ ლოთებს და... აზარტულ მოთამაშეებს.
* 1567 წელს ვაჭარმა იოჰანაანმა ფრანკფურტში თავისი კანტორა გახსნა და კარის თავზე წითელი აბრა ჩამოკიდა. იოჰანაანი როტშილდების წინაპარი იყო.
* ერთ დროს საფრანგეთში არ შეიძლებოდა გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ყურძნის დაკრეფა, რადგან, ფიქრობდნენ, რომ მომავალ წელს ის აღარ დამწიფდებოდა, იქნებოდა წვრილი და მჟავე, ან, შეიძლება, მოსავალი საერთოდ ვერ აეღოთ.
* 1988 წელს კანადელმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს ბუზი, რომელიც ინიღბება და ემსგავსება ობობას. ბიბლიური ფრაზის სიტყვების გადანაცვლებით, მათ ამ ბუზს „მგლის ტყავში გახვეული კრავი“ უწოდეს.
* ყველა ევროპელისთვის მნიშვნელოვანია პატარა სოფელი – დელოვოე, რომელიც ორ ქალაქს: ტიაჩევსა და რახოვს შორისაა მოქცეული. ეს სოფელი ევროპის ცენტრია.
* ერთ-ერთი იტალიური ჩემპიონატის ბოლოს, ფეხბურთის კლუბებს – „მილანსა“ და „პარმას,“ მოგებათა და ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ; ასევე, ჰქონდათ, მიღებული და გაშვებული გოლების ერთნაირი მაჩვენებლები, ამიტომ ჩემპიონატის ცხრილში ანბანის მიხედვით, ჯერ „მილანი“ ჩასვეს, შემდეგ კი – „პარმა“.
* ყველაფერი დაიწყო კამათით, რომელიც ჰავაიზე, ერთ-ერთ ბარში ლუდის კათხებით ხელში თავშეყრილ მოყვარულ სპორტსმენებს მოუვიდათ: ისინი ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ, ვინ იყვნენ ნამდვილი სპორტსმენები – მორბენლები თუ მოცურავეები... და ასე წარმოიშვა სპორტის ერთ-ერთი სახეობა – ტრიატლონი.
* საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყების ყველასთვის ცნობილი გეგმა – „ბარბაროსა,“ გენერალ-მაიორმა ფრიდრიჰ ფონ პაულიუსმა ჰიტლერს 1940 წლის 29 ოქტომბერს წარუდგინა.
* შუა საუკუნეებში გლობუსის საუკეთესო ნიმუშებს ქმნიდა მარტინ ბეჰაიმი, თუმცა უფრო ცნობილი გახდა დურგალ ბერბეჯის მიერ შექმნილი გლობუსი.